აი ხომ არის ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელი, ერთ ჭიქას რომ დალევ და არც არაფერი,,,მეორესაც მიაყოლებ,მაგრამ მაინც და მაინც ვერაფერს გრძნობ, მერე იფიქრებ, სადაც 2 დავლიე, ბარემ მესამე ჭიქასაც დავლევო და მერე...უკვე აღარაფერი გახსოვს...
დაახლოებით ასე დამემართა ამ სერიალზე

გუშინწინ როგორც იქნა გადმოვწერე I სეზონიი და 1 სერიას რომ ვუყურე, ვიფიქრე რამ გადარია ეს ხალხი, ერთი ჩვეულებრივი სერიალია, აქა-იქ რომ გაგეღიმება მეთქი, რადგან პირველ სერიაზე არასოდეს ვჩერდები ხოლმე(მაინც პილოტია...) ბარემ მეორეც მივაბი და ისევ...განსაკუთრებული არაფერი. ბოლოს გადავწყვიტე, რახან საღამოობით საქმე არ მაქვს და კარგი ფილმების ნაკლებობასაც განვიცდი ამ ბოლო დროს, შიგადაშიგ გავერთობი ხოლმე მეთქი და მესამე სერიაც მივაყოლე და.....
აი ამის მერე უკვე აღარ მახსოვს როგორ ჩავეფალი (რა დებილი სიტყვაა

) ამ სერიალში
ერთი ამოსუნთქვით ჩავამთავრე ეს 1 სეზონი, ისე, რომ დამავიწყდა მეორე სეზონი გადმოწერაზე დამეტოვებინა და ახლა 1 დღე უნდა ველოდო და დეპრესიაში ვარ
ბავშვებო! დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა ეს სერიალი რომ აღმომიჩინეთ

ძალიან ძალიან ძალიან მაგარიააააა!!! Legen... wait for it..... D A R Y !!!!!!!