შონდამ ისე დაგვაშინა, ისეთი რაღაცეები მოხდება, მთელი ზაფხული ილაპარაკებთო და მოვემზადე ყველანაირად, მაგრამ მაინც რაღაც სიცარიელის განცდა დამიტოვა ფინალმა. ალბათ მიჩვეული რომ ვიყავი, ყველა სეზონის ბოლოს ძალიან კატასტროფულ დასასრულებს, ამის ბრალია.

მე მაინც მგონია, რომ გადარჩება, ასე არ გაწირავს შონდა.

იმისთანები გადაურჩენია და ამასაც მოუხერხებს რამეს.
* * *
Fox Life მგონი, "გამეორება ცოდნის დედაა" პრინციპით მოქმედებს. ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ უშვებენ გრეის.