#42331814 · 23 Sep 2014, 19:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალ სეზონს მაკლ ჰარტსის სცენარის მიხედვით გადაიღებან. სიუჟეტის მთავარი თემა "პარიზის აღებაა", რომელიც სავარაუდოდ მე– 4 სეზონის ძირითადი ლაიტმოტივიც იქნება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი დეკორაციების აწყობა. ერთ–ერთი მთავარი გმირი მე– 3 სეზონში აუცილებლად მოკვდება, თუ ვინ ჯერჯერობით უცნობია! სერიალის შემქმნელები ამაყობენ თავიანთი ქასთით, რომლებიც თავად მართავენ გემებს და იბრძვიან, ჰოლივუდური ბლოკბასტერებისგან განსხვავებით მასიური სცენებიც არ არის კომპიუტერული გრაფიკა, არამედ რეალური სცენები. ახალ სეზონში ახალ სახეებსაც ვიხილავთ: ლოტერ ბრიუტოს, მორგანა პოლანსკის (რეჟისორ რომან პოლანსკის ქალიშვილი) და ქევით დურანს, რომელიც მოხარულია სერიალში მონაწილეობის მირებით და აღიარებს, რომ ვიკინგების არც ერთი სერია არ აქვს გამოტოვებული...
|