არ ვიცი ვინ უნდა აღმოჩნდეს სუფრიმი, რომ კარგი დასასრული გამოვიდეს.
მედისონი თავიდან მომწონდა, მაგრამ თანდათან შემზიზღდა (აი მისტი რომ კუბოში ჩააგდო მას მერე :/)
ზოი ძალიან უაზრო პერსონაჟია, საერთოდ ამ სეზონში ტაისა და ევანი რისთვის არიან არ მესმის, ძალიან უმნიშვნელო როლები აქვთ.
უფრო სავარაუდოა რომ ზოი იყოს, მაგრამ არ ვიცი კარგი იქნება ეს სერიალისთვის თუ ცუდი. ყველაზე სავარაუდო კანდიდატია, არავის გაუკვირდება ეგ რომ აღმოჩნდეს.
ქუინი არ მინდა

არ მძულს, მაგრამ არც მიყვარს.
მისტი მიყვარს ყველაზე მეტად, მაგრამ რავიცი, არამგონია.
იმაზე ვიფიქრე, ის წითელთმიანი გოგო რომ იყო, პირველ სეზონში რომ ახალგაზრდა მოირას თამაშობდა, იქნებ ეგ რომ მოკლეს მერე თავი გაიცოცხლა და ეგაა სუფრიმი? შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ რავიცი, არაფერია გამორიცხული :დ
კარგი დასასრული მინდა რომ ქონდეს მარა რას აპირებენ ვერ ვხვდები