უეინის შთამომავლები გააგრძელებენ მის საქმეს, ან შეეცდებიან გაუჩინარებულების დაბრუნებას
ეს აზიელები უბრალოდ ტრეფიკინგის მსხვერპლნი იქნებიან
თეთრები არიან მომავალი და თავის მხრივ პარალელი დაკარგული ადამიანებისა
ისინი არიან მეტაფორა იმისა რომ შეიძლება ცოცხლობდე, მაგრამ არ არსებობდე
თეთრებამდე მისასვლელად ადამიანი გადის 2 საფეხურს: ბედნიერება - ტანჯვა - თეთრები
ტრაგედიამ ხელი შეუწყო ადამიანების რადიკალურ ცვლილებას და ისინი პირდაპირ და ირიბად უკავშირდებიან ერთმანეთს
ყველა: უეინი, შეფი, მამაო, ახალგაზრდები, თეთრები მოვლენის შედეგია
თეთრები არიან ბოლო საფეხური, როცა ცოცხლობ მაგრამ მკვდარი ხარ
ისინი აღიარებენ თავის სისუსტეს, მაშინვე არ იკლავენ თავს, ნელ-ნელა უახლოვდებიან სიკვდილს
რასტის თანამოაზრეებიც კი არიან
გასაგებია რატომ არ საუბრობენ
ჯერ ერთი როცა არ საუბრობ არაფერი გეშლება, თან ისინი ხომ ადამიანობას უარყოფენ, საუბარი კი ადამიანის განვითარების ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია
მალე მელი ქალაქი გათეთრდება ან ომი მოხდება
მე ვერ გავიგე რატომ ეძებენ თანამოაზრეებს
თუ დააკვირდებით მიდიან ადამიანებთან რომლებსაც უჭირს
მოქმედების ხერხი აქვთ სასწაული - დუმილი
მსხვერპლს არჩევანს აძლევენ და ელოდებიან, ასე ისინი უფრო მარტივად მისაღები ხდებიან
იმდენად ხარისხიანადაა მათი კადრები აწყობილი მაყურებელსაც შეიძლება ეჭვი შეგეპაროს რაღაც-რაღაცებში
მეც კი დავუშვი და ვუშვებ მათ სიმართლეს
ცხოვრება ტანჯვაა უსასრულოდ, რისთვის გიყვარს, რისთვის შრომობ, რისთვის სწირავ თუ ბოლოს თავს მაინც უბედურად იგრძნობ?
მე მჯერა რომ ყოველი სიამოვნება გართობაა სიკვდილამდე, და ზოგადად ცხოვრება არის გზა სიკვდილამდე
თეთრები არიან სიკვდილი, ეშმაკისეულები, რომლებიც ადამიანობის შინაარსს კლავენ
გარკვეულ დროს უნდა უყურო ამ სერიალს თორემ უცბად შეიძლება იფიქრო რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, იმდენად დეპრესიული გმირები არიან, თავისი შინაგანი ბრძოლებით
მაგრამ ვინაიდან ვფიქრობ შეუძლებელია იყო აბსოლუტურად რადიკალური, ვხვდები მათი იდეის უსუსურობას
მათ მაგალითზეც კი შეიძლება ამის თქმა: ქალს რომელსაც ქვით ქოლავენ ბოლოს იხვეწება რომ არ მოკლან
სასტუმროს მაგალითი, არდადეგები

ვერასოდეს იტყვი უარს გრძნობებზე, რადგან ადამიანი უსაშველოდ ხარბია
ყველა ხარბია, ისიც კი ვინც ბავშვთა სახლს მთელი თავისი ქონება შესწირა
შეიძლება გაჩნდეს კითხვა თეთრების პოზიცია არის შიში თუ გამბედაობა?
მაშინ უნდა გაეცე კთხვას პასუხი: ადამიანური მოვალეობაა ტანჯვის ატანა?
თეთრები თვლიან რომ არა
და მაინც სიცოცხლე ელემენტარული ნაწილაკებია თუ ფილარმონია?


მაგარი სერიალია
This post has been edited by Hermyon on 28 Aug 2014, 13:56