White Bear ძაან მაგარი სერიაა, რას ამბობთ. მთელ სერიალში ალბათ ყველაზე კარგად და მძაფრად სწორედ აქ არის დანახებული ადამიანის ის გულგრილობით სავსე სისასტიკე, რომლისგანაც თან სიამოვნებას იღებს ბრბო. და რომელიც ადამიანებს ყოველთვის თან მოსდგამდათ, ახლაც აქვთ და მომავალშიც ექნებათ. იმ თვისებაზე მაქვს საუბარი, რაც დააატარებდა ხალხს გლადიატორების ბრძოლებზე და ექსტაზში აგდებდა იქ ნანახი, რის გამოც ხრიალებდა ბრბო ბოლო ხმაზე "ჯვარს აცვით, ჯვარს აცვითო", ტიპზე, რომელზეც თვითონვე სველდებოდნენ ერთი წლით ადრე. და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ზემოდან ეგრე უთხრეს და ვისი დემონიზებაც უნდოდა ელიტას, ბრბოც იმის სიძულვილს იტაცებდა.
და აქ დამატებულია ის ასპექტიც რომ დღეს დღეობით დახმარების მაგივრად ადამიანები სმარტფონებს იმარჯვებენ და უღებენ ადამიანს, რომელსაც დახმარება ჭირდება. უამრავი კარიკატურაც კია ამ თემაზე. დახმარების ხელის ნაცვლად ვიდეობს რო უღებენ.
ზოგადად ამ ჯაჯმენთალ საზოგადოების დიქტატზე და შეუწყნარებლობაზე.
მაგრამ ყველაზე საშიში, რაც ამ სერიას აქვს არის, ის რომ არ ხარ დარწმუნებული იმაში, შენც მაგ ბრბოში იქნებოდი თუ არა.
იმდენად სასტიკ რაღაცას ჩადის ეს ქალი. მაგრამ ამას ბოლოს იგებ და შენში ის ემპათია უკვე გაღვიძებული და მაგარი გახურებულიცაა და ამ ემოციებს ვეღარ კლავ ეგრევე და ხარ შუაში გაჭედილი და გაფიქრებს, რას იზამდი შენ, თუ კი ასეთ სისასტიკეზე შეიტყობდი.
დაუჭერდი ესეთ სასტიკ და არაადამიანურ დასჯას მხარს თუ არა. და იმდენად შემზარავია ეს, რო ვერ ხვდები და ითრგუნები.
ნაწილობრივ მსგავსი პონტია hated in the nation-შიც. სადაც ყორნებივით ძიძგნიან პოლიტიკური კორექტულობის სასტავი ადამიანებს. და სოც. სივრცეში გადაინაცვლა ადამიანების ჩაქოლვამ. და ამითი სიამოვნევის მიღებამ.
პ.ს. საკაიფო რევიუა სან ჯიუნიპეროზე
http://www.telegraph.co.uk/on-demand/2017/...-vision-heaven/