ეგ მერე იყო...
შავი მარგალიტიც მახსოვს, კასანდრაც, გვადალუპეც, დინასტიაც და ბლანკოს ქვრივიც...
უბრალოდ ველური გული პირველი იყო ქართულად გახმოვანებული საპნის ოპერებიდან...
სად იყვნენ მარიო ჩიმარო და სავაში, ქართველი ქალები ეშმაკ ხუანზე რომ გიჟდებოდნენ

მეორე თუ მესამე კლასში ვიყავი და რაღაც ლექსი ვიცოდი ველურ გულზე, გაზეთში დაიბეჭდა და ვისწავლე

...
7-8 სტროფიანი იყო...
ხო და კლასის სამამთავრებელ ზეიმზე "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოს" ვამბობ და გამაჩერეს მასწავლებლებმა და დირექტორმა და ხუანზე თქვი ლექსიო, ეგ ვიცითო

ხო და ვთქვი და ეხლაც მახსოვს მათ თვალებში აკიაფებული სიყვარულის ცრემლი თუ ვნების ნაპერწკალი

პირველი ორი სტრიქონი ეხლაც მახსოვს, აგერ უკვე 20 წელი გავიდა თითქმის

შემოიჭრა ეკრანზე ეს ეშმაკი ხუანი,
ქალთა გულთამპყრობელი, ტემპერამენტიანი...
This post has been edited by Frankens†ein on 17 Feb 2015, 10:30