იმ მაყურებლებს შორის ვარ ვისაც დიდად არ მოეწონა
-ერთ-ერთი რაც მაკლია ნაღდი გარემოა.აქ ქალაქის გამოგონილ,ბნელ მხარეებს და კადრებს გვანახებენ(თან ძირითადად სულ ესტაკადას,კია ლამაზი..),შეცვლილი,ნაწვალები ფერებით.ლუიზიანაში ძალიან დამაჯერებელი და ბუნებრივი იყო იქაური გარემო. ჭაობები,ნისლი,ძველი შენობები და ეკლესია,ფლორა ფაუნა უკვე ქმნიდა მისტიკის შეგრძნებას

თვითმყოფადი ტიპაჟი იყო პერსონაჟებთან ერთად ( და არა ფონზე :დ)
-საუნდრეკებიც ისე ვეღარ "მოაჯდა" სიტუაციებს, პირველი სეზონის საუნდრეკებზე კიდევ სცენები წარმოგიდგებს თვალწინ და გბურძგლავს.
-პერსონაჟებს რაც შეეხება ვთვლი რომ ზედმეტად ბევრნი არიან. პირველში ორად ორი კაცის ხასიათების გახსნა უფრო საინტერესო იყო,ვიდრე საქმის, რაც ხდიდა ამ სერიალს 9+ შეფასების ღირსს.კარგ ქეისიანი ბევრი დეტექტივია, შერლოკა თუნდაც, აქ ვიტამინები სხვაგან იყო
ვინს ვონი ჩემთვის ფეილია,თუ ვინმემ დაუმუღამეთ რა ტიპაჟია,ამიხსენით. ნე რიბა ნი მიასა შთაბეჭდილება დამრჩა.ბიზნესმენები რომ დავინახე მეგონა რამე საინტერესო იქნებოდა, "კაპიტალიზმის მონა ღორები"ვს ადგილობრივი ძველი კულტურა(რელიგიური კულტები), ან პირიქით სიმბიოზი. ამ სიახლის გავლენა ქალაქზე,ადგილის უპოვნელი თაობები ახალ წყობაში,ქაოსი,პანიკა და მოკლედ, ძაან წავედი ფანტაზიებში.
რეიჩელის პერსონაჟს მივესალმები,მაგრამ კაცის დაწერილი მძიმე ქალი,რავიცი.ოჯახური პრობლემებით და სამსახურს მიკედლებული ტიპაჟი კაცის ასოციაციას იწვევს, ქალის სხვა პრობლემებიც უნდა წამოიწიოს წინ.თან პრობლემებს სასმელში კლამს...და ბარიდან დაცვა აგდებს და ეს შუა თითს ანახებს.. ისევ კაცის სუნი მცემს :დ ქალად ვერ აღვიქვამ.რაც არ უნდა ათასი ჰაგაკურე დაუდოს და ქალი რასტი გახადოს(შეეცადოს) ,ხელოვნური მეჩვენება ეს პერსონაჟიც.კაცის კლიშეებში მოქცეული tough woman საერთოდ არაა ფემინისტური.ქალი სხვა სტილში დეპრესიობს.
შემდეგი ორი შედარებით უფრო მომწონს.საგზაო პატრულს საინტერესო ისტორია აქვს,პერსონაჟებიდან ფავორიტია.მძიმე ბავშვობა ჰქონდა აშკარად,ომი,მგონია რომ გეია. ფარელი მეზიზღებოდა,მაგრამ კარგად თამაშობს და გარეგნობა უხდება ამ ტიპაჟს.
მოკლედ პირველი სეზონის მუღამი ის იყო რომ პერსონაჟებს ყველაფერში საუბარში,მსოფლმხედველობაში, ყოველდღიურობაში ეტყობოდათ გამოცდილი ცხოვრება ძალიან ბუნებრივად. რომ შეხედავდი, რაღაცდბს ვარაუდობდი და ხვდებოდი.მარტის წარსულზე არაფერი არ მოუყოლიათ მაგრამ რაც იქნებოდა კი ვიცით. ტრაღიკული ისტორიის გარეშეც კარგი პერსონაჟია.აქ პერსონაჟებზე მეტად ისტორიებს ხედავ,რომელიც ოდესღაც შეემთხვათ,თითქოს დამატებითი ფაქტი,მეტი არაფერი.
თან განსხვავებული ტიპაჟების "შერკინებასაც" თავისი მარილი ჰქონდა.აქ საქმის გარდა საერთო არაფერი არ აქვთ.
საერთო ჯამში, ჩემთვის სერიალის ხარისხი საკმაოდ დაეცა. ჩვეულებრივ დეტექტივ სერიალს დაემსგავსა, რომელშიც ზედაპირულად დამუშავებული ,ვითომ ღრმა პერსონაჟებია(ეს "სიღრმავე" მხოლოდ სერიოზულ პრობლემებში გამოიხატება).ვიცი რომ გავლენების ქვეშ ვარ მაგრამ ეგეთი სეზონის მერე როგორ გინდა..პირველი სეზონი რომ მოვაცილოთ, მე ამ სერიალს გუშინვე მივაგდებდი. ცალი თვალით მაინც შევხედავ,იქნებ...
მგონი ცხოვრებაში არ მიწერია ამდენი