არადა საკმაოდ კარგი სეზონია. პარკის ტერიტორიას თუ გასცდებიან მესამეში ძალიან მაინტერესებს ეგ. თუ გავლენ ჰოსტები პარკიდან.
აი შევეცდები დავალაგო თაიმლაინი. ბევრი სპოილერია, ვისაც არ გიყურებიათ მე-2 სეზონის მე-5 სერიამდე თავი შეიკავეთ წაკითხვისგან.
1-1, 1-2, 1-3 - ეს დანომვრა ნიშნავს რომ მოვლენები ან ერთდროულად ხდება ან მცირე დროა მათ შორის.
პრე-დელოსი1. არნოლდი სასტუმროშია დოლორესთან ერთად. შემოდის ახალგაზრდა ფორდი და არნოლდს ეუბნება რომ დელოსთან შეხვედრა უნდა შედგეს მალე და არიან თუ არა ჰოსტები მზად.
2. არნოლდს მიჰყავს დოლორესი თავის სახლში, ათვალიერებინებს მას, ლაპარაკობენ ნამდვილ სამყაროზე.
3. შემდეგ, სასტუმროში ლოგან დელოსს უწყობენ ჰოსტების პრეზენტაციას. ლოგანს მოეწონება ეს ყველაფერი და ამბობს რომ შეთანხმება მიღწეულია, დელოსი ვესტვორლდის ინვესტორი გახდება.
4. არნოლდი და დოლორესი ხშირად საუბრობენ 1-1-ში. არნოლდი კითხვებს უსვამს დოლორესს, რამეთუ ეპარება ეჭვი თავიანთი საქმის მართებულობაში.
5. არნოლდი და ფორდი ემზადებიან პარკის გახსნისთვის. არნოლდს უფრო და უფრო ეპარება ეჭვი იმაში თუ რის შექმნას აპირებენ. როდესაც ბოლომდე დარწმუნდება რომ არასწორია თავად იდეა, დოლორესის ჰოსტში ჩატვირთავს უაიტს. უაიტი მოაწყობს ჟლეტას პარკის გახსნისას: მოკლავს არნოლდს, ტედის და სხვა ჰოსტებს, თავსაც მოიკლავს. მოკლედ, სუიციდი ჩაიდინა არნოლდმა და ამით შეეცადა პარკის გახსნა თავიდან აეცილებინა, თუმცა ფორდმა მოახერხა ყველაფრის გადამალვა და დამარხვა. [წლების განმავლობაში ქვიშაში ნახევრად დამარხული ეკლესიაღა დარჩა ამ ამბისგან.]
6. ამის შემდეგ ფორდმა შეჰქმნა არნოლდის ვიზუალური ანალოგის ჰოსტი - ბერნარდი.
7. ამ მომენტიდან შემდგომ დოლორესი ესაუბრება და უწყობს დაკითხვას ბერნარდს [არნოლდის ვიზუალის ჰოსტს]
7-1. დელოსი ოფიციალური ინვესტორი არ არის ჯერ, თუმცა ლოგანი და ვილიამი ჩადიან ვესტვორლდში, რათა გარკვეული დროის განმავლობაში დაათვალიერონ პარკი, შეიგრძნონ, გაერთონ. სავარაუდოდ ლოგანი მანამდეცაა ნამყოფი არაერთხელ, რადგან მოეწონა პარკი, ვილიამისთვის კი პირველი სტუმრობაა.
მანდ გაიცნობს დოლორესს, ტედის. ჯერ შეუყვარდება დოლორესი, შემდეგ კი მიხვდება რომ ის უბრალოდ ჰოსტია. ყველაფერი რაც მთელი პირველი სეზონის განმავლობაში ამათ თავს ხდება ყველაფერი წარსულია და ამ პერიოდს ეკუთვნის.
პოსტ-დელოსი1. ჯეიმს დელოსი ჩადის ვესტვორლდში, ბარის წინ ხვდება ვილიამს, ვილიამი დაარწმუნებს თავის სიმამრს, ჯეიმსს, რომ ვესტვორლდში უნდა ჩადონ ინვესტიცია.
2. ვილიამი პირველად ხვდება ჯეიმს დელოსის ვიზუალის და ცნობიერების მქონე ჰოსტს. როგორც სჩანს დელოსს რაღაც დაავადება სჭირს და აპირებენ ჰოსტით ჩანაცვლებას, მაგრამ ჰოსტს ხარვეზები აქვს, რადგან დელოსის ცნობიერება ვერ ერგება ბოლომდე ახალ სხეულს.
3. ვილიამის სახლში აღნიშნავენ ჯეიმს დელოსის პენსიაზე გასვლას. პიანინოზე უკრავს დოლორესის ჰოსტი. ვილიამი ნახავს მას და ამბობს რომ თვითონაც არ სჯერა როგორ შეუყვარდა ერთ დროს ჰოსტი. იქვეა ჯეიმს დელოსი, ვილიამის ცოლი და შვილი, ასევე ლოგანი რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს და ნარკოტიკზეა შემჯდარი.
სავარაუდოდ შვიდი წლის შემდეგ:
4. ვილიამი ისევ ნახულობს დელოსის ჰოსტს. როგორც ირკვევა ბოლო ვიზიტიდან 7 წელია გასული: ჯეიმს დელოსს ვერაფერი უშველეს და მოკვდა.
გავიდა საკმაო დრო, ვილიამი დაბერდა და შემოდის კაცი შავებში-ს სახით. [ედ ჰარისის პერსონაჟი]
5. ვილიამის ცოლი იკლავს თავს, მისი შვილი ამ ყველაფერში მამას ადანაშაულებს.
6-1. ვილიამი მიდის პარკში და კლავს მეივის შვილს.
6-2. მეივი იმდენად განიცდის შვილის სიკვდილს რომ ჰოსტს უჩნდება ხარვეზები, ამიტომ ფორდი გადაწყვეტს შეუცვალოს მას როლი და ბარში გადაიყვანს.
7. ვილიამი მესამედ სტუმრობს დელოსის ჰოსტს. დელოსის ჰოსტს ისევ იგივე პრობლემა აქვს, მაგრამ ვილიამს უკვე აღარც სურს ამ პროექტის გაგრძელება, თვლის რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო, რადგან ფიქრობს რომ ადამიანები არ უნდა იყვნენ უკვდავები. აქვე დელოსის ჰოსტს ეუბნება რომ ლოგანი მოკვდა ნარკოტიკებისგან, კომპანიას თვითონ მართავს, მისმა ცოლმა თავი მოიკლა და ა.შ.
აწმყო - აჯანყებამდე1. ფორდი მასობრივად იწყებს ჰოსტების აფდეითების გაკეთებას, რაც ბევრ ჰოსტში ხარვეზებს/ფლეშბექებს/წარსულის გახსენებებს იწვევს. ტექნიკური ჯგუფი ამჩნევს ამ ხარვეზებს, ცდილობენ გამოკვლევას, მაგრამ ვერ გებულობენ საიდან მოდის.
2. პიტერ აბერნატი პოულობს ქალის ფოტოსურათს. ფოტოზე ქალი არის ვილიამის ცოლი. ფოტო ვილიამს ჯიბიდან ამოუვარდა მაშინ როდესაც პირველად ესტუმრა პარკს [30 წლის წინ]. ფოტოსურათი იწვევს ხარვეზს [გამოღვიძებას] პიტერ აბერნატიში, აბერნატი დოლორესს და მეივს ეუბენება არნოლდის მიერ ჩატვირთულ ფრაზას და მერე მიდის უკვე დომინოს ეფექტი. ხარვეზი ეწყება დოლორესსაც და მეივსაც, ორივე იწყებენ საკუთარ თავში გამორკვევის პროცესს.
3. ფორდი უაიტის ისტორიას ჩატვირთავს ტედიში, რითაც ტედი თავის წრიდან ამოვარდება - დოლორესი და ტედი თავიდან იწყებენ 30 წლის წინ მომხდარის თავიდან გავლას/გახსენებას. დოლორესს აქვს ფლეშბექები: როგორ მოკლა არნოლდი, როგორ შეუყვარდა ვილიამი და ა.შ. ანუ იხსენებს ნელ-ნელა ყველაფერს.
3-1. ამ დროს კაცი შავებში იწყებს "ლაბირინთის" ძებნას დოლორესთან ერთად. ამ "ლაბირინთის" აზრი არის დოლორესისთვის საბოლოო თვალების ახელა.
3-2. დოლორესი პოულობს "ლაბირინთს", ანუ ხვდება რომ კაცი შავებში არის ვილიამი, რომ არნოლდი თავად მოკლა და მოკლედ ყველაფერს ხვდება, იხსენებს.
3-3. ამ პერიოდში მეივი ხვდება რომ მისი რეალობა ყალბია. იღებს კონტროლს სხვა ჰოსტებზე, იმორჩილებს ფელიქსს [ტექნიკოსს] და გადაწყვეტს პარკიდან გაქცევას.
3-4. ბერნარდი მოკლავს პარკის თანამშრომელს [ქალს] ფორდის დავალებით და ყველაფერს ისე მოაწყობს თითქოს უბედური შემთხვევა იყოს.
3-5. ბერნარდი იგებს რომ ჰოსტია და ფორდი მართავს.
5. ფორდი აძლევს იარაღს დოლორესს, დოლორესი კლავს ფორდს და წვეულებაზე მყოფ ადამიანებს. იწყება ჟლეტა, ჰოსტები ესხმიან თავს ადამიანებს.
ვსო, ესაა და დალშე ის რაც მეორე სეზონში ხდება.
იმედია გამოგადგებათ.
This post has been edited by weasel on 29 May 2018, 18:15