კაით რა, რა ზი ნეიშნ. ვოქინ დედის დიდი მინუსი ის არის, რომ უაზროდ წელავენ, მოსაწყენი სერიებით. თორემ სხვა რას უწუნებთ? საკმაოდ მაღალი დონის სერიალია და მაყურებლების რაოდენობაზეც აისახება.
რაც შეეხება ზომბებს, მგონი სუნზე რეაგირებენ მაინც და არა ხმაზე, იმიტომ რომ, პირველ სეზონში, რიკი და გლენი რომ მიდიოდნენ ვერ ამჩნევდნენ, წვიმა დაიწყო, ჩამობანა ამათ ეს სისხლი და ნაწლავები, ჰოდა შემდეგ შეამჩნიეს. ერთის მხრივ, ხმაზეც რეაგირებენ, კი და შუქზეც. მოკლედ, ჩამოუყალიბებელია რა.

ერთი რაღაც გამახსენდა
პირველ სეზონში, ქალაქში, სავაჭრო ცენტრში რომ არიან ჩაკეტილები, რიკს ახალი გაცნობილი რომ ყავს ჯგუფის ნაწილი, მანდ სავაჭრო ცენტრის გამჭირვალე კარს რამოდენიმე ზომბი ქვას ურტყამს, მახსოვს.

პირველი სეზონის პირველი სერიებია ეგ მონაკვეთი, სავარაუდოდ შემქმნელები აყალიბებდნენ მაგ დროს ზომბების შესაძლებლობებს, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტი მას შემდეგ საერთოდ არ ყოფილა.