გერმანულ თარგმანს რას უწუნებ? ქართულ-რუსულ-გერმანულ თარგმანებს შორის საუკეთესოა...
რუსულსაც არაუშავს, კარგია და გერმანული კიდევ უფრო კარგი...
ამ შედარებებს იქედან გამომდინარე ვაკეთებ თუ რამდენად ორგანულად არის ნათარგმნი ის საკუთარი სახელები და გეოგრაფიული ადგილები რომლებიც მარტინის აზრით უნდა გადათარგმნილიყო.
ისე ცნობისათვის, თვითონ მარტინი ამბობს რომ გარკვეული სახელები აუცილებლად უნდა თარგმნილიყო...
მაგალითისთვის: მათ შორის სნოუ, სენდი, სტოუნი და ა.შ.
გერმანულმა ეს ყველაზე კარგად თარგმნა იმიტომ რომ ასეთი გვარები რეალურად არსებობს გერმანულ სამყაროში და ყურისთვის უცხო და მიუღებელი არ იყო:
სტოუნ - შტაინ (რუსულმა ეს ვერ თარგმნა... კამენ ვერ იქნებოდა კარგი თარგმანი)
ქინგს ლანდინგ - კიონიგსმუნდ (შეად. გერმ. პენემიუნდე) (რუს. კარალევსკი გავან... წავა რა)
დრაგონსტოუნ - დრახენშტაინ - დრაკონნიე კამნი
მოკლედ ამეების ჩამოთვლა შორს წამიყვანს...
პ.ს. აი ქართული ამათთან ახლოსაც ვერ მოვა. ებრგური და ეგეთი არარსებული სიტყვები მაინც არ მოუგონიათ