მოვაღწიე კომპამდე და ამდენი ხნის მერე ვნახე ფინალური სერია. არ მომეწონა, ნუ რაღაც ქალების სამშვიდობოს გაშვება და კაცების თავგანწირვა.. დასასრულის ასეთი გადაწყვეტა არ მომეწონა, უკეთესი სერიები იყოს ამ სეზობში.. ბეზერიდისი ძაან თამაშგარე დატოვეს. თუმცა მაინც გაასწორა მომენტებმა, ფრენკის გზა და იყო ცალცალკე.
საერთოდ არ შეიძლება მეორე სეზონის პირველთან შედარება. მესამე სეზონში რა გადაკვეთა ან კავშირი იქნება არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სეზონი არის საერთოდ ცალკე სხვა ფილმი. არაფერი არ აქვს პირველ სეზონთან საერთო სახელწოდების გარდა.
აქ თითოეული პერსონაჟი ნიჰილიზმს ღვრის, ყველა მარტოსულია, თითოეული აშლილობის ზღვარზეა, არ იციან რაღა ესაქმებად ამა ქვეყანაზე.
ასეთი განწყობა რა კარგად არის გადმოცემული სიტყვების გარეშე, თითოეულ გამომეტყველებაში, ეს არის True Detective 2
This post has been edited by rati nwt on 22 Aug 2015, 20:52