რატომ მიიძინა აქაურობამ, როცა მე ეხლა მაქვს აღზევების პერიოდი?

ფილმებზე გადავერთე სერიალების პარალელურად.
ე.ი.:
1. Hot young bloods
რაღაცნაირი ბანძი სიუჟეტი ჰქონდა, ჩემი ბიჭის ხათრით ვუყურე და იმასაც სულ უტყაპუნებდნენ მთელი ფილმის განმავლობაში :/ ნუ იყო რაღაც კარგად გაკეთებული იუმორიც და ვიცინე რამდენიმე მომენტზე. park bo-young მომწონს თანდათან, ბევრ განსხვავებულ როლებში ვიხილე და კარგად მიდის ჯერ-ჯერობით


2. Always (only you)
ისტორია ბანალური და ნაცნობი, მაგრამ მსახიობებმა გაქაჩეს. მომეწონა საბოლოო ჯამში

ჩემი სოჯისაბი


3. My P.S. partner
დედააა, მე ამაზე ვიღადავე და ვიხორხოცე არ ვიცი
თუ ცუდ ხასიათზე ხართ უყურეთ და გადაგივლით ეგრევე.

4. A werewolf boy
არ შემიძლია ეს ბანძი დასასრულები და მომკალით

ფანტასტიკა + რაღაც გაუგებარი დრამა, რომლის გამოც ამეტირა ბოლოს

ჯუნკის გამო კი უნდა უყუროთ :დ
ორშაბათ-სამშაბათს ველოდები გაგიჟებული ვენუსის სერიების გამო

ჯერ ჩეერ აფის ღიმილას ველოდებოდი ხოლმე, ახლა სექსუალურ სოჯისაბს