IronBankarveduiწიგნების წაკითხვის გარეშეც შესაძლებელია, რომ მაყურებელმა მინუსები შეამჩნიოს.
იგივე დორნის შემთხვევაში, დაკვირვებული მაყურებელი მიხვდება, რომ მთლიანად ეგ სთორილაინი ძალიან მიფიჩეჩებულად და ზედაპირულად არის გაკეთებული. საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ აქვს დორნის და დორნელების შესახებ, რომ რამე ლოგიკური დასკვნა გააკეთოს. უბრალოდ გაეცინება, რომ ობერინის ოჯახის ამოწყვეტით იძიეს შური საყვარელმა და შვილებმა და ჩათვლის, რომ ყოველგვარ სიღრმეს მოკლებულია სერიალში ეს მხარე და პერსონაჟებიც.
რაც შეეხება წიგნების მკითხველებს, მათთვის მატრიარქატის სახელით მარტელების ამოხოცვა, იმ მარტელების, რომლებიც ნაიმერიას და როინარების შთამომავლები არიან, ნამდვილად მარაზმია.
რედ ვედინგის შესახებ იმას ვიტყვი, რომ რობის პერსონაჟი საკმარისად იყო გაშლილი სერიალში, მისი ყველა შეცდომა და მომხრეების გადამტერება მასთან ერთად გავიარეთ, შესაბამისად, ეჭვი მეპარება ვინმეს რედ ვედინგზე პრეტენზია გამოეთქვა, წიგნი რომ არ ყოფილიყო მაგ დროს გამოსული.
მეც დავწერე ცოტა ხნის წინ, რომ ყველა პერსონაჟს და ყველა სთორილაინს სერიალში ვერ გადმოიტანენ, რადგან ძალიან ჩახლართული და რთულად აღსაქმელი გამოვა. მაგრამ თუ შემოგყავს პერსონაჟი, ისე უნდა გაშალო, რომ ამდენი კითხვის ნიშანი არ დაიბადოს და ვისაც წიგნების წაკითხვა არ უნდა, არ შეაწუხოს იმან რომ ამდენი ფლოთჰოულ არის. ვიცნობ არაერთ ადამიანს, ვინც მხოლოდ სერიალს უყურებს, ერთი გვერდიც არ აქვს წაკითხული, მაგრამ ამჩნევს ამ ჰარი-ჰარალეზე გაკეთებულ სთორილაინებს და უკმაყოფილოა.
კი, არის ხალხი, ვისაც კიდია და მხოლოდ 1-2 პერსონაჟზე ან ერთ მხარეზე არიან კონცენტრირებული და იმის იქით რა ხდება არ აინტერესებთ.
მაგრამ როცა ამხელა მასშტაბის, ფინანსების და გაქანების სერიალს ქმნი და პრეტენზია გაქვს, რომ ნამბერ ვან შოუა (ნამდვილად აქვთ ეს პრეტენზია ყველას ვინც ამ სერიალის შექმნაშია ჩართული, მოუსმინეთ ინტერვიუებს) სიუჟეტში ასეთი გარღვევები არ უნდა იკადრო.
"პლანკა" ძალიან დაბლა აქვთ დაწეული
You’re dining with a psychopathic murderer.