მართალია, მხატვრულ ფილმებთან შედარებით სერიალებში უფრო მნიშნელოვანია „ამბავი“, „რა“, და შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია „როგორ“, მაგრამ კონკრეტულად ამ ჩვენს სერიალს მაინც ისე აკეთებენ, რომ მხატვრული ნაწარმოები უფროა, ვიდრე რიგითი სერიალი - თურქული, ბრაზილიური ან თუგინდ რომელიმე დასავლური.
ეგრე შესვენების გარეშე რომ უყურო, ვთქვათ, მხატვრულ ფილმებს, უკვე მეორეშივე გამოგეპარება ბევრი რამ. ასე მოხდება „სატახტოთა თამაშის“ ყურების დროსაც.
აქ ხომ ნამუშევრებია - დადგმა, დიზაინი და მხატვრობა, მუსიკა, ოპერატორის ოსტატობა, ეფექტები... ყველაფერს ერთი ნახვით ვერც აღიქვამ სრულფასოვნად. აქვე მიათვალე სიუჟეტისთვის მნიშვნელოვანი ვითომ წვრილმანები, თვალის გადაკვრები თუ კამერის მოძრაობები. ზედიზედ ნახვა, უფრო ზუსტად, ყურებით დაღლა არის არა ნაწარმოების აღქმა, არამედ უბრალოდ იმის გაგება, მდიდარი ხუანიტა ცოლად გაჰყვა თუ არა ღარიბ ხუანს და მთელი დარჩენილი ცხოვრება ცრემლებს აღვარღვარებს თუ არა გათელილი სიყვარულის გამო

მესმის, მე პირადად განსხვავებული შეხედულება მაქვს სპოილერებზე, ძალიანაც არ ვდარდობ სიუჟეტური სვლების წინასწარ შეტყობას და როგორც წესი, სხვები ასე არ ფიქრობენ, მაგრამ მთლად ეგრე ერთბაშად ცქერა იმას მაგონებს, რომ ყვავილებიან ველებზე წახვიდე დიდი სივრცეების მოსაყნოსად და აირწინაღი გეკეთოს და ისე ყნოსავდე
This post has been edited by Geronti on 25 Jan 2019, 20:16