მაიკროსოფტმა გამოუშვა ახალი "ინტერნეტ ექსპლორერი" Edge ქრომიუმის ძრავზე, ეხლა დავაყენე და სასიამოვნოდ სწრაფი აღმოჩნდა
ჩემი შეგრძნებებით ამ მომენტისთვის ყველა სხვა ბრაუზერზე უფრო სწრაფია. არმეგონა თუ როდესმე ამას ვიტყოდი მაგრამ მემგონი ინტერნეტ ექსპლორერის გამოყენებას ვაპირებ აქტიურად
https://www.microsoft.com/en-us/edgeშეგახსენებთ ქრომიუმი არის ბრაუზერის ძრავი ღია კოდით რომელზეც აგებულია უშუალოდ ქრომი, ასევე ოპერა, ვივალდი, ბრეივი და სხვა... ახლა კი უკვე მაიკროსოფტის ბრაუზერიც
ეს ზოგადად კარგი სიახლეა ვინაიდან რაც უფრო ცოტა ძრავებია მით უფრო ადვილად მოხდება საიტების ოპტიმიზაცია და მხარდაჭერა, ანუ ყველაფერი უფრო მწყობრში იმუშავებს და ნაკლები პრობლემები იქნება. წინათ 4 ძირითადი ძრავი არსებობდა: ქრომის, ოპერას, ფაერფოქსის და ინტერნეტ ექსპლორერის (პლიუს პატარ პატარა ბრაუზერები საკუთარი ძრავებით) ახლა კი ბრაუზერები ორ ძრავამდეა შემცირებული: 1) ფაერფოქსის და 2) ქრომის ძრავი
შესაძლებელია ქრომის გაფართოებებიც დააყენოთ შედით ექსტენშენებში და ჩართეთ ეს ოფცია. შემდეგ კი ნებისმიერ ქრომის ექსტენშენს დააყენებთ უპრობლემოდ ქრომის საიტიდან
https://chrome.google.com/webstore/category/extensionsყველას სხვადასხვა გემოვნებააქ მაგრამ 2 გაფართოებას გირჩევდით. პირველი ublock origin რეკლამების დასაბლოკად მათ შორის თუ პროგრამამ რამე ვერ დაბლოკა შეგიძლიათ ხელით მიუთითოთ დასაბლოკი ელემენტი... მე აგერ პოლიტიკის გადაგდებას ვცდილობ და ეგ განყოფილება წავშალე მთლიანად ასევე უსათაუროს სექცია, რეკლამებზე საუბარიც აღარაა... დამატებით შეგიძლიათ ვიდეო რეკლამების დაბლოკვა მაგალითად აჭარანეთზე ან მაივიდეოზე
ეს ფილტრები დაამატეთ მაივიდეოს ფორუმის და აჭარანეთის რეკლამებს ბლოკავს
ხოლო მეორე გაფართოება არის group speed dial (ფაერფოქსზეცაა)
https://chrome.google.com/webstore/detail/g...bdehiiajc?hl=en speed dial-ები ვისაც მოგწონთ ეს არის ყველაზე მოხერხებული მრავალფუნქციური და სწრაფი გაფართოება, რაც არსებობს ყველა მაქ შემოწმებული (თუ სილამაზეს ანიჭებთ უფრო მეტ უპირატესობას ვიდრე სისწრაფეს და მოხერხებულობას მაშინ speed dial FVD დააყენეთ) შეგიძლიათ იმდენი speed dial შექმნათ რამდენიც მოგინდებათ, შეზღუდვები არააქ. ბუკმარკებზე უფრო მოხერხებულია ეს სისტემა ვინაიდან ზემოთ ახალი ტაბების შექმნაც შეგიძლიათ მათ შორის სინქრონიზაციის ოფციაც აქვს და სხვადასხვა ბრაუზერებში სინქრონდება ყველაფერი ასევე ქლაუდში ინახება კოპია და ხელითაც შეგიძლიათ რეზერვული ასლების აღება
This post has been edited by fаshist on 19 Jun 2020, 15:22
თქვენ არ იცით რა აქვს ჩაფიქრებული ბატონ ბიძინას, მას 5 სვლა აქვს გათვლილი წინასწარ, მახეს უგებს თურქებს, ანაკონდაა