ესენი MKV -ში გადაიყვანე და მერე აერთებდი? MKV-ში გადაყვანა აუცილებელია?
ამის ჯოინერი სხვადასხვა ფორმატზეც მუშაობს თუ მარტო ერთნაირებზე, არც ვიცი.
Ultra, Allok, Briz, Boilsoft - ამათი
Video Joiner-ებით ნახე.
უდანაკარგოდ შეერთება მხოლოდ იმ კლიპებისა ხდება, რომელთაც ერთნაირი პარამეტრები (კადრის ზომა, ცვალებადობის სიხშირე) აქვთ, დანარჩენ შემთხვევაში, თუნდაც ერთი ფორმატი / კოდეკი იყოს, ნაწილს მაინც მოუწევს ხელახალი კოდირება.
ანუ, შეიძლება მანამდე ერთნაირ ფორმატად (MKV თუ სხვა) კონვერტირების გარეშეც შეერთება. ხოლო თუ მანამდე მოხდება ერთ ფორმატზე დაყვანა, მაშინაც ერთ პარამეტრებზე უნდა დადგეს, რომ რომელიმე ჯოინერმა უდანაკარგოდ შეაწებოს. განსხვავებულ ფორმატზე მაინც მოუწევს ცვლილება. ამიტომ რომელი გზა სჯობია, ვინ იცის.
ეს შეცდომა არაა მარტო მაგ პროგრამის, ხან მაშინაც აგდებს, როცა, მაგალითად, Movie Maker-შია DVD პროექტი დამზადებული, ვისტას / სევენის თანმოყოლილი კოდეკების პაკეტით (ანუ არაფერი გარეშე არაა). უმეტესად დაკავშირებულია კოდეკებთან: ან თანმოყოლილ პაკეტში არაა ის, რომელიც "სჭირდება" კონკრეტულ კლიპს, ან კლიპი არაა ისეთი პარამეტრებისა, როგორსაც მკაცრი განსაზღვრით "მოელის" კოდეკი (კერძოდ, კლიპის აუდიო ტრეკი სხვა სიხშირისაა, კოდეკს კი სხვა სიხშირე აქვს "შეკვეთილი").
ამიტომ არაა გამორიცხული, სხვა ჯოინერზეც იგივე გააკეთოს. შეიძლება არც გააკეთოს, ცდის ამბავია.

თუ სხვაზეც იგივე ქნა, სჯობია არსებული პაკეტის წაშლა და k-lite-ს (თუ ახლა არაა) მეგა-პაკეტის დაყენება.
This post has been edited by ErK on 10 Mar 2013, 04:28