#327941 · 11 Jan 2004, 03:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზამთრის ცივი სუსხი სარკმელს შემოაღებს, მხოლოდ თვალს შევავლებ, ადგილს შევთავაზებ. ოთახში შემოვა, ჩემს წინ ჩამოჯდება, გამჭოლად შევყურებ თვალს არ ახამხამებს.
მდუმარედ უსიტყვოდ შეკითხვას დავუსვამ პასუხისათვის კი მხოლოდ წამებს ვაძლევ. ლოდინით გარინდული თვალს თვალში გავუყრი, ჩემდა გასაკვირად იმედის სხივს ვამჩნევ.
თითქოს საუკუნე ერთმანეთს გვაშორებს, არადა ჩემს წინაა, მინდა ხელს შევახებ, მაგრამ უხილავი ზღუდე მეფარება ბაგეზე მოთამაშე ღიმილისაკენ.
თვალებში ანთებულ ნაპერწკალს შევამჩნევ და თითქოს სულში სითბო ჩამეღვრება, სახეზე უხილავი ღიმი დასთამაშებს დუმილის გაფანტვის სურვილი მებადება.
... ვსაუბრობ ათასგვარ სისულელეზე მთავარი სათქმელი კი კვლავ უთქმელი რჩება. ამასობაში კი წამს მიჰყვება წამი და მორიგი ღამეც თეთრად მათენდება.
--------------------
Edit Signature
|