#41052664 · 25 May 2014, 04:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯიმი ლევი
| QUOTE | მაკიაველი QUOTE მაგალითად რას არ ვითვალისწინებდი ?
რაზეც გელაპარაკე, პრაქტიკულად არაფერს. |
ორ რამეზე მიმითითე
თუ დაარეპორტე ერთხელ ... რამოდენიმეჯერ ნუ არეპორტებო .
როდესაც დილით დაარეპორტებ , მოდერატორი ( შენზე არ არის საუბარი ) თუ თვითონ პოსტავს იგივე თემაში და უყურებს დაღღვევას და არ სჯის --- დამეთანხმე ავტომატურად წერ მეორე რეპორტს
და მისაყვედურე ნუ წერ ბევრ რეპორტშიო .....
მაგრამ ეს არ მგონია მთავარი --- რომელი ჩემი რეპორტი იყო ისეთი ნ, რომელზედაც მოდერაციას არავინ დაუსჯია ? არც ერთი
მე გეტყვი რას აკეთებს მოდერაცია ---- დაწერს ვიღაც ალტერი ( ასე 60-70 პოსტიანი ) სიბინძურეს ჩემზე ( პირდაპირი გინების ჩათვლით ) და მოდერაცია რეპორტზე ზომებს იღებს ასე 8-10 საათში ( ერთი ბანი ხარონმა ვააბშე მეორე Dღეს დაადო ) ..... მანამდე კი ის ბინძური პოსტი მთელი დღე ფორუმზეა
როდესაც U-33 -მა ჩემს მხარდასაჭერრათ თემა გახსნა --- შენ პირადათ ჯიმი 8-9 წუთში გააკეთე რეაგირება და მიახურე ....
როდესაც მე დედას მაგინებენ , ეგრე ოპერატიულად , რომ მოქმედებებდეთ --- საერთოთ არ იქნებოდა პრობლემა
საერთოთ კი უკრაინის თემაში ნახეთ გვერდი არ არის შეურაცხყოფას , რომ არ მაყენებდნენ .... მოდერაციას , რომ უნდოდეს უცებ აღკვეთავდა ამას , მაგრამ ფაქტია არ უნდა ....
შეგიძლია პირადათ ნახო , როდესაც ერთ-ერთი უზერი დედას მაგინებს და იმ პოსტიდან ასე სამ-ოთხ პოსტში მოდერატორი დებს პოსტს ( შენ არა , სხვა ) --- ეს გინება დავარეპორტე და მხოლოდ მეორე დღეს სხვა მოდერატორმა და არა იმან ვინც იქვე პოსტავდა და წაიკითხავდა უეჭველი იმ შეურაცხმყოფელ პოსტს , დასაჯა ის უზრდელი უზერი ....
ასეთი ერთი ფაქტი , რომ ყოფილიყო --- ბაზარი არაა ... მაგრამ ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო , რაც დაგვირგვინდა დრუნჩას პროვოკაციით , როდესაც ერთი თვე მიძახოდა შევარდნაძის მენტს და მოდერაციას არ აინტერესებდა , ხოლო მე , რომ ვუპასუხე შენ თვითონ ხარ ნადზორი-თქო .... მომენტალურად მოყვა მოდერაციის რეაგირება .... თან როგორ --- მე 10 დღე მომცეს ბანი , ხოლო პროვოკატორ დრუნჩას 2 დღე ....
დანაშაული ერთნაირი იყო --- მაშინ რა სხვაობა იყო ჩემს და დრუნჩას შორის ? მხოლოდ ერთი --- ის ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს , მე არა .... მეტი ახსნა მე ვერ მოვძებნე , თუ დამეხმარები და სხვა ახსნას დადებ მადლობელი ვიქნები
----------------------
და ბოლოს რატომ დავდე აქ და არა პირად თემებში ....
უზერისთვის ჩამოერთვათ დარეპორტების უფლება --- ასეთი არც გამიგია და არც წესებში წერია სადმე .... ხოლო ფორუმის შესახებ განყოფილებაში შეიძლება გახსნა თემა სადაც შეგიძლია კითხვა დასვა ....
ამიტომაც გავხსენი აქ თემა --- ვინაიდან მაინტერესებდა სხვა უზერებსაც თუ ქონიათ ეგეთი შეზღუდვა
და მეორე მიზეზი ის იყო , რომ ორი პირადი თემა გავხსენი და არავის მოდერაციიდან თავიც არ შეუწუხებია პირად თემაში რამე მოეწერა ჩემთვის --- სრული იგნორი , ეჭვი მაქვს წინასწარ შეთანხმებული
---------------
და კიდევ ჯიმი ... ძალა მოდერობაში არაა , ძალა სიმართლეშია . მე და შენ გვქონია პრობლემები ურთიერთობაში , მაგრამ შენ სულ პოზიცია გქონდა .... ჩემი აზრით სწორი თუ არასწორი ეს მეათე საკითხია --- მაგრამ პოზიცია გქონდა .
ნაპსტერამ კი არც იკადრა თავისი პოზიცია დაეფიქსირებია --- აი შენ 10 დღე , დრუნჩას იგივესთვის 2 დღე ... მინდა ასე და ვსიო . ეს არ არის არც ლამაზი და არც სწორი
თუმცა ამ ყველაფერს ისე რა ვწერ ... ადრე ვაპროტესტებდი ბანებს , ვიყავი ერთ ამბავში --- ახლა ნული რეაქცია ჩემს მხრიდან .
მოდერი ხარ და შეგიძლია გაარკვიო .... თითქმის მესამე თვეა საერთოთ არ დამიდვია ერთი პოსტიც კი სხვა თემებში , გარდა უკრაინის თემისა . ვინაიდან უკრაინაში ახლა საბოლოოდ სამარდება ე.წ. ფერადი რევოლუციების პროექტი , რომელიც მიმაჩნია აბსოლუტურ ბოროტებათ . ვინაიდან ერთიან ნაციონალუ მოძრაობას ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი , ლეგიტიმური გზებით , თეორიული შანსიც არ აქვთ გარდა ფერადი რევოლუციის პონტში რაღაც არეულობის მოწყობისა --- დღეს უკრაინაში ასევე სამარდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა .
ნამდვილათ მინდა დავესწრო ამ დასაფლავებას .... ამას ვერ გამოვტოვებდი . როგორც კი უკრაინაში აქტიური მოვლენები ჩაცხრება და იქ სიტუაცია გაწელილ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება ჩემი აქტიურობაც დაიკლებს და სრულ ზერომდე დავა ....
ასე , რომ სახვა თემებში ვინაიდან არ ვაპირებ ვპოსტო -- სულ მალე ბურთი და მოედანი სხვებს დარჩებათ და იმათთან არკვიეთ ურთიერთობა .
მარაზმია ის , რომ ეს ფორუმი ნამდვილათ აღარ ასახავს საქართველოში არსებულ სიტუაციას --- როდესაც ყველა თემაში ნაცები 80 % არიან , ეს სასაცილოა უკვე . ფორუმი აბსოლუტურად მოწყდა რეალობას და ჩემი აზრით სულ მალე ნაციონალური მოძრაობის პერსონალურ ფორუმათ გადაიქცევა .
ეს ის ფორუმი აღარ არის , რომელიც მე დამხვდა 2010 წელს და სულ არ არის ის ფორუმი რომელსაც თვალს ვადევნებდი ( მაგრამ არ ვწერდი ) 2007 წლიდან .....
არც ერთი ცნობილი ადამიანი აქ აღარ პოსტავს , საინტერესო უზერები ალბათ 20-30 ადამიანი თუ დარჩა ვის პოსტებსაც ინტერესით წაიკითხავდა კაცი . და ეს ყველაფერი ჩემი აზრით მოხდა იმის გამო , რომ ფორუმის მართველობამ შეგნებულად გაავსო ფორუმი ( პირდაპირი გაგებით გაავსო-თქო არ ვამბობ ) დიდგორის ტიპის უზერებით ..... აქ უკვე აზრს ვერ დადებ , განსხვავებულ აზრს , რომ ეგრევე არ მოხვდე ეგეთი უზერების შეტევის დარტყმის ქვეშ .....
ეს ჩემი აზრია .... ასე , რომ წარმატებები .
This post has been edited by მაკიაველი on 25 May 2014, 04:47
--------------------
01.10.2012.
|