ძალიან ბევრჯერ მაქვს ტესტირება ჩაბარებული საქართველოს ბანკში, "დაჟე" იმ დროიდან გადვდიოდი ტესტებს მანდ, როცა ჯერ კიდევ ფურცელზე ეწერათ ამოცანები, მაგალითები და ა.შ. მახსოვს სწორედ მაგ დროს, ტესტირება ჩავაბარეთ მე და ჩემმა მეგობარმა,სპორტის სასახლის წინ მდებარე საქ.ბანკში , საღამოს საათები იყო

დავწერეთ, მათემატიკა საკმაოდ მაგრად გვეხერხება ორივეს და როგორც დარწმუნებული ვიყავით გავედით კიდეც. უნდა ავღნიშნო , რომ მაგ დროს მაგათი ტესტები უფრო შედარებით რთული იყო, ვიდრე ბოლო წლებში რაც კომპით დაიწყეს ტესტირების ჩატარება, მოკლედ ტესტირებიდან გამოსულები ვიყავით უკვე და შემთხვევით ვნახეთ ამ ჩემი მეგობრის ახლობელი, რომელიც თურმე საქ.ბანკში მუშაობდა, მისგან გავიგეთ რომ , იმ დროს 50 კაცი უნდა მიეღოთ, ჩვენც არხეინად წამოვედით და მანამდე კი ვთხოვეთ იქნებ ჩვენი ქულები ენახა და საქმის კურსში ჩავეყენებინეთ

რამდენიმე დღეში დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჩვენი ქულებით პირველ ათეულში ვიყავით

...იმის მერე გავიდა 1 კვირა, 2 კვირა, 3 კვირა და მთელი თვე , მივედით და ჩვენი ნაწერი მოვითხოვეთ , ეგ მაინც მოგვეცითთქო და არ მოგვცეს არ შეიძლებაო ....

ეგ პირველი მცდელობა იყო, მაგის მერეც რამდენჯერმე ვცადე, პროგრესი ის იყო, რომ ფსიქოლოგამდე მიშვებდნენ, იმის იქეთ ვერ წავედი ....
მოკლედ მე პირადად არ გამიმართლა მანდ, ნუ პრინციპში არცერთ ბანკში (თიბისი,რესპუბლიკა, პროკრედიტი, საქ.ბანკი), არადა ეკონომიკურიო განათლება მაქვს და მუშაობის გამოცდილებაც მაქვს სავაჭრო სფეროში , ნუ ბანკში არა ..... ფაქტია ვაბარებ ტესტებს თანაც მაღალი შედეგით,მაგრამ მერე ხან ფსიქოლოგს არ მოვწონვარ, ხან რავიცი...
ერთი შემთხვევა მქონდა თიბისი-ში ფსიქოლოგმა "დაბრო" მომცა და შემპირდნენ სტაჟირებაზე აგიყვანთო დაგირეკავთო და მაგ დროს ომი დაიწყო ზუსტად და ვიღას აიყვნედნენ, პირიქით გაუშვეს შტატიანი თანამშრომელბიც კი...
მოკლედ ბანკში მუშაობის სურვილი დარჩა შორეულ წარსულში ასეთი გამოციდლების მერე ......