ბარემ აქვე დავაკოპირებ ტექსტებს

გადმოტვირთვაზე რომ არ იწვალოთ
გრძელი ვერსია: რეკომენდაცია
მე, ყურბან ბერდიევი, სს ”რუბინის” მიკროდაკრედიტების ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა სალუქვაძეს ვიცნობ 2008 წლის ოქტომბრიდან.
ჩვენი თანამშრომლობის პერიოდში დავითი გახლდათ სს ”რუბინის” უფროსი სპეციალისტი. სამწუხაროდ, 2009 წლის დასაწყისში ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო, დეპარტამენტში განხორციელდა თანამშრომელთა უვადო უხელფასო შვებულებებში გაშვება. სწორედ ამ მიზეზით ლაშა გადავიდა სხვა სამსახურში.
ჩვენს კლუბში მუშაობის დროს, ლაშა დიდ პასუხისმგებლობას იჩენდა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისადმი, კეთილსინდისიერად, დროულად და ხარისხიანად ასრულებდა ყველა მიღებულ დავალებას. იგი არის ერუდირებული, გააჩნია მრავალმხრივი ცოდნა და ახალი იდეების გენერირებისა და ერთ გუნდში მუშაობის კარგი უნარი.
ამასთან, ლაშა არის მოკრძალებული და კეთილი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა დაიცვას ორგანიზაციისა და მეგობრების სამართლიანი ინტერესები. იგი დღესაც დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს ჩვენი ბანკის თანამშრომელთა შორის.
დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა მუშაობდეს ლაშა, იგი დაკისრებულ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს.
ყურბან ბერდიევი
მოკლე ვერსიარ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ა
ეძლევა პავლე პავლიაშვილს მასზედ რომ იგი 2008 წლის იანვრიდან მუშაობს სს ”ტაოპრივატბანკის” მიკროდაკრედიტების დეპარტამენტში, მიკროდაკრედიტების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ამ კომპანიაში მუშაობის პერიოდში დავითმა გამოიჩინა შრომისმოყვარეობა და შეიძინა დიდი გამოცდილება. ის საკმაოდ წარმატებულად მუშაობს კლიენტებთან როგორც მათი დაკრედიტების მხრივ, ასევე დაკრედიტების შემდგომ ურთიერთობაშიც.
ვთვლი, რომ პავლეს შეუძლია უფრო მეტის გაკეთება, რამეთუ ის მუდამ წინ მიიწევს და ცდილობს თავისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა უფრო მეტად აიმაღლოს.
რეკომენდაცია ეძლევა ფორუმ.გე-ზე წარსადგენად.
სს ”ტიმი და 220 ვოტლი”-ს ცენტრალური
სერვისცენტრის მმართველი -
ბიტუნა ბიტუნაშვილი
24 მარტი 2009 წ.
მიმაგრებული სურათი