ეჰ სიგიჟემდე რომ მიყვარს იმიტომ მინდა,
თორემ ფულის შოვნა სხვაგანაც შეიძლება.
თვითონაც არ ვიცი რატომ რაღაც აღუწერელი სიყვარულით მიყვარს თვითმფრინავები,
რო დავინახავ მიფრინავენ ვაშტერდები, სანამ თვალს არ მოეფარებიან.
რასაც არ უნდა ვაკეთებდე ყველაფერს ვატოვებ და ვუყურებ.
ზოგჯერ ქუჩაში რო ვარ ვცდილობ ცოტა თავი შევიკავო რომ ხალხს გიჟი არ ვეგონო,
ვუყურებ თვითმფრინავს და გულში ვამბოიბ: მიყვარხარ, მიყვარხარ...
გიჟი არ ვარ,
უბრალოდ გადამეტებული სიყვარული მაქვს ამ სფეროს მიმართ.
ის კი არა აეროპორტებიც მიყვარს.
მთელი დღე შემიძლია უბრალოდ ვიჯდე აეროპორტში და ამით ვიყო ბედნიერი.
რაღაც მამშვიდებ, მაბედნიერებს აეროპორტის გარემო, მაგიური ზემოქმედება აქვს ჩემზე.
რა არის რა ყველაფერი ნაცნობობით როა აქ?!
რა გახდა ერთი ადგილი აეროპორტში?
სტუარდესადაც მინდოდა მაგრამ ვერც მანდ ვერ ვიშოვე ადგილი.
უბრალოდ ის მინდა რომ თვითმფრინავებთან ახლოს ვიყო.
მიყვარს ძალიან ....
უსამართლოა რა ეს ცხოვრება, ნუთუ ერთი ადამიანიც არ არსებობს ვინც დამეხმარება,
მიუხედავად იმისა რომ ნაცნობი არ ვარ?
ბოლო ბოლო ფულისთვის კი არა ამ საქმის სიყვარულისთვის მინდა იქ მოხვედრა.