უი, რა კარგი მანქანებია! მეც მინდა მძღოლი ისე, ტურისტული მარშრუტებისთვის. კიდევ დადეთ რა ფოტოები. ოღონდ ჩემი მოთხოვნაა, რომ გზა ტურისტული ადგილებისკენ უნდა იცოდეთ, აი, დავით გარეჯში რომ მინდოდეს წასვლა, იქ არ დამკარგოთ გადასაკარგავში და გველებს არ დააკბენინოთ ჩვენი თავი.
უკეთეს შემთხვევაში მინდა ჯიპის ტიპის მანქანა, რაღაც როვერივით, მაქსიმუმ ოთხ კაცამდე რომ ვიაროთ. თანხაზეც მოვილაპარაკებთ.
აბა, ვაკანსიაა და შესაძლებლობა. მანქანა რომ გამართული უნდა იყოს და შედარებით ნაკლებს წვავდეს ამაზე მგონი არ ღირს აღნიშვნა. ეტა სამა საბოი.
შემომთავაზეთ, ოღონდ რიგ-რიგობით დაწერეთ, თავბრუს ნუ დამახვევთ!