მოკლედ, მეზობლის მაბავს მოვყვები გუშინდელს

საბურთალოზე, კერძოდ სანდრო ეულის ქუჩაზე გაიხსნა ახალი სუპერმარკეტების ქსელიდან ერთ ერთი, სახელად ქვია "ზღაპარი" და მოკლედ მთელი ზაფხული და ეხლაც გამოკრული აქვთ განცხადება რომ ეძებენ დამლაგებლებს და კონსულტანტებს.
ხოდა ერთი ჩემი გაჭირვებული მეზობელი მივიდა და შეუთანხმდა რო იმუშავებდა დამლაგებლად 300 ლარზე. გრაფიკი და პირობები უთხრეს მონური: დილის 9დან 4 მდე შესვენების გარეშე ან 4დან ღამის 12 მდე. კვირაში 7დღე
მიუხედავად ამ საშინელი პირობებისა, გაჭირვებას რა ვუთხარიო და დათანხმდა. სახლთან ახლოა და გზის ფულს დავზოგავო. შეპირდნენ ხელშეკრულებას. ხოდა შეუდგა ლაგებას, როგორც ამბობს არ ქონდათ არც ცხელი წყალი, არც ჟელე, არც საპონი. რაღაც ნახმარი ჩვარი მომცესო და ვსო. მთელი დღე ვერ დავჯექიო. ადგილი არ არისო რომ დაჯდეო. ჩამოჯდები და მენეჯერი გამოვარდება დაყვირისო. მოკლედ რამდენიმე დღე იმუშავა, წელი ასტკივდა, წნევებმა აუწია დაუწია და მოიკითხა ხელშეკრულება და მენეჯერის პასუხი:
თქვენ ერთი კვირა პრაქტიკაზე ხართო (ეუბნება 55 წლის დამლაგებელს) და ამ კვირაში დღეში 20 თეთრი გეკუთვნითო ანაზღაურება!!! ვიმეორებ: დღეში 20 თეთრი.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს!