http://jobrate.ge/ძალიან საინტერესო რაღაც არის. სილქნეტზე ტიპს ისე უწერია რაიმე ნომინაციაში უნდა დავასახელოთ :დ
1. მე ვფიქრობ მაინც რომ ამ კომპანიას ჯადო აქვს და გამოლოცვა ესაჭირდება

)

(( გეტყვით ახლა რატომაც, მაგ: მიდიხართ დილით სამსახურში, მეუღლე და ბავშვები სიყვარულით გკოცნიან და სასიამოვნო დღის სურვილით გემშვიდობებიან, კიბეებზე მეზობლები ღიმილით გესალმებიან რომელბსაც სასმახურში ეჩქარებათ თუმცაღა ისინიც დიდი მოკითხვით და სასიამოვნო დღის სურვილით ღიმილით გემშვიდობებიან, თქვეც ჯდებით მანქანაში, რთავთ სასიამოვნო მუსიკას და ტავდაჯერებულად მიემართებით სამსახურისკენ, ქვეითთა გადასასვლელზე უთმობთ გზას ახალგაზრდა გოგონას ისიც თავის მხრივ მომხიბვლელი ღიმილს გჩუქნით... თქვენ შესანიშნავ ხასიათზე ხართ, ხვდებით რომ ბედნიერების კოეფიციენტი თქვენში სულ უფრო და უფრო მაღლა ადის. აი მიხვედით კიდეც სამსახუშიდა...უცებ გახსენდებათ რომ თქვენ სილქნეტში მუშაობთ, დიახ დიახ ამ ავბედით კომპანიაში. ბედს რომ გაეღიმა თქვენთვის შეიძლება ორთაჭალის ციხეში ან გლდანის მე7-ე საპყრობილეში გემუშათ ან თუნდაც ოსვინცემის ბანაკში "კაჩიგარად" (სადაც დარწმუნებული ვარ უფრო ჰუმანურ პირობებში შეიძლება ყოფილიყვნენ თანამშრომლები ვიდრე სილქნეტში), მაგრამ სამწუხაროდ თქვენ არ გაგიმართლათ და მუშაობთ კომპანიაში რომელიც თავად არის ჯალათი საკუთარი თანამშრომლების მიმართ. არ არსებობს კომპანიის კარების ზღურბლს გადააბიჯოთ და რაღაც დამთრგუნველი აურა არ დაგხვდეთ..
2. მონიტორინგის სამსახური <3, ერთ ერთი ყველაზე უსაყვარლესი განყოფილება კომპანიაში, სწორად თქვა აქ ერთ ერთმა თანამშრომელმა რომ ეს არის კომპანიის სახე. განა არ შეიძლება გიყვარდეს და არ აფასებდე ასეთ სამსახურს რომელიც კვირაში 24 საათი ზის და ზრუნავს თანაშრომლებზე? გულმოდგინედ ამოწმებს მათ მიმოწერას, გაგზავნილ და შემოსულ წერილებს, ამოწმებს ქოლლ ცენტრის ჩანაწერებს, რიგითი თანამშრომელი ხომ უტვინო არსებაა და მას შეიძლება უამრავი შეცდომა მოუვიდეს, თუმცაღა დიადი მონიტორინგის თანამშრომლები დაუზარლად არიან კომპანიის სადარაჯოზე და მზად არიან ნებისმიერი უმგზავსობა აღკვეთონ თანამშრომლის ხელფასის 10-20-30-50%-იანი დაქვითვის სანაცვლოდ, ჭორები დადის მონიტორინგის თანამშორმლებს ღამითაც კი არ სძინავთ და კომპანიის თანამშრომლებს CDMA ტელეფონებიც კი იმიტომ დაურიგეს რომ მოწყენილობის და მონატრების ჟამს მათ ხმას უსმინონ რათამ მათ თავი ამრტოსულად არ იგრძნონო, თუმცა ვინ იცის... ეს ალბათ ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც მონიტორინგის თანამშრომელი უფრო მეტი მუშაობს კომპანიაში ვიდრე უბრალო ხელქვეითი, თანამშრომლის მონიტორინგი, მონიტორინგის მონიტორინგი, აიდინას და რობერტას მონიტორინგი და ა.შ უსასრულობამდე.. ალბათ სწორედ ამ კომპანიაში დაიბადა ცნობილი ფრთიანი ფრაზაც "კედლებსაც კი ყურები აქვსო", დრომ და ჟამმა ამ ფრაზასაც შეუცვალა სახელი და მცირედი ინტერპრეტაცია მიიღო "რა ვიცოდი თუ კომოდის ფეხსაც კი ყურები ექნებოდა ამის დედა #$$%..."
თუ თქვენ ბავშვობის ოცნება გქონდათ პოლიციელად გახდომა მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ განახორციელეთ და აღმოჩნით სილქნეტში, მაშინ თქვენ ბრწყინვალე საშუალება მოგეცათ რომ იზრუნოთ მონიტორინგში გადასვლაზე და უკვე აქ აიხდინოთ თქვენი ბავშვობის ოცნება. მსგავსი პოლიციური რეჟიმი ალბათ ნებისმიერ შსს-ს სამინისტროს შეშურდებოდა...
3. ნეპოტიზმი <3 განა არის იმაზე კარგი როდესაც კომპანაიში მოგყავს შენიანი გამოუცდელი კადრი? არა რა თქმა უნდა, მერე რა რომ ასეთმა ხალხმა ხშირ შემთხვევაში არაფერი იცის და გარტყმაში არაა არაფრის, სამაგიეროდ კეთილმა თანამშრომლებმა მათ უნდა ასწავლონ ყველაფერი დაუზარლად, ხოლო რამოდენიმე ხნის შემდეგ როდესაც აწ უკვე დაწინაურებულნი ქედმაღურად ჩაგივლიან გვერდზე ისე რომ გამარჯობასაც არ გადმოგიგდებენ სამადლოთ შეიძლება გაგახსენდეთ დიდი აკაკის სიტყვები, დამბაჩა გადატენოთ და თქვათ "სასიკვდილე მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ.."
4. თანამშრომლების დაფასება - აქ უკვე ყველაფერი ცხადზე ცხადია, კომპანია სილქნეტი, რომელიც წარმოადგენს ლიდერს ქართულ ბაზარზე ინტერნეტის გაყიდვით რომლის წლიური შემოსავალი აღემატება 170 მილიონს (!) დღე და ღამ ზრუნავს თანამშრომელთა კეთილდღეობაზე, ისინი 10-20% და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ მაგრამ ეს ასეა 30%-იანი ფასდაკლებით ყიდიან ინტერნეტს საკუთარ თანამშრომლებზე, მერე რა, იტყვის ვინმე უმადური, კომპანია "იუ-ჯი-თი" (UGT) სულაც არ არის ინტერნეტ პროვაიდერი მაგრამ კაუკასუს ონლაინთან არსებული ლოიალური ურთიერთობის თანახმად -50%-იანი ფასდაკლებით აძლევს ინტერნეტს საკუთარ თანამშრომლებს... ხო.. ნუ რა უნდა ვთქვათ, ჩვენზე უკეთ ჩვენმა მამა მარჩენალმა არქიფომ უკეთ იცის თანამშრომელს რა და როდის გაუხარდება...
5. მეილის კულტი - სილქნეტი ალბათ ერთადერთი კომპანანიაა რომელმაც დაამკიდრა კიბეებზე, დერეფნებში და ზოგადადაც მისალმება ელ ფოსტით, ნებისმიერი წვრილმანი საკითხი განიხილება წერილობით. ხშირად წააწყდიებით ხოლმე მსგავსს მიმოწერებს "გაიგეთ ნიკუშას მამა გარდაეცვალა, მერე თანამშრომლებს არ აგებინებთ? კი კი ახლავე მივიწერები ოლზე" ცოტა ხნის შემდეგ ნიკუშა გვერდითა ოთახიდან სამძიმრის წერილს ღებულობს ვენოკით გაფორმებულს...
რამდენადაც მე ვიცი სილქნეტს საავტორო უფლებები აქვს მეილის კულტთან საკითხთან დაკავშირებით და ამისი უბრალოდ დანერგვა სხვა კომპანიაში დიდი წინააღმდეგობებს შეგიქმნით, ამიტომ არც ეცადოთ ამისი გადმოღება!!!
6.მას შემდეგ რაც ამ ღმერთისგან დავიწყებულ კომპანიიდან წამოვედი აღმოვჩნდი სხვა კომპანიაში, მიუხედავად იმისა რომ თანამშრომლები გამუდმებით წუწუნებდნენ მძიმე პირობებზე მე ჩემი თავი კურორტზე მიმაჩნდა და მეღიმებოდა მათ წუწუნზე, მკითხავთ რატომ?...


დადებითი : 2. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ განცდილი ბედნიერება.
This post has been edited by Future> on 1 Jul 2015, 19:36