უი, აქამდეც ვაპირებდი სიმართლის დაწერას და მერე გადამავიწყდა ეს თემა.
kika_honda
ისე, ნეტა რომელი ხრ. ;დ
თავიდანვე ძალიან ბევრ საეჭვო დეტალს ვამჩნევდი და "ტრენინგების" დასრულების ბოლო წამამდე არ მჯეროდა მათი 100%-იანი გულწრფელობის.
მაგრამ 38 ლარი მიღირდა გარისკვად. თან მაინტერესებდა, ჩემი და ზოგიერთი ჩემი მომავალი "თანამშრომლის" ეჭვები რამდენად რეალური გამოდგებოდა ან სადამდე ავიდოდა ამათი უნამუსობა.
ჯერ ხომ სიტყვიდან სიტყვაზე ხტუნაობდნენ.
პირველ დღეს სხვა რამეს გვეუბნებოდა დირექტორი შორენა, მეორე დღეს კი აღმოჩნდებოდა, რომ თურმე ისე აღარაა და სიტუაცია შეიცვალა.
1) ტრენინგების დაწყების თარიღის გადადება;
2) სატრენინგო ფულის გადახდისა და ქვითრის მიტანის შემდეგ, მარტო 4-დღიანი ტრენინგის ხელშეკრულებაზე მოგვაწერინეს ხელი. არადა წინა დღით შორენამ როგორც გვითხრა, უკვე თანამშრომლები ვიყავით და ეგრევე 6-თვიან სამუშაო ხელშეკრულებას დაგვიდებდნენ ქვითრის მიტანისთანავე.
3) "ტრენინგი". ( ნამუსი არ მაძლევს იმის საშუალებას, ეს სიტყვა ბრჭყალების გარეშე დავწერო).
-ა- სულ იმას ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ რისკი ყოველთვის გამართლებულია, ყოველთვის უნდა გავრისკოთ და ბლაბლაბლა.
ვერაფერს იტყვი. საკმაოდ ეშმაკური ხერხია ხალხის შესაგულიანებლად.
-ბ- 4-დღიანი "ტრენინგი" მიაფუჩეჩეს. საკმაო დრო დააკლეს.
4) გვპირდებოდნენ, რომ "ტრენინგის" დასრულებისთანავე გაგვაფორმებდნენ ოფიციალურად და ორშაბათიდან უკვე ჩვეულებრივ შევუდგებოდით საქმიანობას. და ეს მაშინ, როცა "სწავლების" მსვლელობისას თავად დასარეკლამებელ პროდუქტზე ხმაც არ ამოუღიათ. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ პარფიუმერია იყო.
"ტრენინგის" ბოლო წუთებში დაგვირიგეს სერთიფიკატები (იმაზე, თუ როგორ 'წარმატებით გავიარეთ მათი ტრენინგი') დააააააააააა.........
ასეთი რამ დაგვიბრეხვეს:
მართალია თქვენ არ გევალებათ პროდუქტის გაყიდვა, მაგრამ ერთჯერადად მაინც მოგიწევთ ამის გაკეთებაო. 130 ლარის ოდენობის პარფიუმერია უნდა წაგვეღო მათგან და ან გაგვეყიდა და ან თავად დაგვეტოვებინა (რას ვუზამდით, ეს ფეხებზე ეკიდათ).

ამას უნდა განესაზღვრა ჩვენი სამომავლო ხელფასის ოდენობა. თუ წავიღებდით, მივიღებდით იმ დაპირებულ ფიქსირებულ ხელფასს (+ბონუსები), თუ არ წავიღებდით, მაშინ მხოლოდ ბონუსებზე ვიქნებოდით დამოკიდებული. ფიქსირებულს უნდა დავმშვიდობებოდით.
აი, აქ კი ვიფიქრე: მორჩა, საკმარისია. გავდივარ თამაშიდან. 'დავიხურე ქუდი' და სამუდმოდ დავტოვე მათი ოფისის ტერიტორია.
__
თავს მოტყუებულად თუ ვგრძნობ?
არა, არანაირად. 99,99%-ით არც ველოდი ხეირს. პირველივე დღიდან მოყოლებული.
არც ვნანობ იმ 38 ლარს და დროს. საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. 'გამზარდა'.
მაგრამ ერიდეთ, ხალხნო, ამათ.
აღარ გიღირთ.