მესამე კურსიდან დავიწყე მუშაობა, ანუ უკვე 5 წელია ვმუშაობ და უკვე მივხვდი რომ არ არსებობს სიტყვა მყოფნის/არ მყოფნის, თუ რა თქმა უნდა საუბარი არაა ან ძაააააალიან პატარა თანხაზე (100 ლარი) ვთქვათ ან ძაააააალიან დიდ თანხაზე (100 000 ლარი) ვთქვათ.
რა თქმა უნდა ეს 100 ლარი და 100 000 ლარი თვეში პირობითია, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ თუ საუბარია იმდენად პატარა თანხაზე რომელიც ფიზიკურად შეუძლებელია გეყოს და იმდენად დიდ თანხაზე რომელიც ფიზიკურად შეუძლებელია არ გეყოს თუ არ გაგიჟდი საქართველოში.
თუმცა შემთხვევებიც ინდივიდუალურია,მაგალითად ეს ძალიან პატარა თანხა ოჯახისთვის 100 ლარი არ იქნება იქნება ვთქვათ 250.
რატომ ვამბობ რომ არ არსებობს სიტყვა მყოფნის/არ მყოფნის იმიტომ რომ ამ 5 წელში გავიაზრე რომ არსებობს მხოლოდ ვიმყოფინებ/ვერ ვიმყოფინებ
ფული გეყოფა თუ არა დამოკიდებულია ყველაზე დიდ წილად პირადად შენზე, ადამიანზე. კი არსებობს მოულოდნელი მოვლენები რასაც ვერ აცდები და მოგიწევს იქ დახარჯვა და ა.შ თუმცა ფულის ყოფნა/არ ყოფნას ნორმალურ პირობებში განაპირობებს თვითონ ადამიანი
5 წლის წინ როცა ვმუშაობდი სტაჟიორად მქონდა ხელფასი 240 ლარი, ჩემი შესვენებაზე ჭამა იყო 1.30 ლარიანი ლობიანი ლორით, ხანდახან კი თავს უფლებას ვაძლევდი მეჭამა კუბდარი რომელიც ღირდა 2.20. ტრანსპორტი იყო ავტობუსი 20 თეთრი წინ 20 უკან.
ჯამში საშუალოდ ჩემი დღიური ხარჯი იყო 2 ლარი.
კი ბინაში ფულს არ ვიხდიდი, ოჯახი არ მყავდა, არ ვეწეოდი და ა.შ ამიტომ ელემენტარულს ვახერხებდი ამ 240 ლარით.
მერე რაღაც დროს იგივეს ვახერხებდი 400 ლარით, მერე 1000 ლარით, მერე 1200 ლარით და უკვე ოჯახით
ანუ მე ვცდილობდი ჩემი მოთხოვნები მომერგო ფულისთვის და ამას ვახერხებდი
ეხლა მაქვს 1500+, მყავს ოჯახი, სესხში მიმდის ყოველთვე 600 ლარი, ამას დამატებული რამდენი ფიქსირებული გადასახადია დენი, გაზი, წყალი, ინტერნეტი
და ეხლა იმ 1.30 იანი ლობიანის მაგივრად შესვნებაზე ვხარჯავ 5 ლარს, ასევე ხან გავდივარ სადმე კარგ კაფეში, ხან მივდივარ მანქანით სამსახურში ხან არა.
ანუ დღიური ხარჯი 2 ლარის მაგივრად ავიყვანე 8-10 ლარზე
ანუ მე გავზარდე თვითონ ეს ხარჯი, ისევ რომ ლობიანი ვჭამო და ავტობუსით ვიარო ისევ 2 ლარი დამიჯდება მაგრამ მე თვითონ მივიღე ეს გადაწყვეტილება რომ 8-10 ლარი დავხარჯო. აი აქაა "პრობლემა" ბევრის და უმეტესობის. ხალხი წუწუნებს იმაზე რასაც თვითონ ირჩევს
ჰოდა მიუხედავად ამ ხარჯებისა მაინც ვახერხებთ ოჯახი რომ მეტ-ნაკლებად გავერთოთ,წავიდეთ და წამოვიდეთ, სპორტდარბაზში ვიარო, იტალიაში ვერ წავალტ მაგრამ წავალთ ქობულეთში ვთქვათ ამ ეტაპზე. მომავალში იტალიაშიც წავალთ და მაიამიშიც.
მოკლედ რომ ვთქვა არც გვიჭირს და არც თავზე გადაგვდის, თუმცა კმაყოფილები ვართ მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილები რაც შევქმენით ოჯახმა 3 წელში.
ამას ჩემზე 2 ჯერ და 3 ჯერ მეტი ვისაც აქვს ის ვერ ახერხებს.
ლაიფჰაკები დაწერეს და ეგეც მარტივია:
არ ვიხდი ინტერნეტში 50 ლარს, ვსარგებლობ აქციებით და ვიხდი 22 ლარს. არ ვეწევი ეს ბუნებრივად მოხდა, კაფეებში არ დავდივარ ყოველდღე, რისი ყიდვაც აუცილებელი არაა სასიცოცხლოდ არ ვყიდულობ ანუ არ მაქვს აიფონ 7 , მაქვს ჰუავეის საშუალო ფასიანი სმარტფონი განვადებით, რომელიც დიდებულად ასრულებს ყველაფერს, მერსედესი არ მყავს სესხით ნაყიდი, მაგრამ მყავს ეკონომიური მანქანა რომელიც დიდებულად გვემსახურება, ბინა ვაკეში არ მაქვს მაგრამ მაქვს გარეუბანში სესხით ნაყიდი. ტანსაცმელს არ ვყიდულობთ ზარაში ან სტრადივარიუსში, არსებობს ვაიკიკი, დეფაქტო, ტერანოვა და სხვა საშუალო ბიუჯეტური მაღაზიები. არც მეორადები გვეთაკილება და ძალიან კარგი რამეებიც გვიყიდია 2-5 ლარად.
1კგ ვაშლს არ ვყიდულობ გუდვილში 5 ლარად, ამ 5 ლარით ნავთლუღიდან (ან სხვა იაფიან წერტილიდან) 4 დასახელების ხილი მიმაქვს სახლში და ა.შ.
სცადეთ თქვენც და გამოგივათ, მაგრამ ერთი რამე გახსოვდეთ გამოდით ხანდახან თქვენი კომფორტის ზონიდან, ნუ ხართ ისე ღრმად შესული რომ 1 წამი გამოსვლა აღარ გინდათ. იცი რააა? ცხელა და ტაქსით უნდა წავიდე სამსახურში რომ დისკომფორტი არ შემექმნას. კაი ერთი, ადექი და წადი 80 თეთრიანი მარშუტკით დღეში მილიონი კაცი დადის ეგრე და მაგ მილიონში 800 0000 კაცი შეიძლება შენზე ნაკლები ბიჭი/გოგო არაა. ეგ 5 ლარი კიდე სხვანაირად გამოიყენე.
500 ლარი რომ გაქვს ხელფასი, მანქანით დადიხარ , 4 ლარიან სიგარეტს ეწევი და აიფონ 7 გაქვს განვადებით გამოტანილი ბუნებრივია არ გეყოფა იმიტომ რომ იმას ხარ შეჭიდებული რასაც ვერ გაქაჩავ
ამის მერე მე რამდენიც არ უნდა მქონდეს მე (არ ვგულისხმობ კვლავ იმ 100 ლარს) მაინც გვეყოფა, იმიტომ რომ გამოვიმუშავეთ დაგეგმვის, შეფასების, როცა საჭიროა ეკონომიის და სხვა საჭირო უნარები.
ამიტომ მე მივხვდი რომ თურმე მართლა კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს
This post has been edited by mikheili91 on 5 Jul 2017, 11:58
მის სახეს დღესაც ატყვია სიღარიბის კვალი. რივალდო თითქოს ისევ ისეთია, როგორც წლების წინ, როდესაც ოკეანის სანაპიროზე ტკბილეულს და სასმელებს ჰყიდდა, რათა ოჯახი ერჩინა. უყურებ და თითქოს მართლა ასე გამოიყურება, ოღონდ იქამდე, სანამ შენი თვალით არ ნახავ, რა შეუძლია მისი მარცხენა ფეხს!