ცოტა გაზვიადებულად მეჩვენება $3000, ეს რამდენი მანქანა უნდა დატვირთო. 4 Carrier-ის შემდეგ დისპეჩერის მარგი ქმედების კოეფიცენტი ეცემა. ან უნდა გყავდეს team driver-ბი და შორეულ დისტანციებზე ამუშავო მძღოლები. მაგრამ, ეს იშვიათობაა. კითხვა მაქვს ამ რეკლამის ავტორთან: არ ჯობია რეალისტური მოლოდინები ჰქონდეს ადამიანს, სანამდე კურსზე ჩაეწერება?
ინფორმაციისათვის, ამ მომენტისათვის 4 ცალ 48 ft Flatbed-ს ვტვირთავ.
მოდით, ეხლა დავითვალოთ რამდენს გამოიმუშავებს დისპეჩერი, რომელიც ამ რაოდენობა Carrier-ს ტვირთავს.
Flatbed 1 მილზე საშუალოდ გამოიმუშავებს $2,5 - $4. გააჩნია რეგიონსაც რა თქმა უნდა, მაგრად საშუალოდ ეგრეა. კვირაში გროს გამომუშავება 1 Carrier-ზე გამოდის $7000. 4 Carrier-ზე კვირაში, გროსი RateCon-დან $28 000. თვეში გამოდის $112 000 მთლიანი გამომუშავება 4 Carrier-ზე.
მთლიანი გამომუშავებული თანხიდან, კომპანია დისპეჩერს უხდის 1% მის მიერ მოცემულ თვეში მთლიანად გამომუშავებული თანხიდან, რაც შეადგენს $1120-ს. ამას დამატებული მოჭრილი თანხა ყოველთვიურად $400 ფარგლებში და ჩვენ ვიღებთ $1520-ს. აბა სად არის აქ $3000?
ესეც რაც დავთვალე, ეს არის საუკეთესო თვე, დისპეჩერის ცხოვრებიდან

დამერწმუნეთ 4 Carrier-ზე მეტის დისპეჩინგი საკმაოდ ჭირს.
$1500 არის თქვენი მაქსიმუმი, რასაც გამოიმუშვებთ სინამდვილეში. დამწყებ დისპეჩერს აძლევენ 1 Carrier-ს და მისი გამომუშავება თვის ბოლოს არის $500.
იდეაში, შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო მეტ Carrier-ს ტვირთავ მით უფრო მეტს გამოიმუშავებ, და ზოგი ამბობს, რომ პროფესიონალი დისპეჩრი 10 Carrier-ს ტვირთავს. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთად ერთი თუ 10 Carrier-ი არის team driver-ი, ამუშავებ დიდ დისტანციებზე და გრჩება დრო მათთვის ტვირთების ასაღებად.
თქვენ რას ფიქრობთ?
This post has been edited by Volkssturm on 15 Mar 2026, 18:11