გვასაჭიროება ევაკუატორის მძღოლი-ოპერატორი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- "С" კატეგორიის მართვის მოწმობა.
- გამართულად საუბარი ქართულ ენაზე.
- ელემენტარული დისციპლინა და პასუხისმგებლობა.
დანარჩენს - ვასწავლით.

სასურველი (მაგრამ არა აუცილებელი) მოთხოვნები:
- ევაკუატორების მართვა-მომსახურების სპეციფიკის ცოდნა.
- ინგლისური და რუსული ენის საწყის დონეზე ცოდნა.
წლოვანებას, ზომა-წონას, დიპლომ-სიგელების ქონა-არქონას, პოლიტიკურ შეხედულებას და ა.შ.
ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ანაზღაურება (თითო რეისი):
15 ლარიდან (თბილისის ფარგლებში, მოკლე მანძილის რეისები).
120 ლარამდე (საქართველოს ფარგლებში, შორი მანძილის რეისები).
ტელეფონი:
599-587-000დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ პირდაპირ ზემოთაღნიშნულ ტელეფონზე, უთხარით, რომ ვაკანსიას ეხმაურებით და
ეგრევე დაგაკავშირებენ უშუალოდ დირექტორთან, ყოველგვარი "ეიჩარების" და მსგავსი შუამავლების გარეშე.
ფორუმზე, PM-ში და ა.შ. ამ საკითხს არ განვიხილავთ.
ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები !
This post has been edited by malo-group on 27 Jul 2025, 14:39