NEW YORK KNICKSკონფერენცია -- აღმოსავლეთი
დივიზიონი -- ატლანტიკის
დაარსდა -- 1946
ისტორია -- ნიუ-იორკ ნიქსი (1946–დღემდე)
არენა -- მედისონ სკვერ გარდენი
ქალაქი -- მანჰეტენი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
მფლობელი -- ჯიმ დოლანი
გენერალური მენეჯერი --
ფილ "ზენ მასტერ" ჯექსონიმთავარი მწვრთნელი -- დერეკ ფიშერი
ჩემპიონები -- 2 (1970, 1973)
კონფერენციის ტიტულები -- 8 (1951, 1952, 1953, 1970, 1972, 1973, 1994, 1999)
დივიზიონის ტიტულები -- 5 (1971, 1989, 1993, 1994, 2013)
-----------------------------------------------------
ნიუ-იორკ ნიქერბოკერსი (ინგლ. New York Knickerbockers), მიღებული და ცნობილი, როგორც ნიქსი (ინგლ. Knicks) — კალათბურთის პროფესიონალური გუნდი, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკ სიტიში. გუნდი არის ატლანტიკური დივიზიონის და აღმოსავლეთ კონფერენციის წევრი NBA-ში. დაარსებული იქნა 1946 წელს ამერიკის კალათბურთის ასოციაციის (Basketball Association of America) წევრის მიერ, რომელიც შემდგომ ნბა შეუერთდა.
ნიქსი არის იმ ორი გუნდიდან ერთერთი ნბა-ში, რომლის ადგილმდებარეობა დაარსებიდან მოყოლებული არ შეცვლილა. (მეორე გუნდი ბოსტონ სელტიკია).
ნიქსი იყო წარმატებული გუნდი ადრეულ წლებში, დაწყებული 1950 წლიდან, სადაც მათ 3 ფინალი ითამაშეს მაგრამ სამწუხაროდ სამივეში დამარცხდნენ. ნიქსის წარმატებაში ასევე უნდა აღინიშნოს რედ ჰოულცმენის სახელი, რომელიც გუნდს გუნდს 60იანების ბოლოში ჩაუდგა სათავეში და გუნდს დაეხმარა დომინირებაში იმ დროს. საბოლოოდ კი მან შეძლო გუნდისთვის ორი ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა 1970 და 1973 წლებში.
ხოლო ბოლო ათ წლეულში მხოლოდ ორჯერ შეძლო გასვლა ფლეი-ოფში. ეს უკანასკნელი კი 2011-2012 წლის სეზონში მოახერხა, როდესაც პირველივე რაუნდში მაიამი ჰიტის მიერ იქნა დამარცხებული 5 სერიან თამაშებში ანგარიშით 4-1, მიუხედავად გუნდში სუპერ ვარსკვლავ ამარე სტაუდმაიერის და კარმელო ენტონის ყოფნისა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდს წინა ფლეი-ოფში 13 თამაშიანი წაგება ჰქონდა ზედიზედ და ზუსტად მაიამი ჰიტის წინააღმდეგ შეწყდა ეს დიდი წაგებების სერია.
Early years/ადრეული წლები (1946–1967)ყველაფერი 1946 წლის, 6 ივნის დაიწყო, როდესაც ამერიკის 18 წარმატებული ბიზნესმენი სასტუმრო კომოდორში შეიკრიბა და იმ მომენტისთვის სწრაფად მზარდი სპორტის, კალათბურთის ლიგის Basketball Association of America (BBA) დაარშება გადაწყვიტეს. მაგ დროისთვის ლეგენდარულ მედისონ სკუერ გარდენში მხოლოდ ნიუ იორკის ჰოკეის გუნდი გამოდიოდა, რადგან და ვინაიდან დიდად პროდუქტიული არ იყო ამ ერთი გუნდის ყოლა "მსგ"-სთვის, ნედ ირშმა, კოლეჯის კალათბურთის პრომოუტერმა და სპორტულმა ანალიტიკოსმა, იმ მომენტისთვის კი მედისონის პრეზიდენტმა, გადაწყვიტა ქალაქისთვის მეორე პროფესიონალური გუნდი ეჩუქებინა რომელიც ამავე დარბაზში დაიდებდა სახლს. ასე დაარსდა New York Knickerbrockers!
ნიქსმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ნილ კოჰელენის მეთაურობით გამართა ტორონტო ჰასკისთან, რომელშიც 68:66 იმარჯვა. ნიქსის გუნდს 12 ქულით, ლეო გოტლიბმა ულიდერა. მატჩს 7900 მაყურებელი ესწრებოდა!
პირველივე სეზონში 33-27 (მოგება/წაგება) შედეგის შემდეგ, ნიქსმა მოახერხა პლეიოფში გასვლა, სადაც პირველ წრეში 2-1 დაამარცხა კლივლენდის გუნდი, შემდეგ წრეში კი ფილადელფია ვორიორზთან დამარცხდა 0-2.
1947 წლიდან მოყოლებული ნიქსმა შეძლო 7ჯერ ზედიზედ პლეიოფში გასვლა მაგრამ ვერა და ვერ მიუახლოვდა ჩემპიონობას.. 1949-50 წლებში კი BBA-ს ლიგა NBL-ს შეუერთდა და დაარსდა National Basketball Association (NBA). ნიქსმა ამ ლიგაშიც, აღმოსავლეთ დივიზიონში შეინარჩუნა ადგილი და განაგრძობდა წარმატებულ თამაშს. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ 50-ში სვიტვოტერ კლიფტონის გაიფორმეს, რომელიც იყო პირველი შავკანიანი კალათბურთელი რომელმაც NBA-ს მოედნებზე დადგა ფეხი. ამ პერიოდსი საკმაოდ ძლიერი კოლექტივი შეეკრიბა ნიქსს და სამჯერ ზედიზედ მოახერხეს NBA Finals-ში თამაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩემპიონობამდე სულ ცოტა აკლდებოდათ.
ლაპჩიკი, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 1956 წლამდე იყო, სანამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუწია პოსტის დატოვება და მის მაგივრად, ვინს ბროილი მოვიდა, რომელიც მხოლოდ ორ სეზონს გაჩერდა გუნდში, წარუმატებელი ასპარეზობის და პლეიოფის ორჯერ ზედიზედ გამოტოვების შემდეგ 1958 წელს გათავისუფლებული იქნეა მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან.
აღმოსავლეთში წამყვანი პოზიციების დაბრუნების სურვილით და ამბიციით ნიქსმა დანიშნა ენდრიუ ლევაინი, რომლის მეთაურობით ნიქსმა საგრძნობლად გამოასწორა მოგება/წაგების მაჩვენებელი და სეზონი 40-32. მაგრამ დამარცხდა პლეიოფის პირველ წრეში. რადგან და ენდრიუმ ვერ გაუძლო ქალაქის და უფროსობის ზეწოლას შემდეგი სეზონის დასაწყისშივე გადადგა და ადგილი დაუთმო ახალ მთავარ მწვრთნელს, კარლ ბრაუნს, რომელიც გახდა გუნდის პირველი მოთამაშე-მწვრთნელი.
დიდად წარმატებული ეს ნაბიჯი არ აღმოჩნდა, ამიტომ ნიქსის მესვეურებმა დაიქირავეს ედი დონოვანი, რომელსაც მანამდე საკმაო წარმატებები ქონდა კოლეჯის კალათბურთში, მაგრამ ნიქსთან ერთად საერთოდ ვერაფერი გამოვიდა და რითაც დაგვამახსოვრა თავი იყო ის რომ 1962 წლის მარტში, ფილადელფია ვორიორზთან, მისმა გუნდმა წააგო 169-147 რომელშიც ლეგენდარულმა ვილტ ჩემბერლენმა დააგროვა ლიგისთვის რეკორდული 100(!) ქულა.
1964 წლიდან ნიქსნა დაიწყო ახალი ფრენჩაის შექმნა დრაფტზე აყვანილი ვილის რიდთან ერთად, რომელიც შემდგომ გახდა rookie of the year. დონოვანმა გენერალური მენეჯერის პოსტზე გადაიწია, ხოლო მწვრთნელობა ჯერ გალატინმა ითავსა შემდეგ კი (კვლავ წარუმატებელი სეზონის გამო) პოსტი კიდევ ერთ ყოფილ ნიკერბროკერს დიკ მაკგის გადააბარა, რომელიც 1967-68 წლის შუა სეზონშივე იქნა გაშვებული უსახური თამაშის და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 15-22.
Championship Years / ჩემპიონობის წლები (1967-75)გუნდში მოვიდა რედ ჰოლზმანი, რომლის ზეგავლენაც გუნდს მაშინვე დაეტყო. დარჩენილი სეზონი 28-17ზე დაამთავრა და კვლავ პლეიოფში გაიყვანა გუნდი სადაც კვლავ ფილადელფიის გუნდთან დამარცხდა. ნიქსის შემადგენლობა უფრო და უფრო იკვრებოდა და სერიოზულ ძალად ყალიბდებოდა. ახალწვეული ფილ ჯექსონი და ვოლტ ფრაზიერი, NBA All Rookie Team-ში მოხვდნენ ხოლო, დირკ ბარნეტი და ვილის რიდი 1968 წლის ოლ სტარშის თამაშში იასპარეზეს.
შემდეგივე სეზონში გუნდმა დაიმატა დეივ დებუში და რეგულარული 54-28ზე დაამთავრა, 50-იანი წლების შემდეგ პირველად იმარჯვა ფლეიოფის საწყის ეტაპზე ბალტიმორთან (3-0) და კონფერენციის ფინალში ბოსტონელ კელტებთან დამარცხდნენ.
ხოლო 1969-70 წწლის სეზონში ნიკერბროკერებმა მოახერხეს და გაიმარჯვეს 18 მატჩში ზედიზედ (იმ დროინდელი რეკორდი) და ნიქსის ისტორიაში საუკეთესო (60-22) შედეგით დაასრულეს რეგულარული. პლეიოფის პირველ წრეში გამოთიშეს ბალტიმორ ბულეტსი, აღმოსავლეთის ფინალში დაამრაცხეს მილოუკი ბაქსი და ფინალში ლოს ანჟელეს ლეიკერსს დაუპირისპირდნენ. 2-2ზე ბოლო გადამწყვეტი მატჩის დასაწყისშივე, ტრავმის გამო ვილის რიდი გამოეთისა. მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი, მე5 თამაშში, 16 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრას და ნიუ იორკ ნიკერბროკერსმა მაინც მოახერხეს გამარჯვება. რიიდს მიერ გამოტოვებული და წაგებული მე6 მატჩის მერე, ბოლო გადამწყვეტ თამაშში იყოს ის ლეგენდარული მომენტი ნბა-ს ისტორიაში როდესაც ტრავმირებული ფეხით შემოვიდა მოედანზე და გუნდის პირველი ორი ქულა ჩააგდო, რამაც ბიძგი და ჟინი შემატა ნიქსელებს და 113-99 დაამარცხეს ლეიკერსი და პირველად თავის ისტორიაში გახდნენ NBA-ს ჩემპიონები. იმ სეზონში ვილი რიიდი დასახელებული იყო ყველა ვარსკვლავის მვპ-ით, რეგულარული სეზონის მვპ-დ და ფინალური სერიის მვპ-ს ტიტულიც მას მიანიჭეს, რამაც ის გახადა პირველი მოთამაშე რომელმაც შეძლო ერთ სეზონში სამივე ტიტულის მოგება.
1971-ში მილოუკისთან კონფერეციის ფინალების წაგების შემდეგ, ნიქსმა გაიფორმა ჯერი კულასი და ერლ "the pearle (მარგალიტი)" მონრო. 1972 წელს ნბა-ს ფინალებში დაბრუნების შემდეგ ნიქსი დამარცხდა ლეიკერსთან, 5 მატჩში. მაგრამ შემდეგვზე წელს. 1972-1973 სეზონში ნიქსმა კვლავ მოიპოვა ნბა ფინალების საგზური ადაც კვლავ ლეიკერს შეხვდა და ამჯერად მოახერხეს და ანგარიშით 4-1 დაამარცXეს მოქმედი ჩემპიონები და ისტორიაშე მეორედ (და უკანასკნელად) მოიპოვეს პირველობა ნბა-ში. შემდეგ სეზონში კიდევ ერთი წარმატებული წელი ქონდა ნიქს, მაგრამ კონფერენციის ფინალში სამწუხაროდ დამარცხდნენ ბოსტონთან, რის მერეც ლეგენდარულმა ენდი რიიდმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის მერე დაიწყო მძიმე წლები ნიქსში
After Championship Years / ჩემპიონობის წლები შემდეგ (1975-85)1974-975 წლებში, 8 სეზონის შემდეგ ქონდა პირველი სეზონი როდესაც უფრო მეტი წაგებით დაამთავრა ვიდრე მოგებით (40-42) მაგრამ მაინც მოახერხა პლეიოფში გასვლა სადაც პირველივე ეტაპზე გამოვარდა. შემდეგი ორი მარცხებით დასრულებული სეზონების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰოლცმანი, ვილის რიდმა შეცვალა.. იმავე სეზონში ნიქსმა ცოტა გამოასწორა შედეგი და 43-39ზე დაამთავრდა, მაგრამ კონფერენციის ფინალში კვლავ ფილადელფიასთან დამარცხდა. შემდეგ სეზონშივე მძიმე სტარტის შემდეგ, ჰოსმანი დააბრუნეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოლო რიიდი დანიშნეს მედისონ სკუერ გარდენის პრეზიდენტად.
მაგრამ ვერც ამან გამოიღე შედეგი და რამოდენიმე წარუმატებელი სეზონის მერე ჰოსლმანმა კვლავ დატოვა პოსტი და წავიდა ნბა-დან როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი.
შემდეგ იყო ჰუბი ბრაუნი, რომელმაც ცოტა გამოასწორა სიტუაცია ნიქსში და სეზონი მოგებით დაამთავრეს (44-38) მაგრამ დამარცხდნენ პლეიოფში მოქმედ ჩემპიონებთან, ფილადელფია სიქსერსთან. ბერნარდ კინგის ტრავმის მერე კი (რომელმაც 24 თვე გაატარა მკურნალობაში) ნიქსმა 12 მატჩი დათმო ზედიზედ და სეზონი 24-58 შედეგით დაასრულა.
პატრიკ იუვინგის ერა (1985-2000)1985 წლის დრაფტ ალტარეაში გამარჯვების შემდეგ, პირველ პიკად ნიქსმა აიყვანა ცენტრი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტიდან, პატრიკ იუინგი. რომელიც თავისივე სადებიუტო სეზონში საშუალოდ აგროვედა 20 ქულას და 9 მოხსნას, გახდა Rookie of the year.
ჰუბი ბრაუნის და ბობ ჰილის წარუმატებელი მწვრთნელობების შემდეგ გუნდშI მოვიდა რიკ პიტინო, რომელცა პოინ გარდის პოზიციაზე მარკ ჯექსონის აყვანის შემდეგ (რომელიც გახდა წლის რუქი) ნიქსმა გამოასწორა თამაში და ხანგძლივი პაუზის შემდეგ კვლავ მოიპოვა პლეიოფის საგზური 88 წელს, სადაც ბოსტოონთან დამარცხდა. 1988-89 წლის სეზონების დაწყებამდე გუნდში მოვიდა ჩარლზ ოუკლი, რომელმაც საგრძნობლად გააძლიერა ნიქსი და 52-30 შედეგის მერე პირველად მოიპოვა დივიზიონის ჩემპიონობა 18 წლიანი პაუზის შემდეგ. პლეიოფის პირველ წრეში გამოაგდეს სიქსერსი და დამარცხდნენ მაიკლ ჯორდანის ბულსთან.
90 წლის სეზონში პიტინო ჩაანაცვლა მისმა ასისტენტმა, სტიუ ჯექსონმა, რომელიც რიგით მე14 მწვრთნელი იყო ნიქსის. ჯექსონმა გუნდი პლეიოფში გაიყვანა მგრამ დამარცხდნენ მოქმედ ჩემპიონებთან დეტროიტ პისტონსთან. შემდეგი სეზონის ცუდი სტარტის გამო, სტიუ გაუშვეს და მოვიდა ჯონ მაკლეოდი რომელმაც აგრეთვე ვერაფერი მნიშვნელოვანი წარმატება ვერ მოუტანა გუნდს.
იმდროინდელი ნიქსის პრეზიდენტი დეივ ჩეკეტში ხვდებოდა რომ გუნდს საჩემპიონო ამბიციები თუ გააჩნდა უკეთესი მწვრთნელი სჭირდებოდა, ამიტომ პოსტზე მან მოიყვანა ლეგენდარული პეტ რაილი 1991-92 სეზონის დასაწყისში, რომელსაც 4 ტიტული ჰქონდა მოგებული ლეიკერსთან ერთად. გაძლიერებული დაცვითი სათამაშო სტილის შემდეგ, რომლის მთავარი გასაღები იყო რთული და მძიმე წარსულის მქონე ჯონ სტარკში, რომელიც მალევე გახდა ნიკერბროკერების გულშემატკივრების ფავორიტი. ის სეზონი 51-31 დაამთავრეს, მოიგეს ატლანტიკის დივიზიონი, პლეიოფის პირველ წრეში პისტონსი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე კვლავ ბულს და ჯორდანს გადაეყრანენ, სადაც მე7 ბოლო თამაშში ჯორდანის ფაქტორმა მაინც გადაწონა და ნიქსი კვლავ გამოეთიშა ტიტულისთვის ასპარეზობას.
1992-93 წლები კიდევ უფრო წარმატებული იყო ნიქსისთვის როდესაც რეგულარი 60 გამარჯვებით დაამთავრეს. სეზონის წინ გუნდმა მარკ ჯექსონი დაატრეიდა, ჩარლზ სმიტსა და დოკ რივერსში. ამჯერად ნიქსი კონფერენციის ფინალში გავიდა სადაც გადაეყარა კვლავ ბულს. 2-0 უპირატესობის მერე ბულსმა მაინც მოახერხა და 4 თამაში ზედიზედ დაამარცხა ნიქსი და გამოთისა ბრძოლას.
შემდეგ წელს ჯორდანის ნბა-დან წასვლამ, ნიქსის ბალელშიკებს გაუჩინა რეალური შესაძლებლობა ჩემპიონობის.. დაიმატეს მათ დერეკ ჰარპერი გარდის პოზიციაზე, რაამთავრეს რეგულარული 57-25ზე და მოიგეს ატლანტიკის დივიზიონი. პირველ წრეში გამოთიშეს ნიუ ჯერსი ნეთსი, მეორე წრეში მოახერხეს და იმარჯვეს ბულსზე ხოლო კონფერენციის ფინალში გაუმკლავდნენ ინდიანა პეისერს. და 74 წლის მერე პირველ შეაბიჯეს ნბა-ს ფინალებში! ჰიუსტონ როკეტსთან 7 მატჩიანი ფინალი გაიმართა. 3-2 უპიარტესობა რომელიც ნიქსმა მედისონზე მოიპოვა, ჰიუსტონის ჩასულებს მძიმე მატჩი გამართეს, რომ არა ბოლო წამზე ჰაკი ოლაჯუვონის დაფარება ჯონ სტარკზე ისტორია სხვანაირად დატრიალდებოდა. ის მატჩი 86:84 დათმო ნიქსმა და შემდეგი მატჩიც 90:84 დათმო სადაც, ჯონ სტარკს არაფერი გამოუვიდა (2/18 FG).
შემდეგ სეზონში ნიქსმა კვლავ მოიგო ატლანტიკის დივიზიონი, გაიარა პირველი პლეიოფის წრე. დაუპირისპირდა ინდიანა პეისერს, სადაც თავი კდიევ ერთხელ გამოიჩინა რეჯი მილერმა როგორც ქლაჩ შუუთერმა.. სერია მე7 მატჩამდე მივიდა. 97:95-ზე იუვინგს ქონდა შანსი ანგარიში გაეთანარებინა როცა დამატებას ცდილობდა ფარქვეშიდან, მაგრამ ის ბურთი არ ჩავარდა და ნიქსი გამოეთისა ბეჭდებისთვის ბრძოლას. მეორე დღესვე რაილი გადადგა პოსტიდან.
მის ადგილზე მოსული დონ ნელსონი ვერ მოერგო ნიუ იოკრს და 59 მატჩის მერე გაუშვეს. მისი პოიზიცია მისმა ასისტენტმა ჯეფ ვან განდიმ დაიკავა, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, გაიყვანა პლეიოფში გუნდი და პირველ წრეში კავალიერსის მშრალზე მოგების შემდეგ დამარცხდა კვლავ ბულსთან (რომლებსაც იმ წელს 72(!) მოგებიანი სეზონი ქოდათ)
შემდეგ ზაფხულს ნიქსმა დაიმატა ალან ჰიუსტონი და ლარი ჯონსონი. დაამთავრა რეგულარული 57 მოგებით, გაიარე პლეიოფის პირველი წრე (შარლოტ ჰორნეთსს მოუგო) და დაეჯახა პეტ რაილის მაიამი ჰიტს! 3-1 უპირატესობის მერე იყო მთელი არეულობების და დისკვალიფიკაციების რიგირ, ჩხუბის და ტექნიკურების გამო. შესაბამისად მე6 თამაში უივინგოდ და უჰიუსტონოდ დამარცხდნენ მე6 მატჩში და უისტარკოდ და უჯონსონოდ მე7-ში, ორივე მატჩს აგრეთვე დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა ჩარლი ვარდი.
1997-1998 წლებში უირვინგოდ დარჩენილმა ნიქსმა (მარჯის ტრავმის გამო) მოუკლო მოგებებს მაგრამ პლეიოფში მაინც გავიდა, სადაც შეხვდა კვლავ მაიამი ჰიტს. სადაც მაინც მოახერხა ამჯერად ჰიტის დამარცხება და შემდეგ ეტაპზე შეხვდა ინდიანას რომლებთანაც გამოვარდა 5 მატჩში.
ლოკაუტის გამო შემცირებული 1999 წლის სეზონის წინ ნიქსმა ჯონ სტარკი დაატრეიდა გოლდენ სტეიტში ლეტრელ სპრიულში, ხოლო ოაკლი მარკუს კემბიში. მძიმე რეგულარულის შემდეგ მე8 პოზიციით გავიდა პლეიოფში და პირველ განთავსებულ გუნდს მაიამი ჰიტს შეხვდა. ჰიტი ნიქსის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა.. სასწაული სანახობა გაიმართა მაიამის და ნიუ იორკის პარკეტებზე.. ყველაფერი მე5 თამაშში დამთავრდა როდესაც ალან ჰიუსტონმა 0.8 წამით ადრე ჩააგდოო გეიმ ვინერი და ნიქსი გახადა ნბა-ს ისტორიაში მეორე გუნდი გახადა რომელმაც მე8 სიიდიდან გამოაგდო პირველი სიდი! შემდეგ წრეში დაამარცხეს ატლანტა ჰოუქსი ხოლო კონფერენციის ფინალებში შეხვდნენ ინდიანა პეისერს, რომლებთან ორთაბრძოლაში, მესამე თამაშში სეზონის ბოლომდე დაკარგეს პატრიკ იუნგი ტრავმის გამო. სერიის მოგება ნიქსმა მაინც მოახერხა და გახდა პირველი გუნდი ნბა ისტორიაში ვინც მოახერხა მე8 სიიდით ნბას ფინალებში გასვლა! ტრავმებისგან შესუსტებული ნიქსი სუპერფინალში დევიდ რობინსონის და ტიმ დანკანის სპარსთან დამარცხდა 5 თამაშში.
2000-ის სეზონი იყო ბოლო იუინგის როგორც ნიკერბროკერის ისტორიაში. 50-32იანი რეგულარულის შემდეგ დაეჯახნენ კვლავ ჰიტს და კვლავ 7 მატჩიანი ბლოკბასტერი გამოდგა, სადაც ბოლო წამზე პატრიკის ორ ქულიანით მოიგეს მე7 მატჩში! ხოლო კონფერენციის ფინალში დამარცხდნენ პეისერსთან. იმავე ზაფხულს იუინგი დაატრეიდეს სიეტლში და მანდ დამთავრდა მისი ერა, სამწუხაროდ ბეჭდების გარეშე.
პოსტ იურვინგის ერა/გუნდის რთული წლები (2000-2008)შემდეგ წელს პირველ პლეიოფის სერიაში ტორონტოსთან დამარცხების მერე, ჯეფ ვან განდი გაუშვეს პოსტიდან. 2001 წლის დეკემბერში გუნდის მოვიდა დიკ ჩეინი, რომელემცას სრული ფიასკო განიცადა და სეზონი 52 წაგებით დაასრულა.. გუნდში დაიწყო ფინანსური პრობლემები სახელფასო სივრცესთან დაკავშირებით. გუნდი აგრძელებდა წაგებებს, სანამ დონი ვოლში არ გახდა ნიქსის ახალი პრეზიდენტი. ფინანსური პრობლემების გადაჭრა კი მოახერხა მაგრამ მან დაუშვა მთავარი შეცდომა როდეს აიზია ტომასი(მისი მეგობარი) დანიშნა გენერალურ მენეჯერად. მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოვიდა ლარი ბრაუნი, მწვრთნელი რომელიც აღმეთება მუდამ ნიქს და გააჩნდა საკმაოდ წარმატებები როგორც მწვრთნელს. ფაქტიურად მარტომ აივერსონთან ერთად ააშენა ფილადელფიის გუნდი რომელიც 2001 წელს გავიდა სუპერ ფინალში, შემდეგ კი დეტროიტით ჩემპიონობაც შეძლო. დიდი იმედები ემყარებოდა ლარის მოსვლას, რადგან როსტერიც საკმაოდ ნორმალური იყო და ყალიბდებოდა, მაგრამ იაზიამ უაზრო ტრეიდებით, როგორიც იყო ჩენინგ ფრაის გაშვება ედი კარის გაფორმება სანაცვლოდ. ჯერომ ჯეიმსის მოყვანა, ენდტონი დევისის გაცვლა ტიმ ტომასში. გადამეტებული ხელფასები, მუქთა მოთამაშეები როსტერში რომლებიც საერთოდ არ დგავდნენ მოედანზე ფეხს, უაზროდ დიდი კონტრაქტები ფრენსისთან და მარბერის ექსტენშენი. ყველაფერი იქამდე მივიდა რომ სადებიუტო სეზონში ლარი ბრაუნის გუნდმა სამარცხვინოდ 59 მატჩი წააგო. ლარიმ პოზიცია დატოვა და მწვრთნელის მოვალეობების შესრულება აიზიამ ითავა. მაგრამ იაზიამ განაგრძო ნიქსის როსტერის დაშლა და ფრენჩაიზის ნგრევა თავისი მცდარი გადაწყვეტილებებით.
საბოლოოდ ვოლში იძულებელი გახდა გაეშვა აიზია როგორც გენერალური მენეჯერი და როგორც მწვრთნელი.
2007 წლიდან ნიქსმა დაიწყო ის 11 მილიონიანი დეფიციტის/ზარალის აღმოფხვრა რაც აიზიას არასწორ გადაწყვეტილებებს მოყვა და ნელ-ნელა ეფხზე დადგომა. მაგრამ განაგრძობდა წაგებებს და გაიმეორე ფრენჩაიზისისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი 59 წაგებით
KNICKS Nation (2009-2013)2 აპრილს ჯიმ დოლანმა გენერალურ მენეჯერად დანიშნა ჯონი ვოლში და აქ დაიწყო გუნდის პროგრესი. პირველ რიგში მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან განთავისუფლებული იქნა აიზია ტომასი და მის ადგილას მოვიდა ფინიქს სანსის ყოფილი მწვრთნელი მაიკ დენტონი, რომელიც გამოირჩეოდა ლიგაში ლაღი და სწრაფი ტემპის მქონე კალათბურთით. საკმაოდ პროდუქტიული. გაწმინდა გუნდის სახელფასო ბიუჯეტი, მაღალ ანაზღაურებიანი/არაპროდუქტიული მოთამაშეების გაშვები, დააბრუნა გუნდში ტიმ ტომასი და დრაფტზე აიყვანა იტალიენი დანილო გალინარი და ტონი დაგლასი. გამოანთავისუფლა ადგილი თავისუფალი აგენტებისთვის რომელბიც უხვად ჩნდებოდნენ მარკეტზე 2009 წლის ზაფხულში!
გამოისყიდა მარბერის კონტრაქტი რომელიც სელტიკში წავიდა. მოვიდა დევიდ ლე რომელმაც 65 ორმაგი დუბლი მიითვალა დენტონის პირველ სეზონში, ნეიტ რობინსონთან და ვილსონ ჩენდლერთან ერთად. გუნდმა 9 მატჩით გამოასწორა მოგების მაჩვენებელი წინა სეზონთან შედარებით და 32-50 ზედაამთავრდა.
2009 წლის სეზონიც მძიმე აღმოჩნდა ნიქსისთვის 1-9ზე ასე დაიწყეს სეზონი რომელიც ყველაზე ცუდი შედეგი იყო ნიქსის ისტორიაში და იწვნიეს 50 ქულიანი მარცხი დალასთან სახლში რომელიც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელი იყო მედისონის მესვეურებისთვის. მაგრამ დონი ვოლში აქტიურად განაგრძობდა მუშაობას როსტერთან და საბოლოო მივიღეთ 2009 წლის გაძლიერებული გუნდი!
2009 წლის ზაფხულში ნიქსმა თავისუფალი აგენტებიდან ამარე სტაუდმაიერი გაიფორმა! აქ დაიწყო გუნდის წინ სვლა. საკმაოდ კარგი სტარტის მერე შუა სეზონში, ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებისას, რაიმონდ ფელტონის, დანილო გალინარის, ვილსონ ჩენდლერის და მოზგოვის სანაცვლოდ დენვერიდან ნიქსმა სუპერ ვარსკვლავი და Scoring Machine-ად წოდებილი კარმელო ენტონი წამოიყვანეს, რომელსაც ვეტერანი ჩონსი ბილაფსი "Mr. Big shot" გადმოყვა. ბოლო 8 წლიანი პაუზის შემდეგ ნიქსი კვლავ გავიდა პლეიოფში მე7 სიდით, სადაც ბოსტონ სელტიკთან დამარცხდა 0-4. აქაც დიდი პრობლემები შეექმნა გუნდს ტრავმებთა.. მთლიანი სერია გამოტოვა ჩონსიმ, ხოლო ამარემ მხოლოდ პირველი და ბოლო მატჩი ჩაატარა, თან ისიც ზურგის ტკივილებით. აღსანიშნავი იყო აქ მე2 მატჩი სერიის როდესაც ბოსტონში მელო ფაქტიურად მარტო ეთამაშებოდა კელტებს 42 ქულის მოგროვება მოახერხა და რომ არა ჯეფრისის დაკარგული ბურთი ბოლო წამშე რეალურად შეეძლოთ მოეგოთ ეგ მატჩი.
2011 წლის დეკემბერში, ლოკაუტის დამთავრების შემდეგ ნიქსმა გაიფორმა მოქმედი ჩემპიონი, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი და მცველი, ტაისონ ჩენდლერი! მას მოყვეა ვეტერანი გამთამაშებლების, მაიკ ბიბის და ბეირონ დევისის დამატება და რუქი იმან შამპერტი რომელიც პირველივე თამაშში მაყურებელთა დიდი სიყვარული დაიმსახურა თავისი ცეცლხოვანი და ფეთქმებადი მოქმედებებით მოედანზე.
2012-2013 წლის სეზონში ნიქსისთვის ძალზედ წარმატებული გამოდგა.. პირველად პატრიკის ერის მერე შეძლეს დივიზიონის მოგება (54 მოგებით!) დაამყარეს გუნდური რეკორდი ჩაგდებულ სამიანებში და კარმელო გახდა ლიგის საუკეთესო მექულე პირველად მის კარიერაში (28.4ppg). პლეიოფში პირველ წრეში ადვილად გამოაგდეს, პრინციპული მეტოქე ბოსტონ სელტიკსი, ხოლო კონფერენციის ნახევარ ფინალში, ტრავმებით გაწვალებული ნიქსი დამარცხდა პეისერსთან (2:4).
2013-2014 მენეჯმენტის მიერ ბევრი დაშვებული შეცდომების გამო (ტრეიდების მხრივ) გუნდის მექანიზმი სამწუხაროდ მოიშალა და ძალზედ ცუდი შედეგი აჩვენეს და კარმელო ენტონიმ მის კარიერის მანძილზე პირველად ვერ შეძლო პლეიოფში ასპარეზობა...
Knicks Future -- Zen Master in Actionდა აი ფილ "ზენ მასტერ" ჯექსონი ნიქსში დაბრუნდა.. დაბრუნდა ამჯერად გენერალური მენეჯერის სტატუსით და ყველა ნიკერბოკერს ჩაგვესახა გულებში იმედი რომ გუნდი კვლავ აღზევდება და ბეჭდებისთვის უმთავრესი პრეტენდენტი გახდება! პირველი მისი სვლა იყო სრულიად სამწვრთნელო შტაბის გამოცვლა. მოიყვანა მთავარ მწვრთნელად მისთვის კარგად ნაცნობი დერეკ ფიშერი (5წ. $25მ.) და დააბრუნა ლამარ ოდომი ნბა-ში. მიუხედავად იმისა რომ ქეფ სივრცე დიდ შესაძლებლობებს არ აძლევს ფილს 2014-15 სეზონისთვის მაგრამ მელოს და კვლავ ათამაშებული ამარეს შემყურე იმედია რომ დიდი ფილი შეძლებს თავისი მასტერ კლასების ჩატარებას და გუნდს მინიმუმ დივიზიონს მოაგებინებს კვლავ!
We Believe in Zen!!!
----------------------------
Franchise LeadersMinutes
1. Patrick Ewing 37,586
2. Walt Frazier 28,995
3. Charles Oakley 23,959
4. Willis Reed 23,073
5. Bill Bradley 22,799
Points
1. Patrick Ewing 23,665
2. Walt Frazier 14,617
3. Willis Reed 12,183
4. Allan Houston 11,165
5. Carl Braun 10,449
Scoring Average
1. Bob McAdoo 26.7
2. Bernard King 26.5
3. Patrick Ewing 22.8
4. Richie Guerin 20.1
5. Willie Naulls 19.3
Three-Pointers Made
1. John Starks 982
2. Allan Houston 921
3. Charlie Ward 598
4. Jamal Crawford 565
5. Trent Tucker 504
Rebounds
1. Patrick Ewing 10,759
2. Willis Reed 8,414
3. Charles Oakley 7,291
4. Harry Gallatin 5,935
5. Willie Naulls 5,008
Assists
1. Walt Frazier 4,791
2. Mark Jackson 4,005
3. Dick McGuire 2,950
4. John Doe 2,821
5. Richie Guerin 2,720
Steals
1. Patrick Ewing 1,061
2. Charles Oakley 844
3. Micheal Ray Richardson 810
4. Ray Williams 750
5. Charlie Ward 744
Blocks
1. Patrick Ewing 2,758
2. Bill Cartwright 543
3. Marvin Webster 541
4. Kurt Thomas 463
5. Marcus Camby 376
---------------------------------------------------------
პირადი ჯილდოებიNBA წლის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP): უილს რიდი - 1970;
NBA ფინალის MVP: უილს რიდი – 1970, 1973;
NBA წლის ახალბედა: უილს რიდი - 1965; პატრიკ იუინგი – 1986; მარკ ჯექსონი – 1988;
NBA წლის მეექვსე კაცი: ენტონი მეისონი – 1995; ჯონ სტარკზი – 1997; ჯრ სმიტი – 2013
NBA წლის მწვრთნელი: რედ ჰოულცმენი – 1970; პეტ რაილი – 1993;
NBA წლის მცველი: ტაისონ ჩენდლერი - 2012;
ყველა-NBA პირველი გუნდი: ჰერი ჯელეთინი – 1954; უოლტ ფრეზიერი – 1970, 1972, 1974, 1975; უილის რიდი – 1970; ბერნარდ კინგი – 1984, 1985; პატრიკ იუინგი – 1990;
ყველა-NBA მეორე გუნდი: კარლ ბრაუნი – 1948, 1954; დიკ მაკგირი – 1951; ჰერი ჯელეთინი – 1955; რიჩი გარინი – 1959, 1960, 1962;
უილის რიდი – 1967, 1968, 1969, 1971; დევი დებუშერი – 1969; უოლტ ფრეზიერი – 1971, 1973; პატრიკ იუინგი – 1988, 1989, 1991, 1992, 1993, 1997; ამარე სტაუდმაიერი – 2011;
NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი: დეივ დებუშერი – 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974; უოლტ ფრეზიერი – 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1975; უილის რიდი – 1970; მაიკლ რეი რიჩარდსონი – 1981; ჩარლზ ოუკლი – 1994;
NBA ყველა-დაცვითი მეორე გუნდი: პატრიკ იუინგი – 1988, 1989, 1992; ჯონ სტარკზი – 1993; ჩარლზ ოუკლი – 1998;
-----------------------------
Retired Numbers-----------------------------
წინა თემები:
New York Knicks : Part1New York Knicks : Part2New York Knicks : Part3------------------------------
ტოპ მპოსტველები:
Roxx 254
carMELO 234
მოთამაშე.. 169
პეტრუჩი 132
Defected 76
Manchester. 67
ZEON 63
GioACM 46
ratomac aRa 41
sandropato12 32
Jibi 31
Ocelot 29
Zbo 26
QWertWQ 25
mamulika 21
AVP 20
მიმაგრებული სურათი
- Reporter: “Is it possible that if you practiced, not you but you would make your teammates better?”
- Iverson: “How in the hell can I make my teammates better by practicing?”
No brotherly love for Kobe an' Co.