ტაკ ეხლა ჩვეული დღის მატჩის ფრივიუ!
დღის მატჩი დეტროიტი - მინესოტა!!!
თამაში რომელსაც პირადად მე ველოდები სეზონის დაწყებიდან.! თამაში უთუოდ საინტერესო და დაძაბული იქნება! დეტროიტს ამ სეზონში ბრწყინვალე შედეგი აქვს 33 მოგება და 5 მარცხი! ამიტომ ( ჩემთვის რამდენადაც გულსატკენი არ უნდა იყოს!) დეტროიტი მიიჩნევა ამ დაპირისპირების ფავორტად! მაგრამ აქ უკვე არის მეორე ფაქტორი. დეტროიტის მწვრთნელი ფლიპ სონდერსი, რომელიც წინა სეზონში ტყის მგლებს წვრთნიდა. ამ ფაქტმა შეიძლება ორი რადიკალურად განსხვავებული შედეგი მოგვცეს! ერთი ის რომ ფლიპმა თავის გუნდს ცოტა ლმობიერებისკენ მოუხმოს, და მეორე კი პირიქით რადიკალური მოგების პირობა დაუყენოს პისტონების მოთამაშეებს იმის დასამტკიცებლად რომ ფლიპი არ იყო გუნდიდან გასაშვები. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, ორი "ფარის მბრძანებელის"

გარნეტისა და ბიგ ბენის დაპირისპირება! როგორც წესი ლიგის ლიდერები სულ ეს ორ ორი მოთამაშე იყვნენ მოხსნებში! ამიტომ ჩემი აზრით თამაშში გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება იფ ფაქტს თუ უბრალოდ ვინ მოიგებს ბრძოლას ფარზე! დვეინ კეისის მხრიდან ძალიან ძნელია გუნდს მოთხოვო მოგება როდესაც მთელი ლიგის ლიდერს ეთამაშები, მაგრამ მინესოტასთვის მოგება აუცილებელია და ამას ყველა მინესოტას კალათბურთელიც ხვდება. დივიზიონში პირველი ადგილის დაკარგვის შემდეგ გუნდი განიცდის ფსიქოლოგიურ ტრავმას

. პირველ სამ მეოთხედებში ლიდერობის შემდეგ გუნდი ფლანგავს 10-12 ქულიან უპირატესობას და აგებს თამაშს. ეს დამტკიცდა ბოლო ორ შეხვედრაში! გუნდმა უნდა დაიწყოს შედეგიანი თამაში თორემ დენვერს უკვე 6 მოგება აქვს ზედიზედ და ძნელი გახდება კონკურენციის გაწევა შემდგომში!
საინტერესოა გარნეტის დამოკიდებულებაც იმის მიმართ რომ იგი ეთამაშება გუნდა რომლის მწვრთნელიც წვრთნიდა მას წლების განმავლობაში! სეზონისწინა ტესტ მატჩის შემდეგ დეტროიტთან გარნეტმა განაცხადა: "რომ არ მოგატყუოთ ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, მთელი ის პერიოდი რაც მე NBA-ში ვითამაშებ როდესაც და რა გარემოებაშიც არ უნდა შევხვდე ფლიპს, მაინც იგივე ურთიერთობა მექნება რაც მქონდა გუნდში!" უხერხულობას მინესოტას კალათბურთელებს უქმნის ის რომ ფლიპ სონდერსმა ზეპირად იცის თუ ვინ რა სტილის მოთამაშეა, ამიტომ ტრენერული ჭიდილში დღეს უეჭველი სონდერსი მოუგებს კეისის!
თამაშს აჩვენებს NBA TV თბილისის დროით 6 საათზე,
დაე მინესოტამ მიჭიპოს დეტროიტი