მეტა: კარტერა
ფინალი დაიძრა, ლებრონი ფინალშია და დევიდ სტერნი ბედნიერია. მისტერ სტერნს ლებრონთან და დუეინთან სერიაში კობის ცელქობა უფრო ესიამოვნებოდა, მაგრამ კობიმ ფინალამდე ვერ გაქაჩა.
ფინალში ჰერ ნოვიცკია და მარკ კიუბანი ტექსასში ყველაზე ბედნიერი პერსონაა. უფრო ბედნიერი, ვიდრე ქიდ როქი, რომელიც ფრენკ სინატრას ქავერების სიდიზე მუშაობს. უფრო ბედნიერი, ვიდრე შონ ელიოტი, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზე ტიმ დანკანმა სათევზაოდ დაპატიჟა. უფრო ბედნიერი, ვიდრე კლაიდ დრექსლერი, რომელიც სულ ბედნიერია.
ფინალამდე სკოტი პიპენმა თქვა, ლებრონი იმ ბიჭზე რეალური ტერორისტია, რომელიც ჩემთან ერთად "ჩიკაგოში" იყო და ერთად მაგარი დრო გვაქვს გატარებულიო. ის ბიჭი იყო მაიკლ ჯორდანი. სკოტიმ ვერ გამოიძინა. ან მაიკლმა სკოტის ძველი ვალი, 79 დოლარი და 16 ცენტი არ დაუბრუნა. ან სკოტიმ დელონტე უესტს საცოლე წაართვა და ბრუკლინის გეტოში უესტის საცოლეს მკერდზე ავტოგრაფი დაუტოვა. უესტის საცოლე ლებრონის დედა, გლორია ჯეიმსია. ან სკოტის დაავიწყდა, რომ ჯორდანი კალათბურთის ვაგნერი და სთოუნი იყო. ჯორდანი კალათბურთი იყო.
სკოტიმ გახსნა თემა, რომელიც აღარ დაიხურება. ლებრონს პიპენის კომენტარები ესიამოვნა. მაიკლს პიპენის კომენტარებზე კომენტარი არ გაუკეთებია და კობის გაეცინა.
პიპენივით წაიჭორავა მაიკლზე კიდევ ერთმა ლეგენდამ, ჯერი უესტმა. ლიგის ლოგოტიპმაც ლებრონი გაამაიკლა და ჯორდანი ლებრონზე უკან დააყენა. ამერიკაში მაგარი სიცხეა...
რომელიმე კონკრეტული კარგი ბიჭის კარიერის შეფასების, ამ ბიჭისთვის ბონუსების მიწერის დროს ვითვალისწინებ სამ ნიუანსს.
1. ჩვენი პერსონაჟის კალათბურთი ყველაზე მნიშვნელოვან, გასავარდნ ეტაპზე.
2. ჩვენი პერსონაჟის კალათბურთი ყველაზე კარგ, საინტერესო, სერიოზულ ბანდებთან.
3. ჩვენი პერსონაჟის უნივერსალიზმი და ჩასაგდების ჩაგდების შნო და სურვილი.
ლებრონი მაიკლზე ბევრ პასს აკეთებს.
ლებრონი მაიკლზე უფრო ელეგანტურად ამცირებს სხვა გუნდის ტიპს, როდესაც გამომწვევად უფარებს.
ლებრონი მაიკლზე ახლოს მიდის სეზონის საშუალო სამმაგ დუბლთან.
ლებრონი მაიკლზე კარგად ხსნის.
ლებრონი მაიკლზე ბევრი მოხსნით, პასით, დაფარებით დახურავს კარიერას.
ლებრონი მაიკლზე სექსუალურ კალათბურთს თამაშობს და ლებრონი მაიკლზე ცუდია. ლებრონი კობიზე ცუდია. ლებრონი დუეინზე ცუდია. ლებრონზე მშვიდი და უფრო ფერადი კარიერა ტიმ დანკანს და შაკს აქვთ. ლებრონი ჯერ ჩარლი ჩაპლინის შავ-თეთრი შედევრია და მაიკლის კალათბურთი კოპოლას მობსტერული საგაა. მაიკლი ამ საგაში ვიტოს, მაიკლის, სანტინოს, ჰეიგენის, ბარძინის და ტატალიას პერსონაჟებს იტევს. ჩარლი შავ-თეთრშიც ჩარლი, მაგარი ტიპი იყო, მაგრამ კოპოლას სიუჟეტი უფრო კარგი საყურებელია.
ლებრონი ბევრი სამმაგი დუბლით დახურავს კარიერას და სეზონში საშუალო ტრიპლ დაბლს ვერ აიღებს. საშუალო ტრიპლ დაბლი ერთ კაცს, დიდ ოსკარ რობერტსონს აქვს გაკეთებული. 1961/62 წლების რეგულარულში მოურიდებელი ბიჭი 30.8 ქულას, 11.4 პასს და 12.5 მოხსნას იღებდა. რობერტსონმა ორი სეზონის შემდეგ თითქმის სამმაგით (30.4+11.0 პასი+9.9 მოხსნა) დახურა სეზონი. ლებრონი სამმაგთან ყველაზე ახლოს შარშან (29.7+8.6 პასი+7.3 მოხსნა) იყო.
ლებრონი ვერ დაეწევა კიდევ ერთ სერიოზულ ჰიტმენს, ბილ რასელს. "სელტიქსის" ცენტრი თერთმეტჯერ გახდა ჩემპიონი. მაიკლი ექვსჯერ იყო დიდ ფინალში და დიდი ფინალი არ წაუგია. მაიკლი ფინალზე და იმ ფინალის ყველა მონაწილეზე დიდი იყო. მაიკლს სკოტი, ჰორას გრანტი, დენის როდმანი და ტონი კუკოჩი ჰყავდა. ლებრონს ჰყავს ის, ვინც უნდა და ჯერ არაფერი არ მოუგია.
ჯორდანი სკოტის და დენისის გარეშე, 1985/86 გასავარდნ ეტაპზე იღებს 63 ქულას დაუნდობელ "სელტიქსთან". იმ "სელტიქსში" ბერდი, მაქჰეილი, პერიში, ეინჯი და ჯონსონი იყვნენ. ის "სელტიქსი" იყო კალათბურთის "ედმონტონ ოილერზი", "ნიუ იორკ იანკიზი". მაიკლმა იმ გუნდს 63 ქულა დაუდო. იმ სერიაში ("ბოსტონმა" რომ მოიგო) მაიკლი საშუალოდ 43.7 ქულას, 6.3 მოხსნას და 5.7 პასს აგროვებდა. ის "სელტიქსი" უფრო დიდია ყველა იმ გუნდზე, ვისაც ოდესმე ლებრონი გასაუბრებია. ის "სელტიქსი" ლარის და მაგარი ბიჭების გუნდი იყო.
მაიკლის დომინაციის მეორე ეტაპი უფრო გამოცდილებით, ჯორდანის ლტოლვით, დიდი გულით და ჩემპიონის ფსიქოლოგიით შეიკრა.
პიპენი არასტაბილურია 1997 წლის ფინალში "იუტასთან". ის სერია მაიკლმა პირადად მოიგო. სკოტიზე კარგი იმ სერიაში როდმანი იყო.
პიპენი არასტაბილურია 1998 წლის აღმოსავლეთის ფინალში "პეისერზთან". რეჯი მილერის ძმაკაცებმა ჯორდანი ანერვიულეს. მაიკლი მეშვიდე ტესტის წინ დამშვიდდა და "ინდიანას" მშვიდად მოუგვარა ყველაფერი.
მაიკლმა ყველაზე სტაბილურ ფოსტალიონს და მის ელეგანტურ ასისტენტს ფინალი არ მოაგებინა.
ლებრონი არ არის მაიკლი. ლებრონი ვერ არის ჯორდანზე დიდი და ლებრონი კობიზე პატარაა. კობის მაიკლამდე ბევრი უკლია. ჯორდანი სქეითბორდზე რომ დადგეს და ლებრონი "ასტონ მარტინში" გადაჯდეს, მაინც მაიკლი მოიგებს. მაიკლი სულ იგებდა.
ჯორდანი საუკეთესოებს, სხვაზე უკეთესებს ხედავდა და იმ სერიებში, იმ კონკრეტულ ტესტებში ჯორდანის კალათბურთი სხვა გალაქტიკის დონეზე გადიოდა.
მაიკლი VS კარგი დაცვა (1985-1992)
1. 1985. მილუოკი ბაქსი (რეგულარულის II დაცვა)
ჯორდანმა სერიაში 29.3 ქულა, 8.5 პასი და 5.8 მოხსნა აკრიფა. Top Game - 35 ქულა.
2. 1987. ბოსტონ სელტიქსი (რეგულარულის I დაცვა)
მაიკლმა სერია 43.7 ქულით, 6.4 მოხსნით და 5.7 პასით დახურა. Top Game - 63 ქულა.
3. 1987. ბოსტონ სელტიქსი (რეგულარულის IX დაცვა)
35.7 ქულა, 7.0 მოხსნა, 6.0 პასი. Top Game - 42 ქულა.
4. 1988. კლივლენდ კავალიერსი (რეგულარულის V დაცვა)
მაიკლი გაერთო და გართობის პროცესში 45.2 ქულა, 5.4 მოხსნა და 4.8 პასი აიღო. Top Game - 55 ქულა.
5. 1988. დეტროიტ პისტონზი (რეგულარულის II დაცვა)
ჯორდანზე ჩაკ დეილიმ მიუშვა პიტბულების მთელი ჯგრო და მაიკლი მაინც შეუდარებელი იყო (27.4 ქულა, 8.8 მოხსნა, 4.6 პასი). Top Game - 36 ქულა.
6. 1989. კლივლენდ კავალიერსი (რეგულარულის II დაცვა)
ჯორდანმა ორჯერ 44 ქულა შეაგროვა და, საშუალოდ, "კლივლენდის" დაცვას 39.8 ქულას, 8.2 პასს და 5.8 მოხსნას ჩუქნიდა. Top Game - 50 ქულა.
7. 1989. ნიუ იორკ ნიქსი (რეგულარულის X დაცვა)
მაიკლი "მედისონ სკვერ გარდენში" პატარა დახლით შედიოდა, იქ ილინოისური ტომაჰავკით სკალპებს აგროვებდა და მეორადში იაფად აბარებდა. იმ სერიაში ჯორდანმა 35.7 ქულა, 9.5 მოხსნა და 8.3 პასი შეირგო. Top Game - 47 ქულა.
8. 1989. დეტროიტ პისტონზი (რეგულარულის III დაცვა)
დეილიმ სერია ჯორდანზე აკრული ჯო დუმარსით დაიწყო, აიზია ტომასით გააგრძელა და ბოლო აკორდი მისტერ როდმანის უნდა ყოფილიყო. მაიკლმა ამას ყურადღება არ მიაქცია (29.6+6.5 პასი+5.5 მოხსნა). Top Game - 46 ქულა.
9. 1990. დეტროიტ პისტონზი (რეგულარულის II დაცვა).
"ბულზის" ჯოკერმა მიჩიგანის ბანდა მაკმერფის კლინიკაში გაუშვა. მანამდე 32.1 ქულა, 7.1 მოხსნა და 6.3 პასი დააგროვა. Top Game - 47 ქულა.
10. 1991. დეტროიტ პისტონზი (რეგულარულის IV დაცვა)
"ბულზმა" "პისტონზი" გატეხა. მაიკლი მიხვდა, რომ სერია აღარ წააგებს და მაიკლმა სერია მოიგო. ჯორდანის საშუალო სტატისტიკა 29.7 ქულა, 7.0 პასი და 5.3 შედეგიანი გადაცემა იყო. Top Game - 35 ქულა.
11. 1991. ელ ეი ლეიკერსთან (რეგულარულის V დაცვა)
ფინალი. მაიკლმა ბუნჩულა უკანალზე მოუთათუნა ხელი მეჯიქს და ბუნჩულა მეჯიქს საშუალოდ 31.2 ქულა, 11.4 პასი და 6.6 მოხსნა აჩუქა. Top Game - 36 ქულა.
12. 1992. ნიუ იორკ ნიქსი (რეგულარულის II დაცვა)
ჯონ სტარქსი ჯორდანის ფოტოს უყურებდა და ენის ქვეშ ელესდეს იგდებდა. ჯორდანი სტარქსს და "ნიქსს" ბევრს უგდებდა, საშუალოდ 31.8 ქულას, 5.7 მოხსნას და 4.3 პასს დებდა და იგებდა. Top Game - 42 ქულა.
13. 1992. პორტლენდ თრეილ ბლეიზერსთან (რეგულარულის II დაცვა)
მაიკლმა სერია ელეგანტურად დაიწყო, ფანტასტიკურად დაასრულა და კლაიდის, ტერის და ჯერომის ძმაკაცებს 35.8 ქულა, 6.5 პასი და 4.8 მოხსნა დაუტოვა. Top Game - 46 ქულა.
14. 1993. კლივლენდ კავალიერსი (რეგულარულის VI დაცვა)
ჯორდანმა 31.0 ქულა, 5.2 პასი და 5.1 მოხსნა ჩაუშვა პენალში. Top Game - 43 ქულა.
15. 1993. ნიუ იორკ ნიქსი (რეგულარულის I დაცვა)
"კლივლენდთან" სერიის მეორე ტესტში მაიკლმა მუხლი იტკინა. ნატკენი მუხლით ჩვენმა ძმამ კონფერენციის ფინალში 32.1 ქულა, 7.0 პასი და 6.2 მოხსნა აიღო. Top Game - 54 ქულა.
Top Man - Michael Jordan.
16. 1993. ფინიქს სანზი (რეგულარულის IX დაცვა)
მაიკლის პირველი ინკარნაციის ბოლო ფინალი. სერ ჩარლზი და კევინ ჯონსონი ასრულებდნენ და ჯორდანი იგებდა. თან საშუალოდ 41.0 ქულას, 8.5 მოხსნას და 6.3 პასს აგროვებდა. ჯორდანმა სერია მოიგო. ჯორდანმა ბარკლის თვალი ჩაუკრა და ტიტული აართვა. ჯორდანი ბეისბოლში წავიდა და მალე დაბრუნდება.
მაიკლი VS ყველაზე კარგი დაცვა (1995-1998)
1. 1995. შარლოტ ბობქეთსი (რეგულარულის IX დაცვა)
ჯორდანის ჯაზმენებს წინა სეზონში შაკის, მეორე, პატარა ჰარდუეის და ბაირონ სკოტის "ორლანდომ" შეუსრულა. მაიკლი დაბრუნდა და ზო მურნინგის გუნდს 32.2 ქულა, 6.5 მოხსნა და 5.7 პასი დააჭედა. ათიანში გაარტყა. Top Game - 48 ქულა.
2. 1996. მაიამი ჰიტი (რეგულარულის VI დაცვა)
ჯორდანი სამწამიანში ნაკლებად შედის, იქ ზო მურნინგი სკალპელით დარბოდა და მაიკლმა ქულების დიდი ნაწილი პერიმეტრიდან აკრიფა. ერთ მატჩში საშუალოდ 30.0 ქულა და 3.7 მოხსნა შეაგროვა. Top Game - 35 ქულა.
3. 1996. ნიუ იორკ ნიქსი (რეგულარულის III დაცვა)
ჯორდანი "ნიქსისთვის" დარტ ვეიდერზე მოუშორებელი კოშმარი იყო. ჯორდანი "ნიქსისთვის" ფრედი კრიუგერზე ცუდი ბიჭი იყო. ჯორდანი "ნიქსს" სულ უგებდა. გასავარდნ ეტაპზე უგებდა. საშუალოდ 36.1 ქულა, 4.8 მოხსნა, 4.4 პასი. Top Game - 46 ქულა.
4. 1996. სიეტლ სუპერსონიქსი (რეგულარულის II დაცვა)
ფინალში დენისმა ვერ გატეხა შონ კემპი, სკოტი ძალიან ცუდი პროცენტით ისროდა და მაიკლმა სერია მოიგო. ნატკენი ზურგით მოიგო. ჯორდანულად მოიგო. გარი პეიტონს მოუგო. საშუალოდ 27.3 ქულით, 5.3 მოხსნით და 4.2 პასით მოუგო. Top Game - 36 ქულა.
4. 1997. ატლანტა ჰოქსი (რეგულარულის III დაცვა)
"ჰოქსში" მუკი ბლეილოკი და სტეისი ოგმონი ტერორისტობდნენ, ყველაფერს იპარავდნენ და მაიკლსაც ბევრჯერ წაართვეს ბურთი. უბრალოდ, ჯორდანი მთელ "ატლანტაზე" მაგრად ასრულებდა. ჯორდანმა სერია 26.6 ქულით, 10.2 მოხსნით და 5.2 პასით დახურა. Top Game - 34 ქულა.
5. 1997. მაიამი ჰიტი (რეგულარულის I დაცვა)
"იუტასთან" დიალოგამდე იყო სერია პატ რაილის ტრანსფორმერებთან. მაიკლმა სერია 30.2 ქულით, 8.0 მოხსნით და 2.6 პასით შეკრა. Top Game - 37 ქულა.
6. 1997. იუტა ჯაზი (რეგულარულის IX დაცვა)
მაიკლმა ორჯერ 38 ქულა მოხსნა. მაიკლმა კარლ მელოუნს ფინალის მოგების კომპლექსის ვაქცინა შეუყვანა. მელოუნი რეალურად დაკომპლექსდა. მაიკლმა რეალურად 32.3 ქულა, 7.0 მოხსნა და 6.1 პასი შეაკოწიწა. Top Game - 39 ქულა.
7. 1997. ინდიანა პეისერზი (რეგულარულის V დაცვა)
ლარი ბერდი მაიკლს რეგულარულში და გასავარდნ ეტაპზე მოთამაშის სივით უგებდა. ლარი ბერდმა მაიკლს გასავარდნ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის სივით ვერ მოუგო. არც უნდა მოეგო. მაიკლმა სერიაში 31.7 ქულა, 5.7 მოხსნა და 4.1 პასი აიღო. Top Game - 41 ქულა.
ცუდი ბიჭების ამბები
მაიკლს სულ უმართლებდა. გაუმართლა, რომ ჯორდანი იყო. გაუმართლა, რომ კალათბურთის თამაში ისე დაამუღამა, როგორც ჯორდანმა. გაუმართლა, რომ ყველაზე მაგრად ლიგის ცუდ ბიჭებთან, ყველაზე კარგ დამცველებთან იბრძოდა. მაიკლი ამ ტესტებში იყო ლეონიდე, მაგრამ სამასი უკომპლექსო ქილერის გარეშე. მაიკლი შედიოდა სხვის ტერიტორიაზე და ყველას უგებდა. ჯორდანის ყველაზე პრინციპული და სერიოზული ამყვანების სიაც საინტერესო და წონადია. ესენი იყვნენ Defensive Player(s) of the Year, ანუ რეგულარულის საუკეთესო დამცველები. ესენი იგებდნენ ამ პრიზს და აგებდნენ ჯორდანთან.
1. სიდნი მონკრიფი (1985. მილუოკი)
მონკრიფი მოძრავი, ოდნავ უხეში დამცველი იყო. ორჯერ სახე დაუკაწრა მაიკლს, სულ დედამისზე ესაუბრებოდა და ჯორდანი მშვიდად იყო. მონკრიფს მაიკლმა 1985 წლის სერიაში 29.3 ქულა და 8.5 პასი გაუკეთა. სიდნიმ ორჯერ ტექნიკური ფოლი მიიღო და ჯორდანთან გასაუბრებით სიამოვნება ვერ მიიღო. მაიკლმა სიდნის აწყენინა.
2. დენის როდმანი (1988, 1989, 1990. დეტროიტი)
"დეტროიტის" ძველი ბიჭების, გლოკების კოლექციონერების ბანდაში, მაიკლს ძირითადად, ჯო დუმარსი იჭერდა. როდმანი ორმაგი მეურვეობის დროს აზღვევდა, ეხმარებოდა დუმარსს და ერთი-ერთზე თითქმის არ უწევდა მაიკლზე გადასვლა. ჯორდანი მერე გაიხსენებს, მშვიდად ვსუნთქავდი, თუ დენისი ჩემზე არ გადმოდიოდა და დუმარსზე მტოვებდნენო. როდმანი ყველა დროის სამ დაუნდობელ დამცველში შედის. დაუნდობელი, ანუ საუკეთესო. ეს მაიკლმაც იცოდა.
3. გარი პეიტონი (1996. სიეტლი)
"სიეტლში" ჯორჯ კარლმა დაცვის მანქანა ააწყო. უკან პეიტონი და ნეით მაკმილანი იდგნენ, მესამე და მეოთხე ნომრებზე კარლის ზონას დეტლეფ შრემფი და კემპი აკონტროლებდნენ. "სონიქსი" ნორმალური ცენტრის გარეშეც მშვიდად კეტავდა სამწამიანს და ჯორდანმა, 1996 წლის ფინალში, ბევრი სროლა ვერ ჩასვა. პეიტონი იყო კარგი და აკურატული ბრიუს ბოუენი. პეიტონი მაიკლს დასდევდა და მაიკლი მაინც იგებდა. მაიკლი სულ იგებდა.
4. დიკემბე მუტომბო (1997. ატლანტა)
მაღალი, ერუდირებული, საინტერესო, მშვიდი და პოლიგლოტი პივოტი პოპულარული პერსონაჟი იყო. მუტომბო "დენვერშიც", "ატლანტაშიც" და "ფილადელფიაშიც" უხმოდ აკეთებდა თავის საქმეს. ზეკე უფარებდა შაკს და ჯორდანსაც რამდენჯერმე გაუჩერა შესვლა. მუტომბო იდეალურად კითხულობდა თამაშს. მაღალმა ბიჭმა მაიკლის კალათბურთიც გაშიფრა. და მაინც წააგო. ის "ჰოქსი" მაიკ ფრატელოს კიბორგი იყო. იმ კიბორგს მაიკლმა საშუალოდ ბევრი ქულა და პასი გაუკეთა.
5. ალონზო მურნინგი (1995. შარლოტი, 1996. მაიამი, 1997. მაიამი)
1995. მაიკლის ბულზი გავიდა მურნინგზე. ალონზოს მოგვიანებით გაუკეთებენ თირკმლის ტრანსპლანტაციას. იმ მომენტში მაღალი ბიჭი მოძრავი, მონდომებული, ფერზე მოსული და მოტივირებული იყო. ზო სულ მოტივირებული იყო. მურნინგის და კიდევ რამდენიმე კარგი დამცველის ბანდას ჯორდანმა 48 ქულა გაუკეთა. "ჰიტში" მურნინგი კეტავდა სამწამიანს და მაიკლი იქ მაინც ცელქობდა. რაილის კრიმინალებთან მაიკლი ოდნავ გაუარესებული პროცენტით ისროდა, მაგრამ ქულებს მაინც აგროვებდა.
მაიკლი "დეტროიტთან" გასავარდნ ეტაპზე 30.1 ქულას იღებდა. ჯორდანი აღმოსავლეთის დანარჩენ ჯეისონ სტეთემებთან უფრო ბევრ ქულას იღებდა - "ნიუ იორკი", 33.1, "ბოსტონი", 39.7, "კლივლენდი", 42.5.
"სელტიქსთან" მფრინავმა ობიექტმა 63 ქულა აიღო და კიდევ სამჯერ ჰქონდა ამ სტადიაზე 50 და მეტქულიანი ჰაილაითი: 55 - "კლივლენდთან", 1988.05.01, 55 - "ფინიქსთან", 1993.06.16, 54 - "ნიუ იორკთან", 1993.05.31, 50 - "კლივლენდთან", 1988.04.28.
ჯორდანი სტატისტიკასთან არ ძმაკაცობდა და მაიკლს მაინც ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა. ჯორდანი რეგულარულში ერთობოდა და გასავარდნ ეტაპზე უფრო მაგრად ერთობოდა. მაიკლს კალათბურთში ეძინა და მაიკლს კალათბურთთან სულ პირველი ღამე ჰქონდა. ლებრონი არ არის მაიკლი. ლებრონი ვერ არის ელჯინ ბეილორი და ბეილორი, მაიკლის შემდეგ, მეორე-მესამე ეშელონში ჩაჯდა.
ბეილორი ჯეიმსზე კომპაქტური, ფიზიკურად ნაკლებად განვითარებული ბიჭი იყო. ბეილორი მეტს დარბოდა, ჯეიმსზე უკეთ იქმნიდა სასროლ პოზიციას და ერთი-ერთზე უფრო ძნელი დასაჭერი იყო.
ჯეიმსი 27.7 ქულას, 7.1 როდმანს და 7.0 სტოქტონს იღებს. ბეილორის სტატისტიკა 27.4 ქულა, 13.5 მოხსნა და 4.3 მეჯიქი იყო. ბეილორი მაიკლზე უარესი იყო და ლებრონი ბეილორზე უარესია.
რომელიმე კონკრეტული კარგი ბიჭის კარიერის შეფასების, ამ ბიჭისთვის ბონუსების მიწერის დროს ვითვალისწინებ სამ ნიუანსს.
7. ჩვენი პერსონაჟის კალათბურთი ყველაზე წონად, გასავარდნ ეტაპზე.
8. ჩვენი პერსონაჟის კალათბურთი ყველაზე კარგ, საინტერესო, სერიოზულ ბანდებთან.
9. ჩვენი პერსონაჟის უნივერსალიზმი და ჩასაგდების ჩაგდების შნო და სურვილი.
ლებრონი მაიკლზე ბევრ პასს აკეთებს.
ლებრონი მაიკლზე უფრო ელეგანტურად ამცირებს სხვა გუნდის ტიპს, როდესაც გამომწვევად უფარებს.
ლებრონი მაიკლზე ახლოს მიდის სეზონის საშუალო სამმაგ დუბლთან.
ლებრონი მაიკლზე კარგად ხსნის.
ლებრონი მაიკლზე ბევრი მოხსნით, პასით, დაფარებით დახურავს კარიერას.
ლებრონი მაიკლზე სექსუალურ კალათბურთს თამაშობს და ლებრონი მაიკლზე ცუდია. ლებრონი კობიზე ცუდია. ლებრონი დუეინზე ცუდია. ლებრონზე მშვიდი და უფრო ფერადი კარიერა ტიმ დანკანს და შაკს აქვთ. ლებრონი ჯერ ჩარლი ჩაპლინის შავ-თეთრი შედევრია და მაიკლის კალათბურთი კოპოლას მობსტერული საგაა. მაიკლი ამ საგაში ვიტოს, მაიკლის, სანტინოს, ჰეიგენის, ბარძინის და ტატალიას პერსონაჟებს იტევს. ჩარლი შავ-თეთრშიც ჩარლი, მაგარი ტიპი იყო, მაგრამ კოპოლას სიუჟეტი უფრო კარგი საყურებელია.
მაიკლი სხვა თემაა. ლებრონი სერიოზული კალათბურთელია და ჯორდანი იყო ღმერთი.
http://24saati.ge/index.php/category/sport...6-05/17436.htmlპ.ს
ჯასნა მომავალი ჯორდანია
This post has been edited by delpo on 10 Jun 2011, 16:24
RIP georgia7777...
Forca juve!Forca italy!
NHL _Anaheim ducks!!!
NBA_San antonio spurs!!!
NFL_Baltimore Ravens!!!
Tennis_Venus wiliams (black panter)
Lleyton Hewitt
Juan Martin Del Potro
ტიმოთე მეფე ხარ მეფე!(c)T@chka