ეს ზუსტად ის პერიოდი იყო როცა დაიანა ქროლირ პერიოდი მქონდა, მაშინ ძალიან ხშირად ვუსმენდი, დაახლოვებით 4 წლის წინ.
ეხლა MEXXXX გამახსენდა, როცა გარდაიცვალა მის პოსტებს სერჩავდნენ, არადა ადამიანი 1 კვირის წინ მყავდა ნანახი და მთხოვა მზიურის ამბებში მაქსიმალურად ჩამერთო. რამოდენიმე დღე გავიდა და გარდაიცვალა, თუმცა ის ყოველთვის იქნება 1 ივნისს მზიურში დილის 11 საათიდან.
მექსი იმიტომ გამახსენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც არ ვიქნები, და როცა ეს 1 -ივნისი გათენდება უჩემოდ გააგრძელებენ.
10 დღეში გაზახული მოვა, ჩემს სიგნაჩს დღითი დღე აკლდება დღეები, 16, 15, 14, 13, 12, 11 და 10. 10 დღეში ჩემს საყვარელ ადამიანთან უნდა მივიდე და ყვავილები მივუტანო, ეს უკვე ტრადიციაა. არავინ არ იცის ხვალ რა გველის, თუ ცოცხალი ვიქნები, კვირა დღე უწევს და კვირას დილის პირველი საათიდან მასთან მივალ. გზაში ყვავილებს ვუყიდი, მერე საფლავზე დავადებიმებ და იმ სკამთან დავჯდები, ქვემოთ რომ არის. ამ დღიდან ოფიციალურად დაიწყეება "მზს ზეიმი 2009" (ჩემთვის).
მაშინ პირვალად დავიწყე ჯაზის მოსმენა, ჯერ დაიანა ქროლი, მერე უფრო მეტი და მეტი მოვისმინე... ის იყო პირველი გაზახული როცა...................... და ალბათ მაგიტომ ვარ ასეთ განწყობაზე, რადგან იმ გაზაფხულის მერე 4-წელი გავიდა და ეს მე-4 წელი იქნება...
ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება: გგონია რომ წრეზე დადიხარ, ჯერ დღე იმატებს, მერე მზიურის ამბები იწყება და დროც აღარ გაქ. ხედავ რომ ხეებს კვირტები ეტყობა მაგრამ დრო არ გრჩება რომ დააკვირდე, რადგან არ გცალია... მთელი გაზაფხული ძალიან დაკავებული ხარ, ზოგჯეერ ჭამის დროც არ გრჩება, მაგრამ იცი რა ხდება? მაინც გასოვს 2005 წლის გაზაფხული და ვერ ივიწყებ. აი ეგააა განსხვავება... მეტი არაფერი.. 2005 წლის 9- აპრილის გაზაფხული არ გავიწყდება.
ისიც მახსოვს მაშინ ცა რა ფერის იყო, უბრალოდ ის მიკვირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში რა ფერი ჰქონდა ეგ აღარ მახსოვს, მარტო ის მახსოვს. უბრალოდ მაშინ როცა სახლიდან გამოვდიოდი ცას ავხედე, ძალიან მზიანი ამინდი იყო და ალბათ მაგიტომ დამამახსოვრდა.
წელსაც იგივე იქნება: ისევ გამოვალ სახლიდან, ვიყიდი ყოჩივარდებს და ნოდარის საფლავზე მივიტან.. ნუთუ იმის დრო არ მოვიდა რომ ეს ფირფიტა ვინმემ შეცვალოს? 4 წელი გავიდა, აღარ კმარა?
ნივთებს ვაკვირდები: 6 თვეში ერთხელ, რა შეიცვალ ჩემს ოთაში მას მერე რაც ბოლოს გავიგე- მაკოცე რა? ძალიან გთხოვ, ერთხელ მაინც მაკოცე.
როცა ვინმე კვდება, მარტო მაშინ ვხვდებით რომ ის ჩვენთის ძვირფასი იყო. რომ სათანადოდ ვერ დავაფასეთ, მერე ყოველთვის გვიანია.
აი მე ვიცი რომ პირველი მე მოვკვდები და ისიც ვიცი რომ მის სახეს დავინახავ, როცა ჩემს სიკვდილზე გაიგებს.
ფირფიტაა შესაცვლელი, ვინმეს ხელია საჭირო რომეს ფირფიტა შეცვალოს. პირველად ეს ფირფიტა მისმა ხელმა ჩართო, როცა ჩემს ხელს შეეხო. უბრალოდ მაინტერესებს ნუთუ 4 წელი არ კმარა, ერთი და იგივე მერდება....
მაშინ პირველად მოვიწამლე, და სულ ეს სიმღერა მახსენდება, იმის მერე ვერც ვუსმენ Dead Can Dance -ს
დღემდე არ ვიცი რას ნიშნავს "ნიერიკა" მაგრამ ხშირად როცა რამეს უსმენ და არ გესმის ტექსტი, შენ არქმევ სახელწოდებას, ხშირად არ გესმის ტექსტის შინაარსი მაგრამ მაინც ხვდები, რადგან მუსიკა თავისას შვრება, ამიტომ როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა: ნიერიკა ნიშნავს: "მე და შენ" ნიერიკა ვართ მე და შენ....
ბავშვობაში ყოველთვის მიკვირდა როცა მესმოდა- პირველი სიყვარული სულ სხვაა, ის არ მეორდება. ნიეირკას მნიშვნელობაც იგივეა...
ახლახანს წავიკითხე:
"ვერასდროს ვერ ნახავ იმ ქალს რომელსაც შეეძლება იმ მწერლის ისე წაკიტხვა როგორც შენ.. იმ ქალს რომელიც ამ მუსიკაზე ორგაზმს განიცდის"
მერე 10 წელი გავა, 20 -იც და ისევ ის აზიური გოგონა გაგახსენდება, სახლში აზიური ნივთებით და ჭრელი შარფებით, რომლის კოცნისც ხვდებოდი რომ არარაობა ხარ. არასდროს არ დაგითვალიერებია მისი ნივთები, უბრალოდ ჩაის სვავდი და ზოგჯერ კოცნიდი.
ÖMER FARUK TEKBILEK İ LOVE YOU
ახლა ის პატარა თავწაკრული უდაბნოს გოგონა, პარიზის მთავაი გმირია, აღარ დადის ფეხშიშველა და ჯაზს უსმენს...... სადღაც 2 წელიწადში სულ ვეღარ იცნობ.
იმ იმედით რომ ოდესმე თავისუფლები ვიქნებით..............
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..
მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge