#59851344 · 26 Nov 2022, 09:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
misterius ვერმახტი იგივეა რაც დღეს ბუნდესვერი გერმანელები პოხუისტები არ არიან როგორც ცნობილია, და ყველაფერი რომ თავის ადგილას იყოს, ზუსტ სახელებს არქმევენ ყველაფერს. ფედერაციულ გერმანიაში ყველა სახელმწიფო ორგანოს დასახელება იწყება ბუნდესით, - მაგალითად პარლამეტი არის ბუნდესტაგი (ბუნდეს - ფერდერალური; ტაგ - კრება), ბუნდესლიგა, ბუნდესგერიხტჰოფი (სასამართლო), ბუნდესბანკი (ეროვნული ბანკი) და ა.შ. მათ შორის გერმანიას თვითონ ოფიციალურად ჰქვია ბუნდესრესპუბლიკ დოიჩლანდ ფედერალური რესპუბლიკა დოიჩლანდი (გერმანელთა მიწა). არმიას ჰქვა ბუნდესვერი. საზღვაო ძალებს ჰქვიათ ბუნდესმარინე.
მეორე მსოფლიო ომამდე, ყველაფერი იყო რაიხი. რაიხსმარინე, რაიხსტაგი, რაიხსბანკი და ა.შ.
რაც შეეხება არმიას. არმიას ერქვა ვერმახტი, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს იარაღიან ჯარს, ვერ - იარაღი, თავდაცვა, მახტ - ძალა, ჯარი. ვერმახტი მთლიანად შეიარაღებულ ძალებს აერთიანებს. ვერმახტი იყოფა სამ მსხვილ ქვესახოებებად, ლუფტვაფე - სიტყვასიტყვით საჰაერო ჯარი, ანუ ავიაცია, კრიგსმარინე - სიტყვასიტყვით ომის ფლოტი (რადგან არის ასევე სავაჭრო ფლოტი Handelsmarine), ჰირ - სიტყვასიტყვით - ჯარი (სახმელეთო).
რაც შეეხება SS, სს არ იყო არც ვერმახტის ნაწილი და არც საიდუმლო პოლიციის (გესტაპო - გეჰაიმე გეშტატსპოლიცაი - საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია) ნაწილი. SS-ის სახელი არის Schutzstaffel ანუ მსროლელი შენაერთები, რომელიც იყო ჰიტლერის პარტიის, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის შიარაღებული ფრთა, და უშუალოდ პარტიას ემორჩილებოდა. საქართველოში მისი ანალოგი არ გვაქვს, თუმცა შორეული ნათესავი არის პარტიის ახალგაზრდული ფრთები. ნაცების დროს იყო მსგავსი ფორმირებები - მაგალითად თავისუფალი ზონის ზონდერები, რომლებიც რეკრუტირებას პატრიოტთა ბანაკებში გადიოდნენ. ხოლო Waffen SS იყო შუტსსტაფელის საბრძოლო შენაერთები ფაქტობრივად რომლებიც ომში იყვნენ ჩართულები. რეალურად სამხედრო დანაშაულების ძირითად ნაწილს ასრულებდა SS. SS რეალურად ჰიტლერის და ნაცისტური იდეოლოგიის ფანატიკოსების ნაკრები იყო, ვერმახტისგან განსვავებით სადაც ყველა მიდიოდა მოსახლეობიდან ამიტომ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ნაკლებად გამოირჩეოდა ფანატიზმით და ომის დანაშაულებით.
SS აკეთებდა იმას რასაც დღეს აკეთებენ კერძო სამხედრო კომპანიები, მაგალითად ვაგნერი, ბლექუოთერი ან ქართული ლეგიონი. იბრძოდა ბინძური მეთოდებით, იმ მეთოდებით რითაც ვერ იბრძოდა ვერმახტი.
This post has been edited by josephkneisel on 26 Nov 2022, 09:47
|