ერთ-ერთ გალერეაში იყო ერთი არაჩვეულებრივი გამოფენა, რომელსაც ერქვა Nothing.
ექსპონატებიც თემის შესაფერისი იყო.
მაგალითად:
იყო პატარა კინო დარბაზი, სადაც გამშვებ კინოაპარატში იდო ცარიელი ფირი და ეკრანზე "არაფერი" გადიოდა.
იდგა ტელევიზორი ვიდეოთი, რომელშიც იდო ცარიელი ვიდეოფირი და ასევე "არაფერს" აჩვენებდა;
მაგნიტოფონი, რომელშიც იდო ცარიელი აუდიოფირი და "არაფერს" უკრავდა;
კედელზე ეკიდა უზარმაზარი ტილო, რომელზეც არაფერი ეხატა;
იყო ასევე რუქა, რომელზეც არაფერი იყო გამოსახული, მხოლოდ წარწერა ჰქონდა ასეთი: ეს არის ოკეანის რომელიღაც განედის და გრძედის(აღარ მახსოვს ციფრები) შესაბამისი კვადრატის რუქა
და ასე შემდეგ.
მათ შორის იყო სქელყდიანი, საშუალო ანუ ჩვეულებრივი ზომის წიგნი, რომელშიც როგორც ალბათ ხვდებით, არაფერი ეწერა. ამ წიგნს თავიდან ბოლომდე ცარიელი ფურცლები აქვს. თუ არ ვცდები გვერდებიც კი არაა დანომრილი და სხვათაშორის შუქზეც გავხედე და ნამდვილად არაფერი არ წერია:)
წიგნი ოფიციალურად გამოცემულია, ანუ აქვს საერთაშორისო სერიული ნომერი და წესით ბიბლიოთეკებში უნდა იყოს:)
დღეს-დღეობით ალბათ ყველაზე ადვილად წასაკითხი წიგნია
This post has been edited by jorjieli on 9 May 2003, 18:05