ეგრეიყოს.
* * *
გვაქვს მაშდამე წრე, ოვალი ცენტრში (რომელიც შენ სიზმარში რო არ ყოფილიყო გამიკვირდებოდა :-). გვაქვს თოვლი წრის შიგნით. გვაქვს გზის გადმოღმა, გზა და გზის გადაღმა წითელსახურავიანი სახლი(2 სახლი). და ფერადი რაღაცეები(ნატვრის ხე) წინა პლანზე.
ცენტრში ხარ შენ(self) და უყურებ გზას....(მაგას მერე მივუბრუნდები) .
წრეზე დგანან ორნი ერთმანეთთან ზურგით. კაპიშონიანი ფიმეილი უნდა იყოს ვგონებ.(სხვა გზა არა აქვს უნდა იყოს:-D ). ანუ შენი ანიმა და ანიმუსი.
წრის შიგნით გვაქვს დაუტკეპნავი ....კხმ....ქალიშვილი თოვლი
ეხლა რა ხდება გზაზე. გზაზე , ანუ ახლა. ძალიან საინტერესო რამე ხდება ოდნაკო.... ისევ შენი ანიმა-ანიმუსი ოღონდ ამჯერად ანიმუსს თავდაყირა უჭირავს ანიმა. და შენ უყურებ გზას კი არა არამედ შენ ახლანდელ(ცხოვრების ამ ეტაპზე) ექსპერიმენტს ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების მორგების ამბავში.
წარსულში ზურგით , ახლა თავდაყირა რაც ნიშნავს რო ეძებ.(რაც უკვე კარგია :-)
უკანა პლანზე, პერსპექტივაში მაშდამე, გვაქვენ წითელსახურავებიანი სახლები. სახლი არის შენი მეილ-ფიმელ საწყისების მორგება-შერიგების სიმბოლო.
წითელი.... წითელი....წითელი
ეხა თეთრი თუ ქალიშვილობაა წითელი რა გამოდის მაშდამე? მარ-ტალია, დაკარგული(ან დასაკარგი) ქალიშვილობა რომელიც აერთიანებს შენ სელფს, შენ ახლანდელ ექსპერიმენტებს , და იმას რაც პერსპექტივაში გინდა რო იყოს...
...და რა შეიძლება რო გინდოდეს (უნდოდეს შენ სელფს), პიროვნების გამთლიანება რასაკვირველია ...სიყვარული, სიხარული და ბედნიერება.
რასაც მეც მთელი სულითა და გულით გისურვებ ჩემო ტკბილო როკა-პო.