ისე, კაცი პეტერბურგში დაიბადა და გაიზარდა, ერთი სიტყვა არ იცოდა ქართული და რავი.... ეგეთი ნაცმენებისაა რუსული კულტურა საერთოდ, ამერიკელებზე რომ არაფერი ვთქვათ. ბალეტიც პეტერბურგში აქვს ნასწავლი (სხვაგან სად ისწავლიდა, კაცმა რომ თქვას?) და საერთოდ....
ეგეთი ქართველი ხომ პეტრე ბაგრატიონიც იყო, მაგრამ ძალიან საკითხავია კიდევ, თვითინდენტიფიკაცია როგორი ჰქონდა, ან მას, ან ბალანჩინს და უამრავ სხვას, ეგეთსავე "ნაცმენს". არ იყო ვითომ პეტრე რუსი გენერალი? ან ბალანჩინი რუს/ამერიკელი ხელოვანი? ნაბოკოვივით, რომელიც აგრეთვე რუს/ამერიკელი იყო და საკუთარ ბიოგრაფიაში წერს, რომ ვიღაც ყირიმელი თათრისგან, "Набок" -ისგან წარმოსდგება?
ბალანჩინი - ქართველი....? ეგრე ვაცლავ ნიჟინსკიც ხომ იყო პოლონელი?

და ხვიჩა და გოჩა კიდევ ხომ საერთოდ.....
* * *
chorven:)მართალი ხარ, ძეგლი პროვინციალურია, სამწუხაროდ.
და მე ჩემს სტუმრებს ჩვეულებრივ არ ვაჩვენებ - მანქანით ჩაუქროლებთ ხოლმე, მორცხვად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუმრებს უშუალო კავშირი აქვთ ხელოვნებასთან
This post has been edited by Johnnie Walker on 17 Jun 2008, 22:00