karlsoniგილოცავ!!!!!
სწორი პასუხი ვერ გამოიცანი,სამაგიეროდ 3 კაცი დააგოიმე

მეორეზეა ჯასთი,მესამეზე zen
დანარჩენები სამი ზნაეტე

კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ვარიანტებს,გადახედეთ,საინტერესოა

1. ეს ბავშვობიდან ძვალ-რბილში გამჯდარი გრძნობა იყო. იმ ტრაგიკული, უსახური და ბედნიერი ბავშვობიდან მომავალი, ასე ხშირად რომ შემოდის დღევანდელობაში, წასული რომაა და გარდაუვალიც. მაგრამ ახლა მოგონებები არ იყო ის, რასაც მთელი ჩემი არსება დაეპყრო - ეს სხვა იყო, ეს ჩემში იყო, ეხლანდელ ჩემში.
2. უცებ ზურგს უკან ფოთლების შრიალი მომესმა. ეს არ იყო ჩემი ბაღის არცერთი მცენარის ფოთლის შრიალი. კარგად ვიცი, როგორ შრიალებენ ისინი. ეს მათი საუბრის ენაა და მე მესმის მათი. მაგრამ ამჯერად სხვა ხმა მესმოდა. მკვეთრად, მთელი ტანით შემოვტრიალდი. ჩემს წინ მწვანე ფერის უცნაური მხეცი იდგა.
3.უეცრად მუხის ფესვებს ირგვლივ მიწა აფუვდა, გაირღვა და ნაგლეჯებად დაქუცმაცდა - სიღრმეში ბასრი ბრჭყალისმაგვარი რაღაც გამოჩნდა. მე ერთიანად დავიძაგრე და გამიელვა: "მოსახდენი ახლა მოხდება!" ბრჭყალმა უსწრაფესად ამოთხარა მიწა და სოროდან მწვანე მხეცმა ამოყო თავი.
ამ უცნაურმა არსებამ მიწის ნაფშვენები დაიბერტყა და სასწაულებრივად გრძელი ცხვირი შოლტივით მოიქნია. ადამიანის თვალები ჰქონდა. თვალების დანახვისთანავე უნებურად შევკრთი: მათ სიღრმეში ფიქრი მოძრაობდა, მოუსვენარი ფიქრი. ამ ნიშნით ეს ცხოველი მეც მგავდა და თქვენც.
4.ეს არ იყო რაიმე კონკრეტულის მიმართ შიში, ეს უფრო ძილში ქვეცნობიერად შეცნობილი დიდი საფრთხის მიმართ, სხეულის მიერ გამოვლენილი რეაქცია იყო, გუგუნი თანდათან იზრდებოდა და ჩემი შინაგანი ხმაც ამ გუგუნთან ერთად, ჩემი არსებიდან ზემოთ მოიწევდა და კივილად ამოსვლას ლამობდა. ისე საშინლად ვიკივლე, რომ ცოტა ხნით ჩემივე ხმამ ყველანაირი გუგუნი ჩაახშო. გაუცნობიერებლად წამოვხტი და ფეხებმა თვითონ მოძებნეს კარებისაკენ გზა. ამ წუთიდან ყველანაირი გააზრებული მოქმედება შეწყდა და მხოლოდ ინსტიქტები აგრძელებდნენ ჩემს დაცვას.
5. დამსხვრეული მანქანიდან სისხლში დამხვრჩვალი ჩანთა და გადახეული ტანსაცმელი ამოიღეს... ორი კაცი კარს მიუახლოვდა და ჩემი სახელი ჩასჩურჩულა მოახლეს. შიმამოტო სან, შიმამოტო სან, შიმამოტო სან - უკვე ორი წელიწადია რაც ამ სიტყვებით ვახელ თვალს.
6. ჩემს გარშემო ტემპერატურამ იმატა და უცბად ვიფიქრე რომ სიკვდილი მოვიდა. თვალები დამებინდა, მომეჩვენა, რომ ჰაერი ლივლივა გახდა და მუხა მწვანე ფოთლებით იმპრესიონისტის ნახატს დაემსგავსა. ფოთლებმა კონტურები დაკარგეს, ერთმანეთს შეერიენ, აიდღვიბენ. მთელი სხეულით დაჭიმული ვიჯექი და მხოლოდ მაშინ მოვეშვი, როდესაც ფოთლები ერთ მასად შეიკრენ, ჩამოყალიბდნენ და ჩემი ფანჯრისკენ გამოემართენ, უფრო სწორად, ერთი სხეული მოდიოდა, დიდი, მწვანე და სიგრილე მოჰქონდა. ფოთლები შრიალებდნენ და ამ შრიალში ჩემთვის ნაცნობი მელოდია ისმოდა. ვიფიქრე რომ ეს იყო სიკვდილი, დამამშვიდებელი სიგრილე აგონიის შემდეგ, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა მიმეღო ისე, როგორც ჩემი საკუთარი, წყნარად, აუღელვებლად.
7.და უცებ სიჩუმეში ტელეფონის ზარი გაისმა..
ტელეფონის ზარის გაგონებაზე ყოველთვის უსიამოვნო გრძნობას განვიცდი. დღისთ, სამასახურშიც კი, შეშფოთებული ვიღებ. ხოლო როცა ტელეფონი უეცრად ღამე აწკრიალდება, პირდაპირ, ცხოველური შიში ამიტანს ხოლმე.
და მიუხედავად ამისა როდესაც კარლმა დამირეკა --შენი ძმა მოვკალიო,და მთხოვა პოლიცია გამომეძახა მის ბინაზე, მე სრულიად დამშვიდებული ვიყავი: მხოლოდ ის იყო ვცადე გამომერკვია, რატომ ჩიდინა ეს.
This post has been edited by Tiko-Tiko on 13 May 2005, 00:59