აბა წავიდა... საინტერესო აბზაცებია
ვარიანტი 1.თუ დავაღწიე თავი ზამთრის
ავბედით ზრახვას
საგაზაფხულოდ მოყვავილე ატამს ვიშვილებ.
რომელიღაცა წლის ზამთარი იყო და თეთრ თოვლზე ცუტოს ფეხის ნაკვალევი რჩებოდა. პატარა ფეხი ჰქონდა ცუტოს და სწორი ნაბიჯები. მისი ნაკვალევი სახაზავით გავლებული გეგონებოდათ.
ვარიანტი 2.ეს იყო ძველისძველი ოჯახის, ნაკამურათა გვარეულობის კუთვნილი ბაღი, იმ ოჯახისა, ოდითგანვე რომ მოურავობდა საფოსტო სადგურთან მიშენებულ კეთილშობილ მგზავრთა ფუნდუკს.
ვარიანტი 3.ის კაცი, იქით რომ მოჩანს, ძალიან ეცნობა. უფრო სწორად, რაღაც სუნი აქვს. სუნი ეცა რომელიღაც ყვავილის. გონებაში რომ ჩაგრჩება რომელიღაც სუნი და ვერ გაიხსენებ, საიდან მოვიდა, ან რატომ მოვიდა. აი, ამ კაცმა მოიტანა ეს სუნი. მისმა გარეგნობამ ჯერ შორეული სურნელი გაახსენა და მერე გაახსენდა ის ბაღი და ალუბლის ყვავილი. მერე თქვა: ხო. ალბათ.
ვარიანტი 4.დაინახა თუ არა ეგრევე გაიფიქრა, რომ ჩამოჯდომა და დასვენება შეიძლებოდა. რამდენიმე ფოთლებგაცვენილი ხე იდგა, ერთიც სკამი, ხის დაბალი სკამი. უკვე ოთხი საათი სრულდებოდა, რაც მიდიოდა. სად მიდიოდა და რატომ, ამაზე ვერ ფიქრობდა, უფრო სწორედ, ცდილობდა არ ეფიქრა. წყალიც გაუთავდა მათარაში.
ვარიანტი 5."რა სისულელეა! რატომ ერქვა ედემის ბაღი? ედემი... ადამი... ევა...?" - წარმოთქვა ჩვეული სიდინჯით და მომნუსხველი მზერა ესროლა შებოჭილ მისიონერს. მისი დამფრთხალი სახის დანახვაზე, თვითკმაყოფილმა გადახედა გვერდზე მსხდომთ და ბამბუკის სავარძელში გადაწვა.
ვარიანტი 6.გაზაფხულის მშვენიერი დილა იდგა.ათასნაირი ჩიტის გალობა და ჭიკჭიკი ატკბობდა არემარეს.სამყარო ფხიზლდებოდა,და დილის მზე მცხუნვარედ ანათებდა დედამიწას.ადამიანების ხმაურიც კი არ ისმოდა,მხოლოდ ხანდახან ქუჩაში გამავალ ეტლს თუ მოჰკრავდით თვალს და ისიც უმალ თვალს მიეფარებოდა.ყოველი სულიერი ტკბებოდა ბუნების სილამამაზით.
განსაკუთრებით ლამაზი იყო ძველი ბაღი რომელსაც აქ მცხოვრებნი
დიდი მწერლის კუმა-კუმას სახელს უკავშირებდნენ.ხავსი ისე მოხვეოდა დიდ,ლამაზ ხეებს თითქოს სიცივისაგან შეწუხებულთ თბილი საბანი შემოუხვევიათო.და არვის ეგონა თუ ესეთ…….
ვარიანტი 7.ვისაუზმეთ, ოჯახში დადგა სიჩუმე, როგორც ყოველთვის ჩემთვის რამე რომ არ დაევალათ გავიპარე სამზარეულოდან და მიუჯექი ჩემ წიგნს, პატარა დროის მანძილზე ჩამეძინა და დამესიზმრა ისევ ის ბაღი რომელიშიც არაფერი არ ხარობს, ისევ ის ბაღი რომელიც ტირის, ისევ ის ბაღი სადაც მხოლოდ მე ვარ და მეტი არავინ...