ოჰოჰოჰოჰო
ადალბერტ ფონ შამისო
"პეტერ შლემილის უცნაური თავგადასავალი"
მოთხრობის ოთხი სხვადასხვა დასაწყისი 
ხუთი წუთის განმავლობაში ველი თქვენს სწორ პასუხს (ანუ, რომელია ამათ შორის ფონ შამისოს შათხზული

). რადგან სულ 2 მონაწილეა, პასუხი PM-ით გამომიგზავნეთ.
ვარიანტი 1.
ნოემბრის ერთ ჩვეულებრივ, წვიმიან დილას პეტერ შლემილი ჩვეულებისამებრ საუზმობდა მისი სახლის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ კაფეში. მაგიდაზე ორად მოკეცილი გაზეთი ედო, რომელსაც შიგადაშიგ ჩახედავდა და ერთ-ერთ სკანდალურ სტატიას ზერელედ კითხულობდა.
ვარიანტი 2.
ბედნიერი, მაგრამ მეტად მომქანცველი მოგზაურობის შემდეგ, ჩვენმა ხომალდმა ნავსადგურს მიაღწია. როგორც კი ნავით ხმელეთს მივადექით, წამოვკრიფე ჩემი მცირეოდენი ბარგი-ბარხანა, გავერიე მოფუსფუსე ხალხში და ნავსაყუდელის შორიახლო ერთ პატარა სახლში შევედი, რომელსაც სასტუმროს ფირნიში ამშვენებდა. ოთახი მოვითხოვე. მსახურმა თვალით ამზომ-დამზომა და მანსარდაში ამიყვანა. ცივი წყალი რომ მოვატანინე, დაწვრილებით გამოვკითხე, თუ სად შემეძლო ბატონ თომას ჯონის ნახვა.
ვარიანტი 3.
wenn auch der abend kalt und traurig ist
Und Regen rauscht,
Ich singe doch mein Lied zu dieser Frist,
Weiß nicht, wer Lauscht…
მე-4 დღეა ამ უცნაურ პალატაში ვიღვიძებ და გვერდზე დედაჩემს ვხედავ... მომნატრებია მისი მოხუცი და კეთილი სახე. 3 წელი გავიდა მისი გარდაცვალების შემდეგ, მე კი მისი თვალის ფერი უკვე დამვიწყებია... არ ვიცი სად ვარ ან რა დროა ეხლა!!! დროზე კონტროლი უკვე კარგა ხანია რაც დავკარგე (ან მქონდა კი ოდესმე)... ისიც აქ იქნება და ან შეიძლება კი სადმე სხვაგან იყოს?! დგას და ჩემს სუნთქვას უსმენს... ელოდება... მელოდება!!! წვიმა იყო პირველად მისი სიახლოვე რომ ვიგრძენი... ციოდა... დრეზდენი მაშინ გაუპატიურებულ ქალს წააგავდა.
ვარიანტი 4.
არასდროს გიფიქრიათ, რა ძნელია, როდესაც ღამის სიცივეში სასაფლაოსთან გიწევთ ღამის გათევა, მითუმეტეს, თუ ჯიბეში 20 პესო გაქვთ, მაგრამ ბედის ირონიით უახლოეს დასახლებულ სოფლამდე რამდენიმე ათეული მილი გაშორებთ? იქვე, დაბლა, მიტოვებული სოფლის ნანგრევებში დაძინება საშიშია, რადგან აშკარად ჩანს, რომ სოფელში შავი ჭირი მძვინვარებდა, ხოლო ტყეში კი გარეულ ცხოველთა ბატონობაზე უამრავი ფაქტი მეტყველებს... მაგრამ მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.