#3436718 · 15 Jul 2006, 02:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კაცია ადამიანი!?
ეს დღეც დადგა, როგორ უცნაურად ჩანს ყველაფერი, უფრო კი არაფერი, ლანდი წარსული დიდებისა, მთელი თაობის კუმირი... ამ დროს კი საკუთარი ძალად ბიძაშვილის პინოქიოს უცხო ხატება, ისტორია მხოლოდ მას ცნობს, გრძნობს რომ მეორე ხარისხოვანია. იყო დიდების დღეები, მალვინასთან გატარებული აგრეთვე დიდებული წამები, მაგრამ რა?! მიუზიკილი, ფილმი, გადაცემა, წიგნების ფურცლებზე და ყდებზე გამოხატული პორტრეტები ოქროს გასაღებთან ერთად, იმ გასაღებთან რომელიც მაინც სხვის ხელში აღმოჩნდა და ახლა ქუჩაში არყის ბოთლით ხელში კვდება, გამვლელიც კი რომელიც მის ჭეშმარიტებაზე გაიზარდა ვერ ცნობს და ხურდასაც არ უყრის. ის ყველგან გამოაგდეს, აღმოჩნდა რომ მისი ადგილი არსად არის და დიდი იმპერიის პატარა შვილი ასე უპატრონოდ და მივიწყებული კვდება. ყველა დროს თავის გმირი ჰყავს, ისიც გმირი იყო, დისიდენტიც, ის ხომ ყველაფერს აუმხედრდა, მის ხელში გაიარა ახლანდელმა ცხვირმოუხოცავმა თაობამაც, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ტყუილი იყო, ისეთივე როგორც პოპოვის მიერ გაკეთებული მარკონის რადიო. მას უნდა რომ გაიბრძოლოს და თავის სიმართლე თქვას, მაგრამ პიეროს მონაგარმა ჩაიგდო ყველაფერი ხელში. მას უნდა რომ განაცხადოს, მაგრამ მალვინას ნაშიერნი კარნახობენ ქალურ ბედნიერებას. სასწავლო ცენრები დაიხურა და მის სიდიადეს ვეღარავინ გრძნობს, ის იმ ვეშაპის მუცელშია რომელსაც ერთხელ უკვე ზღაპრად დაუტყდა, მაგრამ სინამდვილეში ვერ გაექცა, ბედმა აქაც უწია, რეალური ვეშაპი კულტურულ მონსტრად მოევლინა, ხოლო მის ოქროს მოსხმულ ხეს როგორც ყველა გენიოსის ნამუშევარს სხვა დაეპატრონა. პლასტმასის ხელოვნებამ ნატურალური ხის ნათქვამი ფრაზა შეჭამა, ციფრებმა წალეკა მექნიკური სიდიადე, მეტალმა წაიღო ყური და ბუნების ჰარმონია დაარღვია. ეს სულ სხვა საუკუნეა, სხვა დროა, ამბობენ რომ ის არასდროს დაბრუნდება. მაგრამ ბურატინო მაინც მივა პიეროს გამართულ დღესასწაულზე, მაინც ნახავს ძველ მეგობარს, მალვინას ოთახ გამოვლილი ეტყვის კიდეც რომ ის სხვა ელოდა და ვერ იცნო, უკან მობრუნებული დაინახავს ნაგვის მანქანის ფონზე მისკენ მომავალ ბავშვობის თანამებრძოლის ლანდს, რომელიც მანქანასთანვე ერთად გაუჩინარდება და ბოლოჯერ მოუსმენს დიდ რუსულ და საბჭოეთის ჰიმნს, თავახდილ ავტომობილებში მსხდომ ლაწირაკების, თანამედეოვედ წოდებული თინეიჯერების მიერ შესრულებულს.
This post has been edited by მირიან on 15 Jul 2006, 03:30
--------------------
ბლიად...
|