კიდევ დაემატა 50-იოდე სურათი და გრძელდება ატვირთვა, შემოგევლოთ ამიგო
ჩაკრულოჯამბაკურიhumanoidiდათიკომე და დათიკომ ცოტათი კი ვილაპარაკეთ ამ საკითხებზე. ჩემი აზრი ასეთია:
1. ფორუმელთა შეკრება 2006 წელს ძალიან კარგი იყო. შესრულდა უამრავი სიმღერა და დღემდე არ გამნელებია მიღებული სიამოვნება. დათიკო შეეცადა და წინა წელსაც ჩაერთო რეპერტუარში თანამედროვე ესტარდაც და გარკვეულწილად გამოვიდა, თუმცა თუ არ ვცდები მხოლოდ 1 ჯგუფი მონაწილეობდა.
2. წელს აშკარად გაიზარდა ასეთ საღამოზე დასწრების მსურველთა რიცხვი, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ეს არის წარმატება. ახლა საჭიროა გაცილებით დიდი ყურადღება მიექცეს საღამოს დაგეგმვას, იმიტომ, რომ გაიზარდა დამსწრეთა ინტერესების სფერო და ამოდენა აუდიტორიის მოხიბლვა, ისე რომ გულნაკლული არავინ დარჩეს არის ძალიან ძნელი. ამიტომ შემდეგში საღამოს დაგეგმვაში მეტი ადამიანი უნდა იღებდეს მონაწილეობას (საყვედურს პირველ რიგში საკუთარ თავს ვეუბნები

).
3. გაჩერება არ შეიძლება! მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ და გამოგვივა უკეთ და უკეთ.
ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საღამოსთვის, წინწყარო-ს დებიუტი მშვენიერი იყო (ჩაკრულო და სხვა ყველა სიმღერა უკვდავია ..., გიტარა მიყვარს ძალიან, ...), "ძალიან ბნელა"-ს თავის გამორჩეული ადგილი აქვს (ვთქვი უკვე ადრეც), აბანოიდურ სიმღერებს თავისი ადგილი და შეიძლება შემდეგში კიდევ გამოჩნდეს რამე პიკანტური და ახალი.
მთავარია მოხერხდეს სწორი განაწილება და თემატურად კარგად დაყოფა.
დათიკოაი რა შარში გაყავი თავი

მაგრამ არ მიატოვო, მესამე საღამო ერთად დავგეგმოთ