საჩუქარი ჩემგან..
ეს შენ

...
შევეცადე ჩემებურად მომელოცა..
----------------------------------------
მესმის ხმა.
აუღელვებელი ხმა;
მოშვებული ონკანის,
ჩემი არშემდგარი მეგობრების ხმა.
დღეს ჩვენ გავალთ ქუჩაში.
და ამ ცხოვრებასავით უმიზნოები კიდევ უფრო უარსოდ გავაუფერულებთ ქუჩების ნაცრისფერს..
მესმის ხმა...
ფრანგული ენის,
გადახსნილი კალაპოტების,
ალისფერი მდინარეების,
პლაგიატების ხმა მესმის...
ეს ვიღაცამ უკვე თქვა,
აანთეთ წითლად ჩემი ნერვები!!!
პლაგიატების ხმა მესმის...
ჩვენ ყველაფერის მერე,
გავალთ ქუჩაში...
და ჩვენი უიმედობა ვარსკვლავური დიდებით ამობრწყინდება ორ ზღვას შორის..
რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში.......
სადაც ბავშვებმა ზეპირად იციან ჰიმნი...
და მღერიან...
უსასრულოდ,... სიხარულით..
გაღიმებული სახეებით მღერიან.
ბედნიერება დაბრმავდა.
ბედნიერია ყველა.
ჩვენ ვცხოვრობთ საფოსტო ყუთში, სადაც ყოველი დღე, ყოველი უაზრო დღე,...!!!!
...უმიზნოდ ელოდება წერილობითი სახით გადმოცემულ უმიზნო ემოციებს...
ჩვენ კარგად გვესმის ,ფიზიკოსებს აქვთ ნერვოზი.
ჩვენ ხომ საკუთარ შეგრძნებებს ვიჩხერთ ამ დროს...
არ თქვათ რომ პატარა ვარ და ნიჭიერი...
ბედნიერება დაბრრრრრრრრრრრმავდა.
აანთე ჩემი ვენები.
ისინი გელიან... ძალწართმეული ოცნებებივით ,
გამოწუწნული კანფეტივით,
ჩემი უმიზნო მეგობრებივით გელიან....
და ყველას ესმის ხმა...
აუღელვებელი, უემოციო ხმა...
ჩემი მწვანე ოცნებების
და...
ულტრაიისფერი სხივების ხმა.
აანთე ჩემი ნერვები!!!
---------
დოკუმენტური პოეზია.. 5 თებერვალი
სანდრი
This post has been edited by erttetriani samepo chai on 12 Feb 2007, 23:30