თქვენისთანა პატიოსან ხალხს ასეთი მაღალი სიტყვა რომ დაგიხარჯავთ, ავღელდი და დავიმორცხვე.
ამ მიხოს რაღა ვუყოთ? მე უკვე გამზრდელის თუ შემქმნელის კომპლექსი ამიმუშავდა და, მართალია, მიხოს ჯერ არაფერი დასაძრახი არ ჩაუდენია, მაგრამ მზერა უკვე დამბაჩისკენ გამირბის. ასე რომ თვითონ მიხოს ვაძლევ ხელში დამბაჩას. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ...
----------------------------------------------------
მამამთილ-დედამთილი მოგონებებს მოეცვათ. მეზღაპრეებივით მოლაყბეობდნენ. მოიგონეს მოტრფიალეობის, მინჯურობის მომენტები. მუსიკაც მიუსადაგეს, მიუმღერეს, მიუღიღინეს. მაგრამ მარტომყოფებობა მოჰბეზრდათ. მოდი, მეზობლებს მივეფეროთო, მოაფიქრდათ. მეზობლებს მოუხმეს. მანამდე მტრად მოკიდებული მეზობლები მოლბნენ, მოქრისტიანდნენ. მამამთილის მოწეულ-დაწურული მუკუზანიც მოჰნატრებოდათ. მოკლედ, მიპატიჟება მიიღეს. მალევე მიაკითხეს მასპინძლებს. მათაც მიიტანეს მისაჭმელ-მისასმელი.
მამამთილმა მარტო მოინდომა მაგიდის მილაგ-მოლაგება, მეუღლე მეზობლებთან მასლაათისთვის მიუშვა. მართალია, მისაჭმელ-მისასმელი მრავლად მიართვეს, მუკუზანითაც მოვსებულიყო მარანი, მაგრამ მაინც მიეპარა მოშიშარობა -- მთელი მომდურებული მეზობლობა მარადიულ მტრებად მომეკიდებიანო, მგონი მარიფათი მომაკლდაო, მეუღლის მოხმობა მომიწევსო, მერყეობდა. მერე მიხვდა -- მონატრებოდა მეზობლობაში მარტის მომსუსხველობაზე, მარწყვის მოყვანაზე, მინდვრის მარგვლაზე მოლაყბე მეუღლე.
მეუღლე მეზობლებიდან მოდიოდა. მძიმედ მოაბიჯებდა. მოსაკითხიც მოეკითხათ - მჟვლის მურაბა მოჰქონდა მისუსტებული მარიამასთვის. მოსაღამოვდა. მოუახლოვდა მამულს, მოავლო მზარა, მოქუფრულიყო, მოღუშულიყო, მელნისფერი მოჰფენოდა მიდამოს. მოწყენილიყო მოწნული მარანიც, მარიამას მირეცხ-მორეცხილი მაისურებიც მობუზულები მოჩანდნენ. მეინახეების მიყრილ-მოყრილი მიელაგებინა მიხოს - მიწოლილიყო და მიეთვლიმა...
"მე მაინც მოვალ მოცვის მერქნით მოპირკეთებული მოდერნი მარშრუტკით", მიეალერსა, მიესიყვარულა მთვლემარე მიხო მოგონებებს.
მერამდენედ მოელანდა მოდერნი მარშრუტკა. მარშრუტკაში მოწვა მაშინ მიუნხენელი მზევინარი, მარტის მილეულზე. მრავალი მარტი მიილია მას მერე. მაგ მარტიდან მოკიდებული მარტის მამალივით მოფორიაქებულია მასზე მოფიქრალი მიხო. მას მერე მრავალი მოლანდება მოჰყვა მარშრუტკაში მათ მიჯნურობას.
მკითხველო, მგონი მარიამასაც მოელოდი მიხოს მოგონებებში. მაგრამ მთვლემარე მიხოს მოდერნი მარშრუტკაში მარტო მზევინარი მზეობდა. მარიამი მხოლოდ მარანში მოფუსფუსეობდა მის მამაკაცურ მემუარებში.
მიუნხენისკენ მიუწევდა მზერა, მზევინარისკენ. "მაგის... მაცოდინა მაინცა, მიუნხენშიც მიდი-მოდიან მარშრუტკები?" მოაფიქრდებოდა მიხოს. მითომ მიჯნურობა მარტო მარშრუტკაში მოდიოდეს, მარტო მელიქიშვილზე მოსიარულე მარშრუტკებში. მერე მარიამი მოაგონდა. მთქნარება-მთქნარებაში მოუფხიზლდა მზერა.
მოდი, მოდიო - მიაძახა მოგონებებით მოქუფრულმა მიხომ მარიამს. მალ-მალე მოაგონდებოდა "მზეო- მზევინარ...." მაგრამ მისკენ მოხუცი მარიამი მოდიოდა მარნიდან ...
_მაშ, _ მზაკვრული მზერა მოავლო მიხომ მიდამოს, _ მომიხვედი, მარიამოო?
_მეხი! მეხი!!! მეხი მიგათხლიშე მაგ... - მარიამს მეტად მოუნდა მობერებულ მიხოსთან მხიარულად მიკოტრიალება მახლობელ მარანში, მაგრამ მოერიდა.
_მე მერიდებიიიი? მენააა? - მიუხვდა მიხო.
მიხომ მინდორში მდგომ მიფეხვილ მიწურამდე მიაცილა მარო. მაროს მოშვებული, მობერებული მკერდის მოხილვისას მიუნხენში მიკარგული, მაღალმკერდიანი მზევინარი მოაგონდა მყისიერდ, მაგრამ მოიშორა მზევინარის მოლანდება, მიეკრო მაროს მკერდს, მიეთბო:
- მომნატრებიხარ, მადლიანო!
მარიამიც მხრებზე მოეხვია, მადლიერმა მიხედა მის მოხუც მეგზურს ... მოდი, მომეალერსე მალე მიხო, მონატრებულო... მოდი მოსულან მინამ მეზობლები, მოვუძებნივართ მინამ მიწურშიც
მარიამმა მაინც მიანიშნა მიხოს, მოდი, მარანს მივაშუროთო. მიაშურეს, მაგრამ მარანი მიეხურათ მეზობლებს.
მიხომ მარდად მოისაზრა: მოდი, მარიამოო, მე მეგულება მეტად მშვიდი მიდამო, მანდ მივკოტრიალდეთო.
მარიამიც მორცხვად მიჰყვა.
მიჰყვა, მიჰყვა, მაშ. მორცხვობა მხოლოდ მოსაჩვენებლად მიიტმასნა, მოქალაქეობრივი მოვალეობასავით.
- მმმ! - მიხოს მოთმინება მიელია, მშვიდი მიდამო მეტად მოშორებული მოეჩვენა, მოცდა მოეზარა.
- მმმ! - მთვრალივით მილულა მზერა მიხომ.
- მაიცა, მიხო, მეზობლების მასხრად მაქცევ! - მუჯლუგუნი მიჰკრა მარიამმა.
მოულოდნელად მარომ მოიწყინა: "მართლა მაინც მინდოდეს მიხოს მოფერება"
"მეზობლებს მოვიმიზეზებ ...
მწუხრი. მიკიოტი მუხაზე;
მიხომაც მოიწყინა. მალერის მეხუთე მოაგონდა. მეცხრე მოსწონდა, მაგრამ მეხუთე მოაგონდა. მოსევდიანდა. MP3-პლეიერს მოვაკვლევინებო მელანქოლიას. მარიამს მიეფერა, მერე მაკინტოშის მოკომპიუტერო მანქანას მიაშურა. მოკომპიუტეროს მიტომა, მეგაბაიტ-მეგაჰერცებში მოიკოჭლებდა. მაინც მანქანობდა. მაინც მუშაობდა მუშურად. მიხოს მოფორუმეებთანაც მოენატრა მუსაიფი. მალერის მოყვარულები მომრავლებულიყვნენ მოფორუმეებში (მარიამი მაინც მოცარტს მეტად მიეტრფოდა. მონტევერდიც მოსწონდა. “მონტე”- მოშორებული მილანელი მეოპერეც).
მიხო მაკინტოშის მონიტორს მიშტერებოდა. მალერელები მიმალულიყვნენ. მაშინ მაილსელებს მოვინახულებ, მოჯაზე მაილსიც მაგრა მაკაიფებსო.
მარომ მყისვე მარანს მიაშურა... მაილსი... მიხო... მოშორდნენ, მომწყდნენ. მარტოს მეკაიფება მარანში მოჯდომა... მოვწრუპავ მუკუზანს, მწვადსაც მივატან... მერე? მივწვები მარტოკინა, მოვიგონებ მეგობებს, მკვდარ მშობლებს... მივხედავ მთვარეს, მოვუსმენ მოდუდუნე მდინარეს... მიმეძინება... მესიზმრება მოსანახულებლად მოსული მომდურებული მეზობლები, მიხოც მეზმანება მთვრალივით მოძალებული.... მივიდე მიხოსთან მკურნალად? .... მიერულა.
"მოგონებებმა მოაკითხეს: მზია, მერი, მაკა... მაროც მიათვალა.
მარტინი მოსვა.
მერე მედეა მოაგონდა. მეტისმეტიაო! - მიხვდა. მიმტანი მოიხმო.
მარტო მოდიოდა. "მოლბოროს" მოუკიდა. მიანაფაზა.
მერე მობილურზე მოუმესიჯეს: მოდიო!
მერცია მეძახისო?! - მოულოდნელად მოუნდა მერცია.
- მერცია მაღალი, მრგვალმკერდიანი მერცია ... - მიამღერა. მეტროს მიაშურა. მიასწრებდა. "
მიხო მოთხრობის მთხზველობას მოსწყდა. მიაშტერდა მონიტორზე მიკრულ მინაწერს: Memento mori. "მორი!" მოაგონდა. მერე მარნის მიღმა მიგდებულ მორს მიაცქერდა მოაჯირს მიყუდებული. მონტეკრისტო მარკოზაშვილს მოეჭრა მისთვის, მელაანელ მეტყევეს. "მოსავლელი მაქვს მაგ მორი." მერე მაკინტოშს მიუბრუნდა, მოთხრობაზე მუშაობას.
"- მერცია მაღალი, მრგვალმკერდიანი მერცია ... - მიამღერა. მეტროს მიაშურა. მიასწრებდა. " მეტის მოფიქრება მოუჭირდა.
....მოთხრობაზე მუშაობას მიუბრუნდა, მელნისფერი მწკრივები მოუწესრიგებლად მიმორბოდნენ მონიტორზე, მეყსეულად მიელულა....მალფრთიანი მენადები მირაჟების მოოქროვილი მტვრით მოფენილ მორევში მიაქანებდნენ. მოიისფრო მოსასხამიანი მატადორები მოელანდა, მეწამულ მულეტებს მოაფრიალებდნენ, მარმაშისკაბიან მახებს მოქარგული მანტილიები მოესხათ, მალულად მზერდნენ მგლისმუხლა მხედრებს, მხედრები მიმოჰქროდნენ მოლისფერ მანეჟზე, მედგრად მართავდნენ მერნებს....მიგელმა მშვილდივით მოზიდული მზერა მასისკენ მიმართა.... მიკვნესისო, მიბორგავსო, მიფეთქსო მკერდი, მარიას მზერით მონუსხული....მახსოვს, მევედრე,მარია, მე მომიძღვენიო მაგ მკვდარი მხეცი, მაგრამ მე რომ მოვკვდეო, მარია, მხეცი მოგიძღვნისო მაშინ მოუღლელ მეტრფეს, მენესტრელს, მანდოლინის მაგივრად მახვილით მომღერალს.... მხეცმა მიწას მიაქშინა, მატადორს მიაშტერდა....მარია, მინდა მხეცის მზერაში მანკიერების მისხალს მივწვდე, მივაყუჩო მკერდში მოფაჩუნე მღილი.....მაგრამ მხეცი მხოლოდ მხეცია, მარია. მეტრფე _ მეტრფე.... მაპატიე, მარია, მხეციც მაპატიე, მენესტრელიც...
მონიტორთან მჯდომი, მოგონებებმა, მოთხრობამ მოთენთეს მიხო. მომშივდა კიდეც.... მარია... მოუღლე - მარო მოაგონდა, მგონი მარანში მეგულები, მუკუზანსაც მოვსამდი მცირედს, . . მარანს მიაშურა.
მინაზე მალულად მიუკაკუნეს მაროს, მელაანელი მეტყევე მარკოზაშვილი მიკვროდა მინას, მარო მონდომოდა...
მოხვედი მაინც? მაროს მუშტში მონტეკრისტო მარკოზაშვილის მირთმეული მარგალიტის-მარცვლებიანი მძივი მოებღუჯა. მოხვედი მარკოზ?
მიხო მარნისკენ მიდიოდა, მოთხრობის მძაფრი მონაკვეთებით მოთენთილ-მობეზრებული, მოშიებული, მუღუშული, მცირედ მრისხანე ...
მალე მარო მელაანელ მარკოზს მიუალერსებს... მშიერი მიხოც მივა მარანში მალე...
მაგრამ მიხო მოთხრობას მისჯდომოდა. მოაგონდა მთვლემარეობისას მოზმანებული: მიგელი, მარია, მერნები, მახვილით მომღერალი მენესტრელი... "მაგის მუზა მამცა მოთხრობის მწერალსაცა!" მერე მონიტორს მიხედა. "მუზა, მუზა", მე მაგის... მოეშვა, მოითენთა. მაღლა მრუმე მოლანდებებს მიაშტერდა.
მაინც მოფორუმეებმა მოსწყვიტეს მუშაობას. მალერის მონატრებამ მოაკითხა. მაგრამ მალერის მოყვარულებში მორისონელიც მოკალათებულიყო. მორისონი მიყვარსო, მჭევრმეტყველებდა. მოდერატორსაც მოუყრუებდა. მეტიც, "მვორნე, მოდერო, მვორნეო," მოითხოვდა. მაგრამ მოდერატორი მოიწერა, მოქანცული ვარ, მაგის მაზოხისტურ მესიჯებს მერე მოვუვლიო.
მიხო მორისონთან მწყრალობდა. მუსიკის მოყვარულებს მოეშვა, მასმედიას მიაკითხა…
* * *
მეორე მელოდიაზედ მისამღერი:
~მამა მოძებნიდა მორისონის მუზას, მაგრამ მისი მიკვლევა მეტად მიუვალი მთების მოგრაგვნით მოუხდებოდა. მამას მიზანი მიუღწევლად მოეჩვენა. მამამ მუზის მივიწყება მოინდომა. მან მთელი მსოფლიოს მოაზროვნეებს მიმართა მუზის მისავიწყებლად, მაგრამ მორისონის მუზა მის მოსვენებას მართავდა მახვილი მეხსიერებით: მორისონის მუზა მამას მუდმივად მიუმეზობლდა მძიმე მახსოვრობის მტკიცე მარწუხებით. მამამ მოსვენება, მორისონის მუზის მოსაძებნად მიმავალმა, მიუვალ მთებში მიაკარგა. მუზის მიგნება, მისი მიკვლევა - მამის მუდმივი მიზანი. მუზა მიეფარა მამის მხედველობას, მან მაინც მიაშურა მიუვალ მთებს, მიქანცულმა მიმოიხედა, მუზას მიმართა მკვნესარე მეტყველებით: მუზავ, მუზავ, მოდი, მომიახლოვდი, მე მიჭირს მოსვლა, მთები მიუვალია, მე მათ მრუმე მღვიმეებში - მიუსაფარი, მოისმინე მუდარა, მოდი, მომეახლე, მიწილადე, მუზავ, მოალერსება. მუზამ მიიღო მისი მწარე მომუდარება, მივიდა, მიუახლოვდა მიუსაფარს, მერე მგზნებარედ მიანიჭა მოფერება მწველი მიალერსებით.~
მესამე მელოდიაზედ მისამღერი:
~მუზისთვის მინდოდა მირიადი მოთხრობა. მინდოდა მისი მწველი მოალერსება მეგრძნო...მოციმციმე მონიტორზე მრგვლოვანებით მანიპულირებაც მხოლოდ მისთვის მეტაფორების, მეტაფიზიკის, მეტალირიკის მისაძღვნელად მინდოდა, მიგელი, მარია, მატადორები, მახები მე მოვიგონე, მისთვის მინდოდა მეთქვა, მოგებული მეტრფე მხოლოდ მირაჟის მორევია, მოლანდება, მოოქროვილი მტვერი, მიწისგან მოზელილი მოგელი, მირაჟის მიღმა მხოლოდ მენესტრელია, მუზისთვის მომღერალი მენესტრელი.....~
მიქაელ მოდრეკილის მანუსკრიპტზედ მინაწერი:
~მაესტრომ მიგვატოვა მოფუთფუთე მ-ები მატლებივით მღრღნიან, მინდა მტრედისფერ მონიტორზე მილიონი <მ> მოვქსოვო, მოვქარგო და მოვაგვირისტო....მაესტრო! მოვერცხლილ მთვარეს მოგელი მგელი, მინდა მოგითხრო მონაცრისფრო მანდილზე მიმობნეულ მოყვითალო მანდარინებზე, მშვენიერებაზე მინდა მოგითხრო.... ~
* * *
მიხოს მაღალი მატერიები მობეზრდა. მოთხრობაც მოყირჭებოდა. მაგიდაზე M&M-ის მოტკბო მარცვლებივით მიმობნეულ მასრებს მოავლო მზერა. მაკაროვი მომართა. მერე მოატრიალა, მკერდზე მიიბჯინა. მისი მზერა მაკინტოშის მონიტორზე მიწერილს მოხვდა მაშინდელივით: memento mori.~მარკოზაშვილის მორისთვისაც მიმიფურთხებია, მარკოზაშვილისთვისაც, მთელი მსოფლიოსთვისაც... მარო მეცოდება...~
მიხოს მორჩენა-მოკვდინება მკითხველისთვის მიგვინდვია...
This post has been edited by Blue Note on 29 Jan 2008, 05:01
There's only Alice.
---------------------------------
"ერთი დარტყმით მოვკალ შვიდი!" (გულადი თერძი)