Mariettaრახან ავტობუსი, თანაც ვარდისფერი, ეს გამახსენდა:
გაჩერება
მე ვდგავარ გაჩერებაზე შუაღამისას
ბებერ ქალთან და გოგოსთან ერთად
რომელსაც ვერასდროს ვერ შევიყვარებ
და იმ ავტოუსს ველოდები
რომელიც აქ არ დადის.
და ყველა მგზავრი ამ გაჩერებაზე იმ ავტობუსს ელოდება
რომელიც აქ არ დადის,
და არც ივლის არასდროს.
და მგონი უკვე ყველა ხვდება ამას, მაგრამ
ჯერ არავინ გამოტეხილა
მერე ფეხით მოვა ავტობუსის მძღოლი,
რომელიც საშინელ ამბავს გაგვაგებინებს
რომ ამაოა ჩვენი ლოდინი
რადგანაც მძღოლი სწორედ ის არის
და ავტობუსი სულაც არა ჰყავს
ბილეთებზე რომლებიც წინასწარ გვაყიდინეს
ჩვენი სხეულების პარამეტრები დაუწერიათ
და ამ ზომების მიხედვით
ჩვენ აგვიწყობენ საწოლებს,
რომლებშიც ჩვენ ჩავწვებით და
საგულდაგულოდ შეგვინახავენ
მე გამიჭირდება მაგრამ მაინც
მივიღებ ურთულეს გადაწყვეტილებას და
ამაღამ დავიწყებ კვდომას
რომელსაც მერე სადღაც
მომავალში უსათუოდ დავასრულებ.
და მე მექნება იმედი,
რომ როდესაც შენ ამ გაჩერებაზე მოგიწევს დადგომა
ვერასოდეს გაიგებ რომ ტყუილად იცდი.
იორიკი.
როცა ეს ფოტო ვნახე, აქაურობა გამახსენდა ძველი იუზერებიტურთ, დაკარგული მარგუშა, დოლი, კვისი და ა.შ
ყვალა ჩვენებურად შეხვდა ახალ წელს......................................
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..
მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge