еrisenaამას შენთვის დავდებ

ლურჯი ბოტები
გუშინწინ ყვითელ ავტობუსში ავედი , ძალიან დაღლილი, ავიღე ბილეთი, შევარჩიე მოხერხებული ადგილი და დავჯექი. უკვე მუსიკებს ვეძებდი mp3 -ში რომ ტვინი გადამეტვირთა, როცა მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და გავიგონე :
-უკცრავად ლარიანის ვერ დამიხურდავებთ?-ალბათ ბილეთი უნდა იყიდოს გავიფიქრე. სანამ ჯიბისკენ წავიღებდი ხელს (საფულე არ მიყვარს, ყოველთვის ჯიბეში მიყრია ფული) ხმას ავხედე და მუხრანის გაღიმებულ სახეს წავაწყდი. ათი წელია რაც საბერძნეთში გადაიხვეწა, ბოლოს სამი -ოთხი წლის წინ ვნახე. მოსუქებულიყო, უფრო სერიოზული ჩანდა,თუმცა თვალები ისევ ისეთი მხიარული ქონდა, ათასი ბავშვური ეშმაკობებით სავსე.
ერთმანეთის ნახვას ისეთი ამებების ამოქექვა მოჰყვა წარსულიდან ,მთელ ჩვენს ეზოს რომ კრავდა.
-გახსოვს ეთერა ბაბოს ადესას რო ვაპარავდით?
- მერე რომ გვეჩხუბებოდა ისიც მახსოვს
-წვიმის დროს ჩვენს ეზოში ყველაზე დიდი გუბე რომ დგებოდა?
-ეხლაც ასეა მუხო,უბრალოდ ისეთი დიდი აღარ არის "
-შენ რომ გეცვა ლურჯი ბოტები,ნაწვიმარზე გუბეში შერბოდი და შუაში დგებოდი.ამბობდი წყალგაუმტარიაო.
-ხო და ყოველთვის სველი ავდიოდი სახლში -მეღიმებოდა უკვე
- ჩემი დესნიდან რომ გადმოვარდი გახსოვს?
დავფიქრდი და …უფ, ახლაც მეტკინა ზურგი. მოსახვევში ვერ დავიმორჩილე და მოვსრიალდი,ველოსიპედი იქით გადავარდა და მე აქეთ.ნაიარევი დღემდე მაქვს ფეხზე.
-მაშინ ხმას რო არ იღებდი მეგონა მოკვდი…
მოგონებების ძაფი იშლებოდა ,იშლებოდა, გრძელდებოდა და ყველა სახე, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი ბავშვობაში , ჩემს თვალწინ ტრიალებდა: ფეხბურთი ,ომობანა ,შვიდქვაობანა ,დამალობანა,ზაფხულში წუწაობა და მერე მზეში გასაშრობად გაუნძრევლად დგომა.
-მარ ,ჭიაკოკონობას ყველაზე დიდი ცეცხლი ვის ეზოში ენთო აბა?
-ჩვენი -ვიცინი და ლოყა მეჩვრიტება
ჩვენი ჭიაკოკონა მეოთხე სართულამდე ადიოდა,სხვა ეზოებიდანაც კი მოდიოდნენ რომ ენახათ. ჩანავლდებოდა თუ არა-სამი -ოთხიიი.. პირველი კამიკაძეები გავიქცეოდით და ვახტებოდით ამ ცეცხლს.უფ,ვიტუსებოდით,ვშავდებოდით და სახლში ასულებს ბოლოს სუნი და გადევნილი ეშმაკების ლეგენდები აგვქონდა.
-ილიას საფლავზე მიდიხართ ხოლმე?
ისეთი გაიხსენა, ვინც ყველას დაგვაკლდა. თორმეტი წლის ვიყავი მე ,ილია -ცამეტის.ტვინის სიმსივნეს ეხლაც ვერ შველიან...პირველად მაშინ მივხვდი რა იყო სიკვდილი.
-მისი დასაფლავების შემდეგ აღარ ვყოფილვარ მუხო. დაბადების დღეზე ვიკრიბებოდით ხოლმე ეზოში ჩვენი ხის ქვეშ და ასე , ამ შეკრებით ვიხსენებდით.
სერგო იყო ჩამოსული ჩემთან-უცბად შეცვალა -თემა გზად შემომიარა .
-სერგო,სერჟა. გახსოვს, როგორ ბრაზდებოდა სომეხივით შავო-თქო რო დავცინოდი.
-აბაა -იცინოდა მუხო
ვიცინოდი მეც და მთელი ავტობუსი ჩვენ გვიყურებდა
-ახლა რას აკეთებ მარ , როგორ მიხარია რომ აქ ხარ.
-ახლა რა ვიცი ვმუშაობ,მიყვარს ,ვწერ.
-პირველი ორი აუცილებელია და მესამე ვერ გავიგე. რას წერ ?
-ზოგადად ვწერ, ლექსებს ვწერ ხანდახან
-ჩვენზე დაწერე რამე,ბავშვებზე ?
-არა მუხო -ფანჯარაში გავიხედე
-კარგი,არაუშავს, მე ხომ ვიცი, რომ დაწერ და მერე გამომიგზავნე და მანახე, გესმის გოგო შენ? ჩემს ხელში ხარ გაზრდილი და იცოდე, თუ არ მომეწონა, ყურებზე ხახვს დაგაჭრი.
-კარგი, კარგი, გპირდები რომ დავწერ.
-კარგი აბა, მე ოცდაშვიდში უკან მივდივარ და ვეღარ ჩამოვალ კაი ხანი. უბანში შემოვივლი ,იქნებ ვინმე იყოს ჩვენიანი და ვნახო . შენ რომელზე იქნები სახლში?
-შვიდის მერე სულ მცალია.
-ვეცდები კიდევ გნახო.
- ჩასვლის დროა ჩემი-გადავკოცნე და ჩასასვლელისკენ წავედი
-დაწერე, გესმის ? არ დაივიწყო არაფერი.სულ დაწერე- მომაძახა უკვე დაძრული ავტობუსიდან.
საღამოს გზად სახლისკენ ჩვენს ეზოს ჩავუარე. ბავშვები თამაშობდნენ , წვიმას იწყებდა და ნერვიული დედები ავინებიდან ეძახდნენ უკვე-არ დასველდეთ,სახლში ამოდითო..სწრაფად
ავირბინე ფართო კიბე ,გასაღები მოვარგე კარს და წვიმას შევასწარი სახლში.
-ხვალისთვის დიდი გუბე დადგება ჩვენს ეზოში,-ვფიქრობდი ჩემთვის -,ყველაზე დიდი