ეხ, ძალიან მინდა რომ კარგი იყოს, მაგრამ ყველაფერი რაც ვნახე ტოვებს შთაბეჭდილებას რომ მოგებაზე ორიენტირებული შოუა და ოღონდ ინტერესი და მოგება ჰქონდეს და არც ტრადიცია და არც არაფერი არ იქნება გათვალისწინებული.
ჯერ ერთი შიშველი კაცის გამოსვლა სცენაზე რომელ ქართულ ცეკვაში ყოფილა. მერე რაც ვნახე სიუჟეტი ზუსტად იგივეა რაც ძველ Georgian Legend-ში იყო, ოღონდ გადაკეთებული ისე რომ იგივენაირად ჩანდეს, მაგრამ ამ დროს ნამდვილ ღირებულებას კარგავს...
ფორმები ვითომ გაათანამედროვეს, მაგრამ გააფუჭეს, მთავარი "მუღამი" დაუკარგეს, მაგალითად ოსურის თეთრი და შავი კაბები და ჩოხები, სადაც კონტრასტი იგრძნობოდა და ტრადიციულიც იყო, ამ შოუებში ასე გამოიყურება:


ესეც ქალთა თუ ნარნარი:

ან სიმღერისას ეს ბრჭყვიალა მაისურები ქართულ ჩოხას შეედრება?


ტრადიციული ხევსურული ფორმები ფარიკაობაში საერთოდ ამოღებულია და რაღაც უცნაურობით არის ჩანაცვლებული, კინტაურის ფორმებიც ვარდისფერია შავის ნაცვლად, სურათი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერ ვნახე...
კიდევ ბევრი დეტალია რასაც დაფიქრება უნდა... ჩემი აზრით არ შეიძლება ყველაფრის მოგებამდე დაყვანა...