ახლა მოვყვები ცოტა ხნის წინ როგორ ვიმგზავრე თურქეთში.
მივედი ავტობუსების გაჩერებაზე . რადგან თურქული ავტობუსი არ იყო , შემომთავაზეს ქართველმძღოლიანი სპრინტერი.
აი პირველი შეცდომა.
ავედი და დაიწყო...
_სიგარეტი გადაგვატანინე! _(კილო?თითქმის ბრძანებთი.)
_მეც მიმაქვს ,,რაღაც,, ! _და ჩანთას ისე მოვხვიე ხელი, ისეთი იდუმალებით და შეუვალი სახით წარმოვთქვი ,,რაღაც,, , რომ ყველა გაქრა, გეგონებოდა ვთქვი ერთი ილო ჰეროინი მიმაქვს-მეთქი. რჩევა: მსგავს სიტუაციაში აზრი არა აქვს იმის თქმას, რომ არ გადაიტან. მაშინ უნდა იჩხუბო. დაგესევა მთელი მარშრუტკის საქალეთ და აგიხსნიან როგორ უჭირთ და შენ, ვიღაც მგზავრს, ფეხზე გკიდია მათი გაჭირვება. ამ დროს ამ საქალეთიდან არასოდეს არავინ დაინტერესდება შენ რისთვის მიდიხარ და რამე ხომ არ გიჭირს. საქალეთს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი. ზოგიერთი ბავშვებით, რომ მათი საშუალებით გადაიტანონ საქონელი.
სიგარეტები , არაყი, ვისკი... სკოჩებით დახვეული ხელზე, ბარკლებზე, წელზე. ჯიბეში, ჩანთებში, სავარძლების ქვეშ, შეტენილი ყველა წარმოუდგენელ ადგილას.
გვერდით ბიჭი დამიჯდა. ვიყურები მხოლოდ მარჯვნივ, ფანჯრიდან. ვხედავ ყველას ანარეკლს.
მანქანა გადის როგორღაც და ჩერდება ბენზინგასამართთან. მარცხენა საბურავებს ქვეშ უდგამენ ხის დამრეც მოწყობილობას, იმისათვის, რომ ბენზინი გადავიდეს მეორე, დამატებით ,, ბაკში,, . როცა ივსება და მრიცხველი ჩერდება, სამი კაცი 5 წუთის განმავლობაში აქანებს მანქანას, რომ 1 ლარით მეტი ბენზინი ჩავიდეს. ამ 5 წუთის განმავლობაში თავს ვგრძნობ თავცანცარა პლასტმასის ძაღლად, გეხსომებათ მანქანებში რომ კიდებდნენ ადრე. გმირულად ვუძლებ და ტვინგალაყებული ჩავდივარ მანქანიდან , რათა ფეხით გადავკვეთო საზღვარი და მეორე მხარეს ისევ დავჯდე იგივე ტრანსპორტში.
უკვე სახეზე იცნობენ თითოეულს და იწყება ჩხრეკა. მე უსიტყვოდ მატარებენ. იქეთ მხარეს ორი ქალი დგას , საზიზღრად იღეჭებიან და საუბრობენ:
_ხედავ, ჩვენ წაგვართვეს სიგარეტები და იმას არა.
_თურქს რომ ვუთხარი ჩვენ რატომ წაგვართვი, მითხრა, ის ქალი ჩემი ოროსპია , შემოდი აგერ , გახდი ჩემი ქალი და შენც გაგატანო.
ჩავიარე.
ველოდები. ამომიდგა ის ბიჭი გვერდით, გვერდით რომ მეჯდა.
_ქმარი გყავს?
_ქმარიც მყავს და შვილებიც._ვიშორებ ჩემი ჭკუით თავიდან. იქნება 20 წლის
_მერე... არ გწყინდება?
_არა.
_ოდნოები გაქვს?
_არა.
_იცი ბიძაჩემს უკრაინაში მაღაზიები აქვს და ყოველ თვეში ას დოლარს მიგზავნის. მაგრამ არ მყოფნის ...
_... _შემეშვა
წამართვეს! დაადეპორტეს!გადავრჩი! _ამოდის საქალეთი და მივდივართ...
nforumiარ დავუსვამ კითხვას. თუ ოდესმე მოუნდება ამისნის. თუ არა, ამასაც არაუშავს.
This post has been edited by seta on 6 Dec 2013, 21:32