dylan
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21440
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09
|
#62040097 · 28 Apr 2025, 01:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბავშვი და მშობლის გარდაცვალება ჩვენ სხვა თემაში - "ნარკოტიკი და ალკოჰოლი" უკვე მცირედი რამ ვთქვით ადამიანის ასტრალურ სხეულზე და ამჯერად ამაზე არ გავჩერდებით. მხოლოდ ის გავიხსენოთ, რომ ადამიანის ასტრალურ სხეულში არის კონცენტრირებული მთელი მისი სიხარულის, ტანჯვის, სხვადასხვა განცდების "ორგანოები." ბავშვის დაბადების შემდგომ პირველ და მეორე შვიდწლეულში ასტრალური სხეული მხოლოდ ჩანასახის სახით არსებობს ბავშვში. პირველ შვიდწლეულში ბავშვში ძირითადად ფორმირდება მისი ფიზიკური სხეული; მეორე შვიდწლეულში - მისი სასიცოცხლო ანუ ეთერულ სხეული. სქესობრივ მომწიფებას, ანუ მესამე შვიდწლეულის დასაწყისს (დაახლოებით მე-14 წელი) ემთხვევა უკვე სიყმაწვილეში შესულის ასტრალური სხეულის ფორმირება. ამ ასაკიდან ადამიანში მძაფრდება განცდათა სამყარო. ამ ასაკიდან ყმაწვილი უკვე მძაფრად განიცდის მის ირგვლივ მიმდინარე პოზიტიურ თუ ნეგატიურ პროცესებიდან შემოღვრილ იმპულსებს. თუკი 14 წლამდელ ასაკში ბავშვის განცდები (ფიზიკური ტკივილები, ცხოველების სიყვარული და ა.შ. განიცდებოდა როგორც ინსტინქტური განცდები, ისევე, როგორც ცხოველებში), ამიერიდან მისი განცდები უკვე ინსტინქტურ და გარე განცდებიდან შინაგანში ინაცვლებენ და ის თვითონვე ხდება ყოველივე ამის თანაგანმცდელ-მონაწილე. ამიერიდან გარეგნულ-ინსინქტურ განცდებს დიდი ძალით ზედ ერთვის ადამიანში აღმოცენებული, მისივე შინაგანი ასტრალურ-განმცდელი სხეულის მძაფრი და დაუნდობელი მორევი. ამ მორევს კი თავისი მხრიდან უდიდესი ძალით ამღვრევს ადამიანის სქესობრივი მომწიფება და ეს ფაქტორი უდიდეს რყევებს იწვევს ადამიანში. ყველა ჩვენთაგანი რომ გულწრფელად ჩაუფიქრდეს მისი ცხოვრების ამ პერიოდს, (14-21 წლები) მხედველობაში მაქვს ამ ასაკს გადაცილებული ადამიანი, ის აუცილებლად აღმოაჩენს, რომ მისი წარსულის ძირითადი "სირცხვილები" სწორედ ამ პერიოდზე მოდის . რა შეხებაშია თემის სათაურთან ეს ყოველივე? ადამიანები ვერ აცნობიერებენ ამ მომენტს. სამწუხაროდ სიცოცხლე და ცხოვრება კი ისეთია, რომ მრავალი შვილი ბავშვობაში კარგავს მშობელს. საჭიროა გავითვალიწინოთ რომ ბავშვი, რომელიც დაახლოებით 14 წლამდე კარგავს მშობელს, (14 წელი ზუსტ ნიშნულად არ უნდა ავიღოთ. წელიწადი აქეთ ან იქეთ) ასეთი ბავშვი ძალზე სუსტად, ან საერთოდ ვერც კი განიცდის ამ დასანანი მომენტიდან გამომდინარე სინანულსა თუ ტკივილს.. როგორც უკვე ავღნიშნე, ადამიანები ვერ აცნობიერებენ ზემოთ გამოთქმულს და ისინი ბავშვს, თუკი მის ცხოვრებაში მოხდა ასეთი ძალზე ცუდი რამ, როგორიც არის მშობლის გადაცვალება, არაცნობიერად "აიძულებენ," რომ მწუხარენი და დატანჯულები გამოჩნდნენ. ბავშვის ახლობელი ადამიანები მშობელდაკარგული ბავშვისგან ითხოვენ იმას, რაც მას არ მოეთხოვება ცხოვრების ამ ასაკში. ისინი მოითხოვენ, რომ ბავშვმა იტიროს, განიცადოს და ზოგჯერ, არიან ისეთი ზრდასრულებიც, რომლებიც ასეთ ბავშვს, როგორც უზრდელს და გულქვას ისე აღიქვამენ... ეს კი არის ძალადობა ბავშვზე! ბავშვს ძალით არ უნდა განაცდევინო ის, რის განცდისათვისაც ის ჯერ მზად არ არის. ზემოთ ნათქვამი უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, მე ვიტყვი ჩემს პირად გამოცდილებაზე: მამაჩემი გარდაიცვალა როდესაც მე ვიყავი დაახლოებით 6 წლის. მახსოვს ჩემი ახლობლების გლოვა მისი გარდაცვალების გამო. მახსოვს, როგორ მანუგეშებდნენ და როგორი თანაგრძნობით იყვნენ განწყობილნი ჩემს მიმართ. (რასაკვირველია, მხოლოდ მადლიერი უნდა ვიყო მათი. მე მათ კი არ ვსაყვედურობ. მხოლოდ იმას ვამბობ ზრდასრულებზე, რომ ისინი არაცნობიერნი არიან ამგვარი გააზრებისადმი.) მე კი არვითარი მწუხარების განცდა არ მქონდა ამ, სინამდვილეში ძალზე სამწუხარო ფაქტის გამო. როდესაც მერე, დაახლოებიით ოცი წლის ასაკში ვიხსენებდი ამ ჩემს "უგრძნობლობას," რაღაც დანაშაულის განცდა მიპყრობდა იმის გამო, რომ მამის სიკვდილი არ განვიცადე და არ გამოვიტირე. ის კი, რაზეც ახლა ვსაუბრობ, რომ ეს ბუნებრივი იყო ჩემი იმჟამინდელი ასაკისათვის, მერეღა გავაცნობიერე. დედის გარდაცვალება კი მოხდა, როდესაც მე უკვე 21-22 წლის ვიყავი. ეს იყო ენით აღუწერელი მწუხარება და ამას აღარ განვავრცობ. ჩემი თემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ადამიანები, ძალზე დავშორდით ძველ ცოდნას და სიბრძნეს. ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა ეს ატავისტური ნთელხილვით და სიბძნით იცოდნენ. ჩვენ კი ძველი სიბრძნე დავკარგეთ და სანაცვლოდ ახლი და ცნობიერი აზროვნება და მოვლენათა ხედვა ვერ განვივითარეთ. სამწუხაროდ ასეა ყველა სფეროში. ძალზე დავშორდით სულის ცოდნას, ძალზე გავირიყეთ. ცოდვაა ადამიანი, რადგან მას შეუძლია კვლავ დაუახლოვდეს სულიერს და არ იცის როგორ. სწორედ ამგვარი გააზრების დროს გვეცოდება და გვიყვარს ადამიანი. დაბნეული ადამიანი. "დავცემ მწყემსს და გაიფანტება ფარა." მაგრამ მწყემსი ისევ მოვიდა არაფიზიკურად და ის გვიკაკუნებს. ჩვენ კი ისე გავერთეთ და ისე გავბრუვდით ამაო საქმეებში, რომ კაკუნი არ გვესმის. ნეტავ გამოვფხიზლდეთ. ნეტავ!
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|