იტოკში ეხა ავხსნი ყვეალფერს რა
შესავალიUltima-Online – მასობრივ კოლექტიური თამაში. ზოგჯერ მას უწოდებენ ქსელურ კოლქტიურ თამაშს. აქედან გამომდინარე Ultima-Online-ს პრაქტიკულად ყველა მოთამაშე არის ისეთივე ადამიანი, როგორც თქვენ. სხვა კომპიუტერული თამაშებისგან განსხვავებით, აქ არ არის რაიმე კონკრეტული მიზანი, არ არიან არც გამარჯვებულები და არც დამარცხებულნი. რაც უფრო განვითარებულია თქვენი პერსონაჟი, მით უფრო ფართოდ იხსნება თვენს წინაშე სამყაროს შესაძლებლობები. თქვენ გაიცნობთ ადამიანების საკმაოდ დიდ რაოდენობას, რომელთაგანაც ბევრი გახდება თქვენი მეგობარი. მაგრამ მიუხედავად ამისა შეგიძლიათ ითამაშოდ დახმარების გარეშე, ანუ მარტომ, თქვენ აქ შეხვდებით ურჩხულებს, რომელთანაც შეიძლება ბრძოლა, და უცნაურ ადგილებს, რომლის გულისთვისაც ღირს ფეხით მოგზაურობაზე დროის გაკარგვა. განძეული, რომელიც მხოლოდ იმას ელოდება, როდის ამოთხრიან. მაგრამ მიუხედავად ამისა სწორედ მოთამაშეების ერთობლივი მოქმედება, ხდის Ultima-ს სამყაროს ისეთს, როგორიც ის არის.
მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ "ბრიტანია" (სამყარო, რომელშიც ხდება მოქმედება) მუდმივად იცვლება, და ამიტომ მოცემული სახელმძღვანელო პრინციპში ვერ იქნება სრულყოფილი.
ურთიერთქმედებაულტიმაში შესაძლებელია ურთიერთქმედება გარე სამყაროსთან, ნივთებთან, კომპიუტერულ პერსონაჟებთან (ბოტებთან) და სხვა მოთამაშეების პერსონაჟებთან. ყოველი ურთიერთქმედების შესახებ, მოცემულ სახელმძღვანელოში თქვენ მიიღებთ მეტ-ნაკლებად დაწვრილებით ინფორმაციას. მოთამაშეთა უმრავლესობა არის ისეთივე ადამიანი როგორც თქვენ. მათ გააჩნიათ თავისი გემოვნება, ისინი მოქმედებენ თავისი შეხედულებისამებრ, გააჩნიათ თავისი მიზნები. მაგრამ, ურთიერთობა მოთამაშეებს შორის ყოველნაირად ფასდება, თუმცა არ წარმოადგენს აუცილებლობას: თქვენ თავის-თავად შეგიძლიათ ითამაშოთ მარტომ. თუმცა, ჩვენ ვთვლით რომ თამაშის მთელი მომხიბვლელობა სრულად გამომჟღავნდება სწორედ სხვა მოთამაშეებთან ურთიერთობის დროს.
ეტიკეტი”ულტიმა”-ს ძირითადი ეტიკეტი წარმოადგენს აქსიომას, რომელიც ყველა ქსელური თამაშისთვის არის ერთი და იგივე – თქვენ არ ხართ მარტო. გახსოვდეთ რომ, ასობით სხვა მოთამაშე ქმნის სამყაროს თქვენთან ერთად. ქვემოთ აღწერილია ეტიკეტის ძირითადი წესები, რომელიც მიღებულია თამაშში. ნუ დაიწყებთ თქვენ ცხოვრებას ბრიტანიის სამყაროში ოქროს ან ნივთების მათხოვრობით. თუ თქვენ არ გაქვთ ფული, უმჯობესია უფრო გამოცდილ მოთამაშეებს მიმართოდ რჩევისთვის, მისი შოვნის ხერხების შესახებ. სთხოვეთ რჩევა და არა ფული ან ნივთი.
არ დააჭიროთ “Enter”-ს ყოველი სიტყვის შემდეგ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაწეროთ ტექსტი, რომლის მაქსიმალური სიგრძე აღწევს 80 სიმბოლოს. ეცადეთ გამოხატოთ თქვენი აზრი ერთიანი წინადადებით.
ნუ “ყვირიხართ”, მოთამაშეების დიდი ნაწილი თვლის უზრდელობად, როდესაც მათ მიმართავენ მხოლოდ დიდი ასოებით დაწერილ ფრაზებს, და შესაბამისად იგნორირებას უწევს მათ.
არ მისცეთ თქვენ პერსონაჟებს სულელური სახელები. ეჭვი მეპარება, რომ ვინმემ მოგაქციოთ ყურადღება და გაგიწიოთ რამე დახმარება, როცა თქვენ პერსონაჟს ქვია “სირიკო". თუნდაც თქვენ თვლიდეთ თქვენ პერსონაჟს არაფრისმაქნისად, მისი სახელი მაინც გემოვნებით უნდა იყოს არჩეული. აამუშავეთ ფანტაზია.
ერთმანეთს ზრდილობიანად მიმართეთ, თუმცა მიმართვა “Dzma” ახლო მეგობრებს შორის სავსებით მიღებულია. უცხოსთან კი, ჯობია რამე სხვა ტიპის მიმართვა გამოიყენოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევა უბრალოდ შეიძლება არც მოგაქციონ ყურადღება. ან დაიწყონ გინება რაც საბოლოო ჯამში კატორღაზე გაგზავნით დამთავრდება.
ინტერნეტიმანამ სანამ თამაშს შეუდგებოდეთ, სასურველია რომ ინტერნეტ თამაშის თავისებურება გაითვიცნობიეროდ. ესაა - წარმადობა!
ქსელური თამაშის წარმადობა დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენი კომპიუტერის სიძლიერეზე, არამედ ინტერნეტის სიჩქარეზეც. ინფორმაცია ინტერნეტში მოგზაურობს ე.წ. პაკეტების სახით, მისი ტრანსპორტირების რამოდენიმე ეტაპი არსებობს, ამ ეტაპებს “ნახტომებს” (Hop) ეძახიან. სწორედ ამ “ნახტომების” დრო იქმნება ხოლმე პრობლემები. მაგ.: პაკეტი შეიძლება გაიჭედოს “ნახტომზე”, ან საერთოდ დაიკარგოს... ამიტომ რაც უფრო ნაკლები “ნახტომი” აქვს გასაკეთებელი პაკეტს, მით უფრო სწრაფად და კარგად ითამაშებთ. ჩვენს სერვერზე სათამაშოდ დიდი ინტეერნეტ სიჩქარე არაა საჭირო, თუმცა რაც მეტია სიჩქარე მით უკეთესი თქვენთვის . სერვერი 100მბტ-არხზეა შეერთებული და სრულიად უზრუნველყოფს ნებისმიერი ქვეყნიდან თამაშის ნორმალურ სისწრაფეს. თქვენ ნორმალურად შეიძლება ითამაშოთ 28კბტ.-იან შეერთების სისწრაფის დროსაც.
უსაფრთხოებაინფორმაცია რომელიც იგზავნება ულტიმას სერვერზე, არ ცდება ამ სერვერების საზღვრებს, ამიტომ მისი მოპარვა საკმაოდ ძნელია. გაცილებით იოლია რომ გაიგო პაროლი, პერსონაჟის მფლობელისადმი რამოდენი პირადული კითხვის დასმით. ამიტომ ფრთხილად იყავით ასეთ კითხვებზე ფასუხების გაცემის დროს. თუ თქვენ თამაშობთ ინტერნეტ კაფედან დარწმუნდით რომ კომპიუტერში პროგრამა შპიონი არაა დაყენებული, ნუ დაუშვებთ იმას რომ, პაროლის შეყვანისას ხელებში გიყურონ სხვა ულტიმის ფანატებმა, (რადგან ზოგიერთი საკმაოდ წარმატებით იგებს ამ მეთოდით პაროლებს) ბევრი მოთამაშე სარგებლობს ICQ-თი და მსგავსი სხვა პროგრამებით. განსაკუთრებული დარეგულირების გარეშე, ეს პროგრამები ხსნის თქვენ IP მისამართს და ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება ჰაკერებესთვის. ამიტომ თქვენ გაქვთ სამი გამოსავალი: ან თავი შეიკავეთ ამ პროგრამების დაყენებისგან, ან ისწავლეთ მათი სწორი დაყენება, ან გამოიყენეთ იგივე პროგრამების ვებ ვარიანტები (მაგ.: MSN.icq.com)